Category Archives: Writing

A Christmas Carol

“Bah, Humbug” – an iconic line from a story we all love, said by a character that was written for us to hate. A week before Christmas in 1843, Chapman & Hall published a novella by Charles Dickens that would become one of the most popular stories that still inspires millions of people. A Christmas Carol turns 176 years old this year and over the course of its long life, it has become so iconic, that even if you’ve never read the book, you probably know what it’s about.

 A Christmas Carol takes place on a cold, snowy Christmas Eve in London, England, during the Victorian period in the 1840’s. It is a story of a man who feels no love or joy in his heart, the story of Ebenezer Scrooge, the bah-humbug-shouting man who hates Christmas, charity, the poor, and everything besides his own goodwill. To be more exact, these are his own words at the beginning – “If I could work my will, every idiot who goes about with ‘Merry Christmas’ on his lips should be boiled with his own pudding and buried with a stake of holly through his heart. He should!” He is described as ‘a tight-fisted hand at the grind-stone’, this metaphor suggests that Scrooge works hard for his money but is very tight with it. Dickens also uses the harshest weather to describe him ‘the heaviest rain, and snow and hail and sleet, could boast of the advantage over him in only one respect.’ indicating how horrible of a man Scrooge is, which shows the reader that Scrooge’s personality will play an important role throughout the book.  The story unfolds when he is visited by three ghosts – the ghost of the past, the present and the future. Over the course of his three separate journeys with them, he evolves into someone different, a person that he buried deep inside of him many years ago.

A Christmas Carol could be considered as a metaphor for life. The amount of life lessons that can be learnt from this book is tremendous. One of them being that as uncomfortable as we might feel about it, time only moves in one direction – forward. So, we should live our lives to the fullest, for there may be no tomorrow. Another reason that makes A Christmas Carol so beloved is its morality, the way Scrooge remembers his lost humanity and is led to find it in others. With the ghost of the past he re-experiences the loneliness of boarding school, his father’s cold disapproval and the kindness of his sister. He reminisces his most authentic memories, when he was still innocent and happy. One more great lesson from this novel, that applies to all the generations is that it shows us how easy it is to get caught up in the materialism that surrounds us, especially during the holiday season. Nowadays, we fixate so much on sales and buying many things, that we forget spending quality time with those we care about, and that they are really what should be our priority. Another aspect of Dickens’s original tale is the idea of learning to be compassionate, generous and kind, a timeless aspiration for every generation. Dickens also speaks about ignorance and want. He demonstrates a world in which the poor and suffering are ignored and taken advantage of.

Opposite from Scrooge’s initial statement, this is what he has to say in the end  – “I will honor Christmas in my heart, and try to keep it all the year. I will live in the Past, the Present, and the Future.” by which Dickens suggests to us the importance of carrying out that philosophy year-round, not just for one day. A Christmas Carol has withstood the test of time and will never cease to touch peoples’ hearts.

Preparation Course for Teachers’ Certification Exam in English Language

English Book Education is organising a 3-month Preparation Course for Teachers’ Certification Exam in English Language.

Dear Teachers,

We are delighted to announce that English Book Education is organising a 3-month Preparation Course for Teachers’ Certification Exam in English Language.

Date March-May 2021
Teaching mode Online
Course starts 1st week of March
Course days Monday & Wednesday
Tuesday & Thursday
Wednesday & Friday
Thursday & Saturday
Saturday & Sunday
Hours 48
Lessons 2 per week (2-hour lessons)
Exams After every 8 lessons (3 exams in total)

The course is 48 hours in total, consisting of two 2-hour long lessons per week and 3 additional exams.

The participants will be provided with all the necessary materials and handouts. They will be awarded with a certificate of attendance after completing the course.

For more details, please download the Course Brochure.

Course fee: 700 GEL (The fee will be divided into 3 installments and should be paid by the first week of each month).

Note: 20 % discount for Teachers’ Union members.

Please follow the link to register:

http://form.123formbuilder.com/5474811/form

Registration Deadline: 26th of February

Contact Info:

Email: englishbookteam@englishbook.ge ; t.khachidze@englishbook.co.uk

Mobile: 599313289

რა წავიკითხოთ ნოემბერში?!

