Category Archives: Writing

Virginia Woolf- Mrs Dalloway

ნოველისტი, ესეისტი, ფემინისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი – სწორედ ასე შემორჩა მსოფლიო ლიტერატურას ინგლისელი მწერალი ქალი ვირჯინია ვულფი, რომლის შემოქმედებაში ყოველთვის იგრძნობა ღრმა შინაარსობრივი განცდები და ცხოვრებისეული ანალიზის საოცარი უნარი. დეპრესიული, უცნაური და ბუნებით გულჩათხრობილი ვირჯინია მუდამ დაეძებდა ინსპირაციას, რომელიც ასაზრდოებდა მის ლიტერატურას და ამავდროულად, დიდ ფსიქიკურ რესურსსაც მოითხოვდა.

ის იყო  ქალი, რომელიც მწერლების ოჯახში დაიბადა და ეს ნიჭიც გენეტიკურად ერგო. მიუხედავათ იმისა, რომ წიგნებს იშვიათად კითხულობდა, იგი ადამიანების წაკითხვის საოცარ უნარს ფლობდა, უთქმელად ესმოდა მათი შინაგანი ხმები და ითავისებდა, როგორც თავისას. სიუჟეტის სწორედ ამგვარი გადმოცემა ქმნის მკითხველის დამოკიდებულებას ნათლად გაითავისოს მისი თოთოეული პერსონაჟის ცხოვრება, როგორც  მის ერთ-ერთ ცნობილ ნაწარმოებში „მისის დელოუეი”-ში, ხდება.

წიგნი, რომელიც მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებად ითვლება, აერთიანებს ძალიან ბევრ საინტერესო პერსონაჟს, რომელთა შორისაც გამორჩეულია მთავარი გმირი კლარისა , იგივე „მისის დელოუეი“, საკმაოდ წარჩინებული ქალი, რომელიც წიგნის პირველივე ფურცლებში მიისწრაფვის ლონდონის ქუჩებში  და წვეულების მოსაწყობად ემზადება. მისი ოცნებები, განვლილი ცხოვრება,  დანიშნულება საკუთარ თუ სხვის ცხოვრებაში, ქორწინება, სიყვარული, რომელთა გაანალიზება ზუსტად იმ ერთ დღეს ხდება.

მისი მეუღლე რიჩარდი, წიგნში მოცემული მძიმე და ცვალებადი დროის მსგავსად, თითქოს მექანიკურად არის მოწყობილი და კლარისასაც მის ცხოვრებაში სწორედ ამგვარი სტატუსი აქვს. წარსულში კი, შეიძლება დარჩენილი იყოს ერთი ადამიანი, რომელიც გიცნობს ისეთს, როგორიც ხარ, როგორც კლარისას იცნობდა პიტერი უოლში მთელი მისი ადამიანური შინაარსით და მასთან ერთად მაინც არ იყო. პიტერ უოლშის ნაცვლად რიჩარდზე ცოლად გაყოლა ცხოვრების ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტად რჩება.

მუდამ წარსულში დარჩენილი გონება, რომელიც სიყვარულს და იმ დროინდელ ბედნიერ ცხოვრებას უკავშირდება, პარალელურად შეიძლება დაუკავშირდეს წიგნის  მორიგ პერსონაჟს სეპტიმუსს, რომელიც ომისა და უახლოესი მეგობრის გარდაცვალების  შემდეგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ებრძოდა. მიიჩნევენ, რომ იგი, სწორედ ვირჯინია ვულფის კაცი ვარიანტი იყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სეპტიმუსის გვერდით მუდამ იდგა მისი მეუღლე ლუკრეცია, როგორც ვირჯინიას შემთხვევაში რიჩარდ ვულფი, რომელმაც  საკუთარი გამომცემლობაც კი დაარსა მეუღლის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

წიგნში გადმოცემული პრობლემები ეხება ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, რომლებიც შეიძლება იყოს ცხოვრებაზე, სიყვარულზე, ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობაზე; იმაზე, რომ ორი ადამიანი არასდროს უნდა უშლიდეს ხელს ერთმანეთის განვითარებას, რადგან ხშირ შემთხვევაში მეორე მხარე მძიმე დეპრესიაში ეშვება, ქმნის გამოგონილ სამყაროს და იქ ბედნიერი არ  არის.