დადგა ტკბილი ნოემბერი, შემოდგომის გამორჩეული თვე, როცა შეგვიძლია კომფორტულად მოვკალათდეთ და სხვადასხვა საინტერესო წიგნი წავიკითხოთ. bookshop.ge გთავაზობთ ნოემბერში საკითხავი წიგნების რეკომენდაციას.

ტკბილი ნოემბერი წარმოუდგენელია რომანების გარეშე, რომელთა წაკითხვაც ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გთავაზობთ ამერიკელი ნოველისტის Danielle Steel-ს, რომელიც წერის საინტერესო სტილით გამოირჩევა და ცდილობს მკითხველს ბრძოლის, წინსვლის და განვითარების იმედი ჩაუსახოს.  

ლუსინდა რაილის სერია  The Seven Sisters– მითოლოგიისა და ასტროლოგიის საინტერესო შერწყმაა. ისტორიები ძლიერ ქალებზე, მათ სიყვარულზე და ბრძოლაზე მოგვითხრობს. თითოეულ წიგნს საფუძვლად უდევს ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟები, რომელიც აღნიშნულ სერიაში აწმყოსა და წარსულის  საუკეთესო სინთეზს წარმოადგენს. როგორც ავტორი აღნიშნავს, თითოეულ წიგნში ბევრჯერ ამოვიცნობთ საკუთარ თავს.

რას იტყვით ნოემბერში დეტექტივის წაკითხვაზე? ამერიკელი მწერლის Dan Brown-ის მისტიკურ – დეტექტიური წიგნები, თავისი ღრმა, მოულოდნელი და საინტერესო შინაარსით მკითხველში მუდამ აღფრთოვანებას იწვევს.

დეტექტიური ჟანრის ერთ-ერთი გამორჩეული ავტორის Nicci French- ის წიგნები თქვენს ცნობისმოყვარე ბუნებას აუცილებლად მიიზიდავს. სხვადასხვა საიდუმლოს ჩაწვდომა, დანაშაულის გამოაშკარავება და კლასიკური დეტექტივის სიუჟეტი აუცილებლად მოახდენს თქვენზე შთაბეჭდილებას.

Bookshop.ge ასევე გირჩევთ James Patterson -ის დეტექტიური ჟანრის წიგნებს. თუკი გაინტერესებთ როგორ გადაარჩინა Woman’s murder club- მა მთელი ქალაქი ტრაგედიისგან შობის დილას და როგორია აგენტი გოგონას მოულოდნელობებით სავსე საქმეების გახსნა, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ James Patterson -ის წიგნები.

მოლაპარაკე კატები, თევზების წვიმა, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები, უცნაური სახელები. ალბათ გეცნოთ, ეს მისტიური ნოველისტის ჰარუკი მურაკამის შემოქმედებაა. იაპონელი მწერალი, რომლის წაკითხვაც წლის ნებისმიერ სეზონზე დიდ სიამოვნებას და საინტერესო თავგადასავლებს გპირდებათ.

პოეზიას დიდი ძალა აქვს, შეგიმსუბუქოს ყოველდღიურობა, მოგცეს ძალა და სულაც გადმოსცეს შენი ჯერ აქამდე უთქმელი ემოციები. ნოემბრის რომანტიკულ განწყობას პოეზია ნამდვილად შეავსებს.

“If the first woman God ever made
was strong enough to turn the world
upside down, all alone
together women ought to be able to turn it
right side up again”
– Sojourner Truth

Bookshop.ge თავის ერთგულ მომხმარებელს მთელი თვის განმავლობაში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა ჟანრის წიგნებზე 30% – იან ფასდაკლებას სთავაზობს. 8 ნოემბრის ჩათვლით, ფასდაკლება გავრცელდება რომანის ჟანრის წიგნებზე.

ფასდასკლებული წიგნების სანახვაად ეწვიეთ ბმულს:

https://bookshop.ge/category/view/fiction:sweet-november

გისურვებთ ბედნიერ შოპინგს და სასიამოვნო კითხვის პროცესს!

Blog Writing Competition- Winner: 3rd Place

J.K. Rowling — “Harry Potter” – Fiction

იყო და არა იყო რა, იყო ერთხელ ერთი ქალი, რომელმაც ჯადოსნური ისტორია დაწერა, 12 გამომცემელთან მიიტანა და მხოლოდ მეცამეტე ცდაზე მიაღწია იმას, რომ ეს საოცარი ამბავი წიგნად დაებეჭდათ. გავიდა დრო და ყველამ შეიყვარა ბიჭი, რომელიც გადარჩა. სულ რამდენიმე თვე გახდა საჭირო, რომ მთელი მსოფლიო ახალ წიგნზე ალაპარაკებულიყო; ზოგს სიგიჟემდე უყვარდა ჰარი პოტერი, ზოგი -რელიგიური მოტივებით გმობდა, სხვებმა აივნებიდან ცოცხებით გადმოხტომაც კი დაიწყეს და, რაღაც მომენტში, სიკვდილიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ჩინეთში საერთოდ აკრძალეს წიგნის გაყიდვა.

მე კი, 11 წლის ვიყავი, ჰარი რომ გავიცანი – ზუსტად იმხელა, ჰოგვორტსიდან წერილები რომ მოსდით ხოლმე, რომლებშიც წერია, რომ ისინი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში ჩაირიცხნენ… და დაიწყო ყოველი ნაწილის რამდენიმე საათში კითხვა, მთელი წელი ახალი ამბის ლოდინი, ისტორიის გაგრძელებით კიდევ უფრო დიდი აღფრთოვანება, ჩემს ხელთ არსებული წიგნების მეათედ, ორცმოცდამეათედ, ასმეათედ წაკითხვა, საბნის ქვეშ, გაკვეთილებზე, ავტობუსებში, მატარებელში, მოკლედ, სად აღარ. მე ჰარისთან ერთად ვიზრდებოდი, წელი მემატებოდა თუ არა, მაშინვე გამოდიოდა ახალი ნაწილიც და კიდევ ერთხელ მიწევდა ჯოან როულინგისათვის მხურვალე მადლობის თქმა, კვლავ მიხაროდა, რომ ახალი წიგნი წინაზე დიდი და კიდევ უფრო ჯადოსნური იყო. შემდეგ, ისტორიის განვითარებთ აღტკინებული, ისევ ჩემს საუკეთესო მეგობარს ვურეკავდი, რომ მერე დიდხანს, დიდხანს გველაპარაკა, თუ რა მამაცია ჰარი, რა ჭკვიანი და კარგი მეგობარია ჰერმიონი, რა სასაცილოა რონი, რომ გვინდოდა დამბლდორი პაპაჩვენი ყოფილიყო, რომ სნეიპი ნაძირალაა და, ნეტავ, ამ ვოლდემორს თუ მოკლავს ოდესმე ვინმე?!

დღეს მე 27 წლის ვარ; ამ ხნის განმავლობაში, შევიცვალე სკოლები, უნივერსიტეტები, საცხოვრებელი ქვეყნები, მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია ჰარი პოტერის სიყვარული და იმის მტკიცება, რომ მისი სამყარო ყველაზე ნამდვილი, ჯადოსნური და წარმოუდგენლად მშვენიერია! 1 მახსოვს, როგორ არ აკითხებდა ჩემს მეგობარს დედამისი ჰარი პოტერს, არადა, პირველი წიგნი მაინც რომ წაეკითხა, თვითონაც მიხვდებოდა – ჰარი ყველა იმ ღირებულებისთვის იბრძოდა, მშობლები რომ რუდუნებით გადმოგვცემენ; მიხვდებოდა, რომ ამ წიგნში სიკეთე და სიყვარული უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ ყველაზე დიდი იარაღია, რომ მეგობრობა ყველაფერზე მაღლა დგას, რომ უცხო ადამიანებმა, შეიძლება, დაღუპული მშობლები შეგიცვალონ. ამ წიგნის წაკითხვისას სწავლობ – მამაცი ის კი არ არის, ვისაც არაფრის ეშინია, არამედ, ის, ვინც შიშს დაძლევს; სწავლობ, რომ მთავარი ის კი არ არის, რამდენ ხანს იცოცხლებ, არამედ, ის, თუ რისთვის მოკვდები; სწავლობ, რომ შეიძლება, ძალიან ბევრი საყვარელი ადამიანი დაკარგო, მაგრამ ისინი, ვისაც მართლა უყვარხარ, არსად მიდიან და ყოველთვის შენს გულში რჩებიან. სწავლობ, რომ ხანდახან ყველაზე დიადი ადამიანებიც კი ცდებიან, თუმცა, თითქმის, ყოველთვის შეიძლება შეცდომის გამოსწორება. და, კიდევ, იმას სწავლობ, რომ ჯოხი ირჩევს ჯადოქარს და არა პირიქით, რომ არასოდეს უნდა აიღო ტყუპი უიზლების შემოთავაზებული ტკბილეული და თუ ფიქრობ, რომ ქუდი არასწორად განაწილებს, შეგიძლია, უბრალოდ, სთხოვო.