როდესაც ვირჯინია ვულფმა საკუთარ პერსონაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ნამდვილად სწორი გადაწვეტილება მიიღო. მან  დაგვანახა არაერთი ყოფითი პრობლემა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც ნამდვილად არ მივყავართ მდინარისკენ თავის მოსაკლავად ლოდებით სავსე ქურთუკით. პირიქით,  იქამდე მისასვლელ გზებს ამარტივებს და ყოველივე ამის  მაგალითზე, გვაძლევს საშუალებას წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება წიგნში მოცემული სიუჟეტისგან განსხვავებულად. ყვავილებიც ჩვენ თვითონ შევიძინოთ და ისეთი წვეულება მოვაწყოთ, რომელზეც მთელი გულით გვენდომება დასწრება.

„როცა ვბერდებით, შეგვიძლია, თავი ერთი რამით დავიმშვიდოთ: მიუხედავად იმისა, რომ მწველი ვნებები არ ნელდება, მხოლოდ სიბერეში შეგვიძლია, განვლილი ცხოვრება შევიცნოთ, გამოცდილება ჩვენდა სასიკეთოდ გამოვიყენოთ და მზის სინათლეზე გამოვიტანოთ. ცხოვრება სწორედ მაშინ ხდება საინტერესო და უსაზღვროდ მშვენიერი“…- ვირჯინია ვულფი

Find Your Why- Simon Sinek

ყველა ადამიანს აქვს თავისი „რატომ?“. გიფიქრია რა არის შენი „რატომ“?

”რატომ“ – არის მიზეზი და შინაგანი რწმენა, რაც თითოეულ ჩვენგანს მოქმედებისკენ გვიბიძგებს.

ყველა ორგანიზაციას თუ ინდივიდი მოქმედებს სამ დონეზე: რას ვაკეთებთ? როგორ ვაკეთებთ და რატომ ვაკეთებთ. ჩვენ ყველამ ვიცით რას ვაკეთებთ: მაგალითად: რა პროდუქტებს ვყიდით, რა სერვისს ვთავაზობთ ან რა საქმეს ვემსახურებით. ბევრმა ჩვენგანმა  ვიცით როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ჩვენგანმა თუ იცის რატომ აკეთებს.

რატომ ვდგებით ყოველ დილით ადრე? მივდივართ სამსახურში და ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება,  ყოველ დღე იმ მიზნისკენ სწრაფვა, რომელიც შეიძლება დიდი ხანია დავისახეთ.

კითხვა „რატომ“, რომელიც სხვადასხვა საგნებს, ისტორიას თუ ადამიანს შეიძლება დაუკავშირდეს, ჩვენს ცხოვრებაში  ბევრი რამის ინდიკატორად შეიძლება გავხადოთ. თითოეულმა ჩვენთაგანმა მნიშვნელოვანია  იცოდეს რა არის საკუთარი „რატომ“?

საიმონ სინეკის წიგნიც სწორედ ამას ეფუძნება. ჩვენ ჯერ საკუთარი „რატომ“-ით ვიწყებთ ფიქრს, რომ შემდეგ ის განვაზოგადოთ და ფართო სპექტრში ავსახოთ. აღნიშნული კითხვა არის საზომი შენი დასახული მიზნების, მოტივაციის, ურთიერთობების და სხვა მრავალი საჭირო საკითხის.

წიგნი გვეხმარება  ფოკუსირებული იყო შენს მიზნებზე და დაუღალავად ისწრაფოდე მისკენ, ის გეხმარება გრძელვადიან პერსპექტივაში დასახო გეგმები და გააზრებული იყოს თითოეული შენი ნაბიჯი, როგორც პირად ასევე სამსახურეობრივ გარემოცვაში.

რაც მთავარია წიგნის საშუალებას გაძლევს  გახდე მოტივატორი და მაგალითი შენი გარემოცვის, რომელსაც შეიძლება შენი დახმარება  ყველაზე მეტად სჭირდება.

ადამიანთა დახმარება ეს ყველაზე დიდი მოტივაცია შეიძლება იყოს შენი ცხოვრების, გაუღვივო მათ სიცოცხლის და მუშაობის უნარი, რომელიც მუდამ მადლიერი იქნება შენი პოვნით, შენ, რომელმაც ყოველთვის იცის კითხვაზე პასუხი „რატომ“.