შემიძლია, უსასრულოდ ვისაუბრო ჰარიზე, ჯოან როულინგზე, დამბლდორზე, დედის სიყვარულის ჯადოსნურ ძალასა და ბავშვივით კეთილ ჰაგრიდზე, მაგრამ, ახლა, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დღესაც მჯერა – ლონდონში არაჯადოქრებისთვის შეუმჩნეველი ლუდხანაა, რომლიდანაც მრუდე ქუჩაზე გადიხარ, გრინგოტსის ბანკის შენი აკლდამიდან ოქროს გალეონები გამოგაქვს, მადამ მალკინსთან ახალ მაინტიას ყიდულობ, მისტერ ოლივანდერთან შეხვალ, შენს ჯოხს დაიჭერ და ხელში სითბო ჩაგეღვრება, მერე კი, 9 და სამი მეოთხედი პლატფორმიდან, ჰოგვორტსის მკივანა, თუხთუხა მატარებელში ჩაჯდები და ციხესიმაგრის დიდ დარბაზში, დამბლდორის მიერ მოჯადოვებული ჭერის ქვეშ, შინაური ელფების გაკეთებულ უგემრიელეს შოკოლადის პუდინგს შეჭამ. მჯერა, მაგიურად გაცოცხლებული ალბუს დამბლდორი ერთ დღესაც მიხვდება, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, 16 წლის წინ ბუ რომ არ გამომიგზავნა და, თუნდაც, ოდნავ დაგვიანებით, მაინც მომივა ის ნანატრი წერილი, რომელშიც ჩემი ჩარიცხვისა და საჭირო ნივთების შესახებ ეწერება.

და მერე, როცა ღრმად მოხუცებული ჩემს საქანელა-სავარძელში ვიჯდები, “ჰარი პოტერით” ხელში, ჩემი შვილიშვილი მკითხავს:

— ისევ?!

მე კი, ვეტყვი:

— ყოველთვის!

ავტორი: ნინი ბატიაშვილი

Blog Writing Competition- Winner: 2nd Place

Little Women By Louisa May Alcott

“Any darn fool can make something complex. It takes a genius to make something simple” said Pete Seeger, and to me, the epitome of that statement is Louisa May Alcott. One of her most popular works “Little Women” holds no complex tragedies, major dramas or complicated character arcs and I truly believe it’s simplicity is what makes it such a masterpiece. Frankly, I would have been prouder If I were able to say that I had read the book before watching the movie, directed by Greta Gerwig but after completely falling in love with the movie, I decided to read the book. Now, let me explain why Little women is on my top five list.

The first time I read the book, it made me sympathize with the sisters and left me wanting to know what led Alcott to write this story. Sometimes the characters seemed way too perfect for the real world. I found myself thinking about each of the sisters one by one and trying to find myself in one of them, or all of them. I saw a little hint of me in Meg’s mother-like character; Amy’s affinity for painting made me relate to her; I felt closer to Beth because of her love for music; but most of all Jo’s character is where I saw my reflection in the clearest. Her passion for writing, her tomboy personality, her quick temper and no romantic interests for the most part of the story, her ability to stay focused on her goal, and many more reasons were why I found the most of myself in her.

The book offers so much more than a simple story about the March family. It shows the ups and downs of life; It teaches the readers the cruel reality in which women in the past had to live, the sickness and the death of the loved ones and how it can affect people around them, the courage to sacrifice your future career for someone you love, the strength that a mother is required to have to look after her family, the responsibilities that come as you grow up, and so many more lessons can be taken from this simple narrative. The intensity of the love amongst the characters and their willingness to esteem one another even when each one of them has a distinct personality and priority is also a great lesson for the readers. It shows us that we don’t have to understand everyone’s choices, morals, opinions or values, we just have to simply respect them.

After reading the book several times, I watched all of the other movies but the latest version holds a special place in my heart. The way Greta Gerwig portrayed this classic novel is quite different from the previous adaptations and I can’t help but love her approach to the story. The pacing of the novel is slow, but for someone like me, who perishes little, finer details in life, it is just perfect.

author: Lika Deisadze

Blog writing competition- winner: 1st place

Eichmann and the Holocaust – True Stories&WWII

Hannah Arendt examined the problems and the tendencies in the political life of the twentieth century. Many of which,have already disappeared. However, some remain present, and even more, they’ve become more dangerous.

At the time Hannah Arendt died in 1975, she was known mostly because of the controversy about her paper on the trial of Adolf Eichmann and the phrase “the banality of evil”.

For now, her books have been translated into various languages and her work is widely known all over the world. However, by 1975, she was not considered to be an important political thinker. Recently, during the COVID-19 lockdown, discussions focusing on her ideas overflowed social media.

What caused this emerging interest in her work?

When Arendt wrote about the “darkest times” she didn’t necessarily mean totalitarianism of the past century. Surprisingly, many of her descriptions match the world around us.

Hannah claimed, that even in the worst of times, we can still find some illumination that comes not from theoretical knowledge, but the lives and the work of individuals around us.

In her work “Eichmann and the Holocaust” Arendt does provide such illumination and helps us to gain a critical view on our present political problems.

Hannah thought, that most people at her time, during WWII and simply, in general, do not want to think – they prefer to ignore political problems and try to dismiss them. Arendt discussed this on the example of  Adolf Eichmann, one of the organizers of the Holocaust and Nazi SS officer. Eichmann’s deeds were, as a matter of fact, evil, but Eichmann was not the devil, he was just a person. Banal and ordinary.

In “Eichmann and the Holocaust” Hannah explains the concept of “the banality of evil”:

“Eichmann was not Iago and not Macbeth and nothing would have been farther from his mind than to determine with Richard III “to prove a villain.” Except for an extraordinary diligence in looking out for his personal advancement he had no motives at all… He merely,

to put the matter colloquially, never realized what he was doing… He was not stupid. It was sheer thoughtlessness – something by no means identical with stupidity – that predisposed him to become one of the greatest criminals of that period… Evil comes from a failure to think. It defies thought for as soon as thought tries to engage itself with evil and examine the premises and principles from which it originates, it is frustrated because it finds nothing there. That is the banality of evil.”

According to Arendt, It’s an ever-present possibility for anyone to shun the intercourse within oneself – including scientists, scholars in mental enterprises, and ordinary people.

The manifestation of the wind of thought, she writes, is not theoretical knowledge, but the ability to differ black from white, right from wrong. When the chips are down, taking responsibility for our political lives, especially in the time of the elections does indeed prevent catastrophes, at least, for oneself.

author: Rati Tkemaladze

Facts about horror author, Stephen king

Books are a uniquely portable magic.”- Stephen king

საშინელებათა ჟანრის ნამდვილ დიდოსტატს სტივენ კინგს, რომელიც მსოფლიოში მისი ლეგენდარული შინაარსი მქონდეს წიგნებით იცნობენ, მრვალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება ჯერ კიდევ ბავშვობიდან ჰქონდა. იგი მწერალთან ერთად გახლავთ რეჟისორი, სცენარისტი, ფილმების პროდიუსერი  და მუსიკოსიც კი.