The Infinite Game – Simon Sinek

“We achieve more when we chase the dream instead of the competition.”

სამყარო ყოველდღიურად იცვლება. თითოეული ჩვენი გადაწყევტილება გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე. სად ვიქნებით, როგორ ვიქნები, ვინ იქნება ჩვენს გარშემო. ყველას ერთხელ მაინც გვითამაშია ისეთი თამაში როგორიც არის ჭადრაკი, ფეხბურთი, ბანქო. ამ თამაშებს ერთი საერთო აქვთ, აქ განსაზღვრულია თამაშის წესები, მოთამაშეები და თამაშის სასრული წერტილი. თუმცა რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, როგორია ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ქმედებები? ვიყენებთ თამაშის სტრატეგიებს და წესებს? ვიცით ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე? მინდა თვენი ყურადღება ბოლო შეკითხვაზე გავამახვილო. სანამ საიმონ სინეკის წიგნს The infinite game გავეცნობოდი, ალბათ უსასრულო სიას გავაკეთებდი კონკურენტი კომპანიების, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მაგალითებს გადავხედავდი და ასე მოვიქცეოდი ყოველ ჯერზე, როცა მკითხავდნენ ვისთან მიმართებაში ვარ ბიზნეს თამაშში ჩაბმული.  

The Infinite Game-ის წაკითხვის შემდეგ შევიცვალე დამოკიდებულება, გავაცნობიერე, რომ წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება. ცხოვრება არ არის შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულები ან დამარცხებულები არსებობენ.  ცხოვრება ეს არის უსასრულო თამაში, სადაც წესები და მოთამაშეები მუდამ ცვალებადია, ხოლო ერთადერთი კონკურენტი, ვინც შეიძლება გვყავდეს ეს არის საკუთარი თავი.  ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ რაღაც ღირებული, მნიშვნელოვანი, იდეა რომელსაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვემსახურებით.

მთავარია, ვუპასუხოთ შეკითხვას: როგორ თამაშს ვთამაშობთ სასრულს თუ უსასრულოს?! თუ თქვენი არჩევანიც უსასრულობისკენ იხრება, მაშინ გაგიზიარებთ საიმონ სინეკის რჩევებს, როგორ შევიქმნათ უსასრულო აზროვნება.  

ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც სურს უსასრულო თამაშში ჩაბმა, წიგნი ასწავლის ხუთ მნიშვნელოვან პრაქტიკას:

  • Advance a Just Cause
  • Build Trusting Teams
  • Study your Worthy Rivals
  • Prepare for Existential Flexibility
  • Demonstrate the Courage to Lead

რა თქმა უნდა, რთულია, რომ ყველა ლიდერმა ზედმიწევნით შეასრულოს წიგნში მოცემული რჩევები, ან თუნდაც ყველა ლიდერმა ყოველთვის შეძლოს უსასრულო თამაშისთვის საჭირო განწყობა შეინარჩუნოს, თუმცა ეს წიგნი და თითონ ავტორი ნამდვილად შეცვლის თქვენს აღქმას, აზროვნების სტილს, დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

გისურვებთ სასიამოვნო კითხვის პროცესს.

და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ  იკითხოთ ორიგინალში, ეს დაგეხმარებათ ავტორის მიერ აღწერილი ტექნიკები უფრო გასაგები გახდეს.

წიგნის სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://bookshop.ge/product/view/-9780241295595

5 Hints How To Coach Your Team

უკვე 12 წელია, რაც ლიზ ჰოლი „მაინდფულნესის” (გაცნობიერებულობის) პრაქტიკას ნერგავს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ბუღალტრული კომპანია -KPMG, ბრიტანული სახელმწიფო უწყებები – NHS და Kent County Council და, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი მედია წარმომადგენელი NEWS UK.

ლიზი არის ფართოდ აღიარებული ქოუჩი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მან მოიპოვა არაერთი პრიზი ჟურნალისტიკის სფეროში: ბიზნესის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ის არის „სამუშაო გარემოს მაინდფულნესის“ საერთაშორისო სამიტის თანადამფუძნებელი.

ლიზი სწავლების მიხედვით, თანამედროვე ლიდერები ხელს უწყობენ თაივიანთ თანამშრომლებს გამოავლინონ სრული პოტენციალი.