არსებობს ბევრი საინტერესო ფაქტი, რომელიც თქვენთვის საყვარელი მწერლისა და მისი შემოქმედების შესახებ შეიძლება არ იცოდეთ.

  • სტივენ კინგის სიყვარული საშინელებათა ჟანრის წიგნებისადმი ჯერ კიდევ ბავშვობაში იღებს სათავეს, როცა სახლის სხვენში სხვადასხვა ჰორორის, ფენტეზის და მისტიური შინაარსის მქონე ბროშურები იპოვა და წაიკითხა. ის ერთ-ერთი მწერალია მათ შორის,  ვინც სიღრმისეულად იცნობს ამ ჟანრს.
  • სტივენ კინგი საკუთარ ძმასთან ერთად ერთ – ერთ ყოველკვირეულ  ჟურნალში სხვადასხვა სახის რეცენციებს და მოთხრობებს წერდა. ეს ყველაფერი მისი პირველი შემოსავლის წყარო იყო. კინგმა ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრებისას Richard Bachman – ის ფსევდონიმით დაიწყო სხვადასხვა წიგნების გამოშვება.
  • მისი პირველი რომანი სახელწოდებით „კერი“, სტივენ კინგმა ჯერ კიდევ ინგლისურის პედაგოგად მუშაობის დროს დაწერა, არ მოეწონა და ნაგავში გადააგდო. მისმა ცოლმა ნაწერები იპოვა და აიძულა, რომ აუცილებლად ბოლომდე მიეყვანა.სწორედ ეს იყო პირველი წიგნი, რომელიც ავტორის წარმატებას საფუძვლად დაედო.
  • სტივენს და მის ცოლს აქვს საერთო რადიო სადგური ZONE RADIO-, რომელსაც უმეტესწილად სტივენ კინგის როკ-სადგურსაც უწოდებენ. როგორ მწერალმა ერთ- ერთ ინტერვიუში განაცხადა ის ხშირად უსმენს ჯგუფ Metallica-სა და AC/DC- ს, როდესაც თავის ნაწარმოებებს ქმნის.
  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სტივენ კინგსაც აქვს შიშები. ეს შიშები კი ძირითადად ასაკს და სხვადასხვა დაავადებებთან უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ავტორს  მისი ერთ ერთი  წიგნის IT- ის მთავარი პერსონაჟის პენივაიზისაც ეშინია. იმდენად, რომ წერის დასრულების შემდეგ  დაიფიცა, რომ მასზე არასდროს დაწერდა.
  • მისი ერთ- ერთი ლეგენდარული წიგნი Misery,  მორიგი ინსომნიის დროს შექმნილია. როდესაც კინგი ლონდონის ერთ- ერთ სასტუმროში ცხოვრობდა, იქ აღმოაჩინეს მაგიდა, რომელიც რადიარდ კიპლინგს ეკუთვნოდა და მასზე მჯდომარე გარდაიცვალა.  სწორედ იმ დღეს და იმ  მაგიდასთან დაიწყო სტივენ კიგმა Misery – ის წერა.
  • ავტორი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ნარკოდამოკიდებულებას, რომლის დამარცხებაში მის ოჯახი დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ მის ოჯახში სტივენის გარდა  შვილი ოუენიც წერს. სწორედ მამა-შვილის ერთობლივი წიგნია  Sleeping beauties, რომელიც ორი სხვადასხვ სამყაროს დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს.როგორც თავად  ინტერვიუში განაცხადეს, არც ერთმა არ იცის, თუ რომელი ნაწილი რომლის დაწერილია. მათ შექმნეს და უბრალოოდ დაივიწყეს.
  • და ბოლოს ვინ შეიძლება იყოს სტივენ კინგის საყვარელი მწერალი? ვინ თუ არა ჯოან როულინგი. “Gifted storyteller”- სწორედ ასე უწოდებს სტივენ კინგი ჯოან როულინგს.

სტივენ კინგის წიგნების სანახავად ეწვიეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:

https://bookshop.ge/author/view/stephen-king

Bookshop.ge – book club

#იკითხეორიგინალში

წიგნის კითხვისა და შემდგომი შთაბეჭდილებების გაზიარების კულტურას დიდი ისტორია აქვს. წიგნის შესახებ საუბრები ყოველთვის ცნობიერების გაფართოების, შთაბეჭდილებების მიღებისა და აზრთა გაცვლა – გამოცლის საუკეთესო საშუალება იყო.

თუ გიფიქრიათ იმაზე რომ წიგნს რამდენი მკითხველიც ყავს, იმდენივე აზრი არსებობს. ჩვენთვის როგორც წიგნის მოყვარულებისთვის თანმდევი პროცესია ფიქრი და ჩვენი აზრების სხვა ადამინებთან გაცვლა. ამ პროცესით  კი კიდევ უფრო დაუსრულებელი ხდება თითოეული წიგნის სამყარო.

სწორედ ამიტომ bookshop.ge- მ გადაწყვიტა შეექმნა წიგნის კლუბის ზრდასრულთათვის რომლის მთავარი მიზანია  წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, მსოფლიო ლიტერატურის ორიგინალში კითხვა და მიღებული ემოციების გაზიარება. წიგნის კლუბი ეფუძნება სამი მნიშვნელოვან ღერებულებას: Read, Discuss და Inspire.

Read – კითხვა, როგორც კულტურის ერთ-ერთი ნაწილი, გულისხმობს წიგნის ერთად არჩევას. კლუბის წევრებს შეუძლიათ ერთად აირჩიონ მათთვის სასურველი წიგნი და წაიკითხონ.

Discuss – გულისხმობს წაკითხული წიგნის ირგვლივ მსჯელობას, იმას თუ როგორ გავიგეთ აღნიშნული წიგნი, მასში მოცემული სხვადასხვა თავი თუ ცალკეული ციტატა. სწორედ დისკუსიაში და აზრების გაცვლაში შეიძლება დაიბადოს ის ჭეშმარიტება, რომელსაც წიგნის წაკითხვამდე ვეძებდით და სწორედ ეხლა აღმოვაჩინეთ.

Inspire შთაგონება. წიგნს ნამდვილად აქვს ძალა, თითოეულ მკითხველს ინდივიდუალური შთაგონება მისცეს. რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როცა ერთმანეთს ადამიანები  წიგნის მიერ დატოვებულ შთაბეჭდილებებს უზიარებენ.

Bookshop – ის წიგნის კლუბის თითოეული წევრი სამივე კომპონენტის საშუალებით სხვადასხვა სესიებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნული სესიები მონაწილეებს ეხმარება 21- ე საუკუნისთვის საჭირო უნარ – ჩვევების განვითარებაში, როგორიც არის ლოგიკური მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, მოსმენის კულტურა და სხვისი აზრის პატივისცემა.

როგორ გავწევრიანდეთ:

წიგნის კლუბის რეგისტრაციისთვის გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://bit.ly/3lwvwUi

წიგნის კლუბის ერთი თვის საწევრო გადასახადი არის სიმბოლური 10 ლარი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://bookshop.ge/product/view/-240920202020

წიგნის კლუბის წევრები მიიღებენ სპეციალურ 10% – იან ფასდაკლებას, რომელიც გავრცელდება, როგორც მხატვრულ ლიტერატურაზე, ასევე ბრენდირებულ აქსესუარებზე.

სესიები გაიმართება: თვეში ერთხელ, ჭავჭავაძის N14 ნომერში მდებარე bookshop-ში

დრო: 19:00 საათი

ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია: 8 ადამიანი ერთ ჯგუფში.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 579 25 22 25

ყველაზე კარგი რამ რაც ადამიანებს ერთმანეთთან შეიძლება გვაერთიანებდეს ეს არის წიგნი, როგორ ღირებულებების, აზრების და შთაბეჭდილებების გაზიარება საუკეთესო საშუალება.

რეგისტრაცია გაგარძელდება 16 ოქტომბრამდე.

რა წავიკითხოთ ოქტომბერში?!

ოქტომბრის თვეში ტემპერატურა დაბლა იწევს და დღეებიც იკლებს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც მისტიურად და საინტერესოდ გაგატარებინებთ ამ პერიოდს.