ახალი სტილის ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ ქოუჩინგის ძალას. ამ მიდგომის გამოყენებით, მათი თანამშრომლები ყალიბდებიან სტაბილურ, შემოქმედებით და პროდუქტიულ ინდივიდებად. მაინფულნესისა და თანაგრძნობის კომბინაცია წარმოადგენს გაცნობიერებული ქოუჩინგის საზრისს, რაც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანია.

ამ პრაქტიკის შესახებ ავტორი ყოვლისმომცველად საუბრობს წიგნში Coach Your Team. მე კი გაგიზიარებთ იმ 5 მთავარ რჩევას, რასაც ლიზ ჰოლი თანამედროვე ლიდერებს მოუწოდებს

  • დაიწყე საკუთარი თავით – ქოუჩინგი, პირველ რიგში, შინაგანი პროცესია, რაც შემდეგ გარემოზე აისახება. დააკვირდით, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ფიქრები რეალობას. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: „რა იყო ის წარმატებული გადაწყვეტილებები, რაც მსგავს სიტუაციაში მიმიღია? რა დასკვნების გამოტანა შემიძლია ამ გამოცდილებიდან? ამასთან ერთად რეგულარულად შეასრულეთ მაინდფულნესის სავარჯიშოები. მაინფულნესი, ანუ გაცნობიერებულობა, ეხმარება ლიდერებს გამოიმუშაონ თანაგრძნობის უნარი როგორც სხვა ადამიანების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ეს პრაქტიკა ხელს შეგიწყობთ იყოთ მიწასთან ახლოს, აწმყოში და გახდეთ უფრო შემოქმედებითი და ეფექტური ლიდერულ საქმიანობებში.
  • შეეკითხე, სანამ ეტყვი – გირჩევთ, რომ ყოველთვის შეახსენოთ თქვენ თავს ეს მოწოდება. თუ გსურთ, რომ იყოთ ქოუჩის ტიპის ლიდერი – არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის დირექტივები გასცეთ, რაც დირექტორებს ახასიათებთ. თანამშრომლობა და გუნდის წევრების აზრების გამოკითხვა გაზრდის მათ ჩართულობას, შემოქმედებითობასა და პროდუქტიულობას. ქოუჩინგის მიდგომის მიხედვით, ლიდერმა თანამშრომლებს უნდა ჰკითხოს, თუ რა საკითხებზე სურთ საუბარი, რა მიმართულებით განიხილავენ ისინი ამ თემებს და რომელ სასურველ შედეგებს მოელიან.
  • არ შეგეშინდეს ემოციების – დაინტერესდით თანამშრომლების ემოციური მდგომარეობით, ჰკითხეთ როგორ გრძნობენ თავს. ემოციებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ენერგეტიკული მდგომარეობაა ჯგუფში და ეს ინფორმაცია გამოიყენოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არსებობს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის მრავალი წარუმატებელი ქეისი, როდესაც თანამშრომლების ემოციური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის გამო პროგრამამ კრახი განიცადა.
  • მოუსმინე გულისყურით – ამ წიგნში დეტალურად არის აღწერილი მოსმენის 6 დონე: საუბრის შეწყვეტა, (რომელიც, რეალურად არც ითვლება მოსმენად) თქვენი ჯერის მოლოდინი, რჩევის მიცემა, ყურადღებიანი მოსმენა, აქტიური მოსმენა, და გულისყურით მოსმენა. გულისყურით მოსმენა ქოუჩინგში ნიშნავს სრულყოფილ მოსმენას, როგორც არავერბალურ, ასევე ვერბალურ, ენობრივ დონეზე და ამ პროცესში საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება, ანუ, საკუთარი თავის მოსმენა. მაგალითად, ქოუჩინგის პროცესში, მოულოდნელად, შეიძლება იგრძნოთ სიბრაზე და გაიაზროთ, რომ ეს ემოცია არაფერში გამოგადგებათ. ამ ცოდნის გამოყენება ადამიანებს ეხმარება კომუნიკაციისას ისეთი საკითხების წარმოჩენაში, რომელიც, როგორც წესი, შეუმჩნევლად ახდენს ზეგავლენას საქმიან პროცესზე.
  • წაახალისე პასუხისმგებლიანობა – თუკი გუნდში ვინმემ გადაწყვიტა გამოიჩინოს ინიციატივა, გვერდში ამოუდექით და თვალყური ადევნეთ მის პროგრესს. ურჩიეთ, რომ გარემოცვაში იპოვონ კომპანიონები, რომლებიც გაამხნევებენ მას და დაეხმარებიან დაწყებული საქმის ბოლომდე მიიყვანაში.

ამ და სხვა პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს ლიზ ჰოლი თავის ბესტსელერში “Coach Your Team”. თანამედროვე გამოწვევები რეალურად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში ქოუჩინგ კულტურის დანერგვა. ამ წიგნით ავტორი გვანახებს გზას ბიზნესის ორგანიზაციული განვითარებისკენ, რაც პირველ რიგში, მოცემული რეალობის გააზრებიდან მომდინარეობს.

ავტორი: ვანო ყუფარაძე

Wingardium Leviosa! – დღეს ჰარი პოტერის დაბადების დღეა

საკუთარი შესაძლებლობების რწმენამ ჯოან როულინგი მსოფლიოში გავლენიან მწერლად აქცია, მისმა უშრეტმა ფანტაზიამ კი შექმნა Wizarding world, რომელმაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს ირგვლივ არაერთი ადამიანი გააერთიანა.

როულინგის ცხოვრებაც მისივე შემოქმედების მსგავსად ზღაპრულია. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში დაწყებული წერა და საკუთარ წარმოსახვაში აღმოჩენილი ძლიერი ზეგავლენის სამყარო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთ დღესაც, მატარებლით მგზავრობისას, უეცრად მოუვიდა იდეა, რომელსაც გაუჩერებლად წერდა 4 საათის განმავლობაში. მას შემდეგ არ არსებობდა დღე, რომელიც ჰარი პოტერზე მუშაობაში არ გაეტარებინა და სწორედ წერა ეხმარებოდა ბევრი სიძნელის გადალახვაშიც. მძიმე დეპრესიის პერიოდში ჯოანს მხოლოდ საბეჭდი მანქანა და იდეა ჰქონდა, რომელიც ფურცლებზე უნდა გადმოეტანა. მას ღრმად სწამდა, რომ მისი ზღაპრული ფიქრები დღის სინათლეს აუცილებლად იხილავდნენ.

როდესაც წერის პირველი წიგნი – “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” დაიწერა, ჯოანმა არაერთ გამომცემლობაში იმ იმედით მიიტანა, რომ მოეწონებოდათ. სამწუხაროდ, უარი ბევრჯერ უთხრეს მანამ, სანამ შემდეგ ერთ- ერთმა ცნობილმა გამომცემლობის „Bloomsbury“- მისი მეპატრონის შვილმა არ წაიკითხა და გაგრძელება არ მოითხოვა. პატარა გოგონამ ის განსაკუთრებული რაღაც შეამჩნია ნაწერებში, რაც ვერ მოახერხეს სხვა წიგნის გამომცემლობებმა. მალე ყველამ გაიცნო ბიჭი, სახელად ჰარი პოტერი და როულინგის ნატვრა, მისი ჩანაწერების ოდესმე წიგნად დაბეჭდვაზე, ზღაპრულად ახდა. წარმატებამაც არ დააყოვნა და დღეს ყველა ასაკის მკითხველს თანაბრად იზიდავს ჰარი პოტერი, რომელიც მისივე ავტორის მსგავსად ბავშვობიდან განსაკუთრებული ცხოვრებით გამოირჩეოდა.

 ბევრიც თვლის რომ მათი ბავშვობა მოსაწყენი იქნებოდა ჰარი პოტერის გარეშე. ჯოანს ყოველთვის მიაჩნდა რომ წარმოსახვის უნარი პირდაპირ  კავშირშია გარესამყაროს პროცესებთან, ხოლო ჩვენ ყველას შეგვიძლია სამყარო გავხადოთ უკეთესი და გავხდეთ მაგალითი ბევრი ადამიანისთვის. ჯოან როულინგი არის ავტორი, რომელიც თავისი დაუსრულებელი ფანტაზიით და გამოვლილი გამოცდილებით ყოველთვის იქნება რაღაც ჯადოსნურის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში.