ოქტომბრის ბოლოს ჰელოუინი მოდის, ბუნებაც ფერების იცვლის და წიგნის მოყვარულები ახალი თავგადასავლებისთვის ემზადებიან.  თუ გიყვართ მისტიკა, მძაფრი შეგრძნებები, უცნაური მოვლენები და ბევრი ადრენალინი, წიგნები ფენტეზის და საშინელებათა ჟანრიდან ჩვენ გირჩევთ წაიკითხოთ:

ფენტეზის ჟანრის ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული წიგნის სერია „ The Witcher”.

The Witcher- ზებუნებრივი ძალების მქონე მონადირეები, რომლების უპირისპირდებიან ბოროტებას და ველურ ურჩხულებს. წიგნის სიუჟეტის სიმძაფრე და ბრძოლის განსაკუთრებული წესები ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა Netflix- სთვის და 2019 წელს ამავე სახელწოდებით ყველაზე გახმაურებული სერიალი გადაიღო. ფენტეზის ჟანრის მოყვარულებმა წიგნიც და სერიალიც გამოსვლისთანავე აიტაცეს, თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ Wither-ის სამყაროს ჩვენ გირჩევთ ოქტომბრის თვე ამ წიგნით დაიწყოთ.

J.D Oswald- ის The Ballad of Sir Benfro- ჩვენთვისაც ნამდვილი აღმოჩენა იყო. სიუჟეტი ვითარდება პატარა ქალაქში სახელად Twin Kingdoms და მოგვითხრობს პატარა ბიჭი ეროლის ისტორიას, რომელიც ეძებს საკუთარ გზას და ცხოვრებისეულ მისიას. ის განსხვავდება სხვა დანარჩენი ბავშვებისგან, მან არაფერი იცის მამის შესახებ. არავინ მის ირგვლივ, მათ შორის თვითონაც არაფერი იცის საკუთარი გენეტიკური ხაზის შესახებ.

უღრანი ტყის ბინადარი დრაკონი ბენფრო იწყებს მის გაწვრთნას და ასწავლის ბრძოლის ხელოვნებას. ვერავინ წარმოიდგენდა რომ ქალაქის მომავალი და ადამიანების სიცოცხლე ამ ორი, ყველასაგან გარიყული მეომრის ხელში აღმოჩნდებოდა. მკითხველს წინ ელოდება ჯ.დ ოსვალდის სამყაროს აღმოჩენით გამოწვეული აღფრთოვანება, წერის სტილი და გადმოცემის უნარი ბევრჯერ მკითხველს სუნთქვასაც კი შეაკვრევინებს.

ფენტენზის მოყვარულები კარგად იცნობენ ამერიკელ მწერალს პატრიკ როტფუსს, თუმცა სხვადასხვა მწერალს თუ დავუჯერებთ, მათი მოსაზრებით ამ მწერლის სერია ეკუთვნის საშინელებათა ჟანრს, რადგან მასში ასახული სიუჟეტი მძაფრია.

“მეფის მკვლელის ქრონიკა“ – მ 2007 წელს ქუილის ჯილდო მოიპოვა, ხოლმე მეორე წიგნი „ბრძენკაცის შიში“ ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერთა სიის სათავეში აღმოჩნდა.

შემდეგი მწერალი რომლის წაკითხვასაც ოქტომბრის თვეში გირჩევთ არის ლი ბარდუგო. , “ჩრდილის და ძვალის” , “ყვავების ექვსეულის”, “ნაიარევების მეფის” და გრიშავერსის სხვა წიგნების, ასევე, ფენტეზის ჟანრის წიგნი “მეცხრე სახლის” ავტორი.

და ბოლოს მისტიკის ჟანრის უდაო ფავორიტი მწერალი, სცენარისტი, მუსიკოსი, ფილმების პროდიუსერი და რეჟისორი სტივენ კინგია. უცნაური და აუხსნელი შემთხვევების მთელი წყება, უჩვეულო მოვლენები.

გისურვებთ სასიამოვნო კითხვის პროცესს.

#იკითხეორიგინალში