 “We do not need magic to transform our world. We carry all the power we need inside ourselves already.”- J.K ROWLING

Self-development Blog

როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი? რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორ განვითარდეთ? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც გვაწუხებს და გვაფიქრებს. ბლოგპოსტი შეეცდება, რომ რამდენიმე მათგანს მაინც გასცეს პასუხი.

პირველ რიგში, ლიტერატურა უპირობო ლიდერია. კითხვის დროს ხვდები ამბებს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გააიგივო შენს თავთან. ამბობენ, თუ წაიკითხავ შესაფერის ლიტერატურას სხვანაირად იწყებ ფიქრს და მემგონი მართალია. ბევრჯერ წამიკითხავს ლიტერატურა, რომელიც არაფრის მომცემი ყოფილა. მაგრამ არსებობს წიგნები, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო იმისთვის, რომ სხვანარიად შეხედო სამყაროს.

ცხოვრება შედგება შეხედულებებისგან და დამეთანხდებით ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია. რა არის წარმატება? ან წარმატების ფორმულა? როგორ უნდა ვიყოთ კარგი ლიდერები? ან როგორ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება? ან პროექტი წარმატებით? მნიშნელოვანია, რომ ეს შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, რადგან ზუსტად ეს გვეხმარება განვითარებაში.

Bookshop-ი გთავაზობთ სამოტივაციო წიგნების ჩამონათვალს, რომელიც გაგიჩენს ბევრ შეკითხვას და დაგაფიქრებს შეხედულებებზე.

სამოტივაციო წიგნების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:

SELF-DEVELOPMENT BOOKS

#იკითხეორიგინალში

J. R. R. Tolkien

არსებობს სამყარო, სადაც შენ ცხოვრობ და არსებობს სხვა სამყარო, რომელიც ჯ.რ.რ ტოლკინმა შექმნა.

ინგლისელი ფილოლოგი, პროფესორი და ბრიტანული ორდენის კავალერი ჯონ რონალდ რუენ ტოლკინი სამხრეთ აფრიკაში დაიბადა.მისი დაბადებიდან მალევე ოჯახი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა და საცხოვრებელი ადგილის ბევრჯერ შეცვლა მოუწია. გამოვლილმა გაჭირვებამ, მრავალი სკოლის გამოცვლამ და  ცნობისმოყვარე ბუნებამ შემდგომში დიდი გავლენა იქონია მწერლის მრავალფეროვან შემოქმედებაზე.

ტოლკინი ყველა ადგილიდან, მოვლენიდან, თუ ადამიანიდან შთაგონების წყაროს ეძებდა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავის მეგობრებთან ერთად  მცირე ლიტერატურული ჯგუფი “ინკლინგები“ დაარსა, სადაც აქტიურად იმართება ლიტერატურული შეხვედრები და განხილვები. აღნიშნული ჯგუფი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და მისმა წევრებმა სკოლის შემდეგაც გააგრძელეს მეგობრობა.

ტოლკინის წიგნების სამყარო, რომელიც კაცობრიობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გვიამბობს, გამოგონილია, მაგრამ ამავდროულად დამაჯერებელიც, ერთდროულად ზღაპარიცაა და რეალობაც, რომელიც ჯერ ფურცლებზე ჩანახატად იყო წარმოდგენილი და შემდგომ  სიტყვებად აისახა. სწორედ ასე იქმნებოდა მისი წიგნების უმეტესობა.

ფერწერა ტოლკინის შემოქმედების განუყოფელი ნაწილი იყო. „ბეჭდების მბრძანებელზე“ მუშაობის დროს   ჩანახატებს, რუკებს და სქემებს ქმნიდა, რომელიც  სიუჟეტის განვითარებასა და  საერთო მოქმედების  წარმოდგენაში ეხმარებოდა. ჩანახატებზე არსებულ სამყაროს  იგი უბადლოდ გადმოსცემდა ფურცელზე. მისმა მეგობარმა აღნიშნა, რომ „ტოლკინის შექმნილი სამყარო იქამდეც არსებობდა, სანამ მას  ჩვენს წარმოდგენაში გავაჩენდით“.

დღეს ტოლკინი ყველა ასაკის მკითხველს შორის  ფენომენალური სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. ტოლკინის წიგნები, სანახაობის გარდა, მუდამ შთაგვაგონებს სიბრძნეს მეგობრობის, მამაცობისა და სიყვარულის შესახებ. გვიბიძგებს რომ  იმ კარგი რაღაცებისთვის ვიბრძოლოთ, რაც სამყაროს უხვად გააჩნია.

“ჩვენი მთავარი გადასაწყვეტი ისაა, თუ რა ვუყოთ იმ დროს, რომელიც ჩვენ მოგვეცა“
ჩვენ კი გირჩევთ, წაიკითხოთ მისი შემოქმედება და კიდევ ერთხელ ირწმუნოთ ტოლკიენისეული სამყაროს ღირებულებები.

Olive,Again-Elizabeth Strout

ელიზაბეტ სტრაუტის წიგნი Olive,Again მსოფლიო ლიტერატურას 2019 წელს შეუერთდა და გამოჩენისთანავე ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. წიგნი აერთიანებს 13 განსხვავებული შინაარსის მქონე ნაწილს, რომელიც მთლიანობაში ერთი მთავარი პერსონაჟის ირგვლივ ტრიალებს და საერთო ლიტერატურული დატვირთვა აქვს.

ნაწარმოების ამომავალ წერტილად მიიჩნევა ადამიანი- როგორც ინდივიდი. კითხვისას ჩანს, რომ  ავტორისთვის ყველა პერსონაჟი თანაბრად მნიშვნელოვანია, რომლებიც  ერთ მთავარ აზრს უკავშირდებიან: ვინ ვართ ჩვენ, როგორ  ვექცევით ერთმანეთს, როგორ ვახერხებთ ჩვენი განვლილი წლებიდან საჭირო დასკვნების გამოტანას.

წიგნის მთავარი პერსონაჟის ცხოვრების 10 წელი, მნიშვნელოვანი პროცესების  მატარებელია. იგი წარმოდგენილია, როგორც დედა, როგორც მეგობარი, როგორ მასწავლებელი. სწორედ ამ წლების ნარატივი ქმნის  საერთო სურათს და გადმოცემული თითოეული ამბავი გვანახებს, რომ მიუხედავად ცხოვრების რთული პერიოდებისა და ადამიანებს შორის დაძაბული  ურთიერთობებისა, ცხოვრება მაინც გრძელდება და რთულ მომენტებში , სწორედ საკუთარ თავში აღმოჩენილმა ძალამ უნდა  დაგვარწმუნოს ამ ყველაფერში.

ოლივს სხვა პერსონაჟისგან  რაც გამოარჩევს არის სიმამაცე, რომელიც ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში  ბევრ რამეში ეხმარება. მკითხველის უმეტესობა აღნიშნავს, რომ  მისი ამგვარი თვისება ერთგვარად გადამდებია მათთვის. ”იგი არის ყველასგან გამორჩეული და ამას წაკითხვის დროს აუცილებლად გრძნობთ, არ არსებობს მომენტი წიგნში, რომელიც მის გარეშე ჩაივლის”.

ის მოულოდნელობები, რომლებიც ცხოვრებას ახლავს, ის იდეა რომ  ყოველთვის ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ეს წიგნის შინაარსის თანმდევი ნაწილია. ადამიანი ყოველთვის ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, ყველაფერი ხომ რაღაც მიზეზის გამო ხდება : შენ სწავლობ შენ იზრდები და სწორედ ესე ვიზრდებით  წიგნში მოთხრობილ ამბებთან ერთად, ამავდროულად,  დამოკიდებულებები გვეცვლება რიგ ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებით.

ადამიანებს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარ თავში ბევრი რამ ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ არაკომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ მე- სთან, სწორედ წიგნის მთავარი პერსონაჟის შინაგანი ზრდა გვანახებს და გვაძლევს ბევრი მოქმედების მაგალითს. პარალელურად შეგვიძლია ვნახოთ  ის წლების შემდეგ, როგორი იყო იგი ადრე და როგორი არის ეხლა. რა დამოკიდებულებები ჰქონდა და როგორ იქცეოდა სხვადასხვა სიტუაციებში, რომ  მისი ცხოვრებისეული მიდგომები უკეთესი შინაგანი მდგომარეობისთვის.

„ლამაზად  და ადამიანური თანაგრძნობით დაწერილი, ზოგჯერ ყოველმხრივ აუტანლად ამაღელვებელი“- სწორედ ასე შეაფასა Kirkus Reviews – მა აღნიშნული წიგნი.

Washington post -ის სტატიაში იგი შეაფასეს, როგორც ძალიან მარტივად წასაკითხი ცხოვრებისეული მოტივებით გადმოცემული წიგნი, სადაც ისეა წარმოდგენილი ადამიანური და ცხოვრებისეული ამბების კომპლექსური შეჯამება, როგორც არსად.

“You all know who you are. If you just look at yourself and listen to yourself, you know exactly who you are. And don’t forget it

Shakespeare In April

Shakespeare in April

შექსპირმა ერთ-ერთ უკანასკნელ პიესაში აღნიშნა: „წარსული ეს პროლოგია“.

ამის შემდეგ ხუთ საუკუნეზე მეტი  გავიდა და არ არსებობს  დრო, სადაც არ ახსოვთ შექსპირი.

იგი ეოვონის სტრატფორდში, ინგლისის სამეფოში დაიბადა. რადგან მისი მოღვაწეობის პერიოდში ადამიანის ბიოგრაფიას ყურადღება არ ექცეოდა, დღემდე არსებობს ბევრი  ბუნდოვანი დეტალი მისი ცხოვრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ შექსპირს არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, თავისი შემოქმედებით მოახერხა და როგორც ინგლისური, ასევე მსოფლიო ლიტერატურა  წარმატების უმაღლეს  მწვერვალზე აიყვანა.

შექსპირის შემოქმედება მნიშვნელოვანია ენობრივი თვალსაზრისით, რომლის ანალოგი  დღემდე არ არსებობს. სწორედ მისი პიესების დამსახურებაა, რომ ინგლისურ ენაში 3000-ზე მეტი სიტყვა დამკვიდრდა, მთლიანად შემოქმედებაში კი 25 000-ზე მეტი სიტყვა გამოიყენა. მის ნაწარმოებები ნათარგმნია მრავალ ენაზე და არაერთ ქვეყანაში დღემდე დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს.

შექსპირის შემოქმედებას, როგორც ენაში, ასევე კულტურასა და განათლებაში,  უდიდესი როლი აქვს. მისი პიესების სცენაზე გადმოტანა, მთელი თავისი უნიკალური შინაარსით, ავითარებს თვალსაწიერს, ცნობიერებას და ადამიანურ ბუნებაში ნერგავს ბევრ ღირებულებას. მისი შემოქმედება ერთდროულად მოიცავს როგორც ტრაგედიებს, ასევე სიყვარულის ლამაზ ისტორიებს, კომედიებს, რომელთა შინაარსი ზოგჯერ სულაც არ არის სახალისო და უფრო მრავლისმთქმელია. თითოეულ ნაწარმოებში იგრძნობა ავტორის უსაზღვრო ფანტაზია და შთაგონება, რომელიც განმსჭვალულია ჰუმანურობით, ადამიანური ძალების რწმენით და მრავალი ყოფითი საკითხით, რაც მის შემოქმედებას უფრო უნიკალურს ხდის.

“ქაღალდის ფურცელს თუ გაანდე შენი ცხოვრება, დაბრუნდებიან დაკარგული შენი შვილები. გადაგეშლება წარსულ დღეთა სარკე მთლიანი, და შიგ მრავალი რამ იქნება სარგებლიანი”.

სამყაროში არსებობს ღერძი, რომლის გარშემოც შექსპირი მუდამ იტრიალებს. მისი შემოქმედების  ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ადამიანის შესაძლებლობების რწმენა და ბევრი მნიშვნელოვანი ღირებულებები მუდმივად შეიძლება იქცეს მსოფლიოს შთაგონების წყაროდ. თუკი ერთხელ მაინც გაეცნობი მის შემოქმედებას,  მუდამ გამორჩეულად აღიბეჭდება შენს ცნობიერზე და შეუძლია თავი მუდამ შეგახსენოს. სწორედ ეს არის შექსპირის მრავალსაუკუნოვანი გენიალურობა.

”Death once dead, there’s no more dying then“

ჩვენ გთავაზობთ 30 %-იან ფასდაკლებას შექსპირის კოლექციაზე, აპრილის თვის ბოლომდე.

საიტზე www.bookshop.ge უკვე ფასდაკლებული ფასებია წარმოდგენილი