Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170 #იკითხეორიგინალში | Blog EBE
Skip to content
დაგვეთანხმებით ბოლო პერიოდში მოგზაურობა ყველას ძალიან მოგვენატრა. მიმართულების შერჩევა, ჩემოდნის ჩალაგება და თავგადასავლის დაწყება. ეს ის შეგრძნებებია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
რას იტყვით იაპონიაში მოგზაურობაზე?
ჩაი და ბრინჯის კულტურა, კიმონო, საბრძოლო ხელოვნება, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა – ასეთია ამომავალი მზის ქვეყანა.
რადგან ამჟამად მოგზაურობას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოდით დავიწყოთ ლიტერატურული მოგზაურობა, კონკრეტული ავტორისა და წიგნის ისტორიებით.
როგორც ამბობენ, თითოეული წიგნი ცალკეული თავგადასავალია, თავისი შინაარსით და უნიკალური ისტორიით. თუკი ერთხელ მაინც იაპონელი მწერლის წიგნი წაგიკითხავთ, ალბათ გიფიქრიათ, რომ პერსონაჟის განცდებს მთელი ემოციით აღიქვამთ. იაპონელი მწერლების მიერ გადმოცემული ამბავი მეტად შთამბეჭდავი და დიდი ზეგავლენის მატარებელია. ხშირად გვხვდება სიმბოლიკები, ისტორიული მომენტები, ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი შტრიხები და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია დასავლური კულტურის გავლენა.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ ლიტერატურას მრავალსაკუნოვანი ისტორია აქვს და ერთდროულად სამი ნობელის პრემიის ლაურეატ ავტორს აერთიანებს.
მათი პოპ კულტურის ნაწილია პოეზია, ანიმე და მანგაც, რომელშიც გადმოცემულია იაპონური ისტორია, სამურაების პერიოდი ან თუნდაც ღმერთების შესახებ სხვადასხვა მითები.
მათ ლიტერატურულ სიღრმეს და სივრცეს საზღვრები არ აქვს.სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, სქესის და რასის მკითხველი უპირობოდ ირჩევს წიგნით იაპონიაში მოგზაურობას.
დასაწყისისთვის აირჩიეთ ავტორი, ვისი სამყაროს შეცნობით გსურთ იაპონიის აღმოჩენა: ტანიზაკის, ოგავას, მურაკამის, მიშიმას და სხვა იაპონელი ავტორების წიგნები, რომელიცbookshop.ge-ის მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია.
ერთად გავიცნოთ და აღმოვაჩინოთ თითოეული მათგანი.
თქვენ რომელი ავტორის სამყაროში მოგზაურობას ირჩევთ?
უკვე 12 წელია, რაც ლიზ ჰოლი „მაინდფულნესის” (გაცნობიერებულობის)
პრაქტიკას ნერგავს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე
წამყვანი ბუღალტრული კომპანია -KPMG, ბრიტანული სახელმწიფო უწყებები – NHS და Kent
County Council და, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი მედია წარმომადგენელი NEWS
UK.
ლიზი არის ფართოდ აღიარებული ქოუჩი. ბოლო 30 წლის განმავლობაში
მან მოიპოვა არაერთი პრიზი ჟურნალისტიკის სფეროში: ბიზნესის, ადამიანური რესურსების
მართვისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ის არის „სამუშაო გარემოს მაინდფულნესის“ საერთაშორისო
სამიტის თანადამფუძნებელი.
ლიზი სწავლების მიხედვით, თანამედროვე ლიდერები ხელს
უწყობენ თაივიანთ თანამშრომლებს გამოავლინონ სრული პოტენციალი.
ახალი სტილის ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ ქოუჩინგის
ძალას. ამ მიდგომის გამოყენებით, მათი თანამშრომლები ყალიბდებიან სტაბილურ, შემოქმედებით
და პროდუქტიულ ინდივიდებად. მაინფულნესისა და თანაგრძნობის კომბინაცია წარმოადგენს
გაცნობიერებული ქოუჩინგის საზრისს, რაც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანია.
ამ პრაქტიკის შესახებ ავტორი ყოვლისმომცველად საუბრობს წიგნში Coach Your Team. მე კი გაგიზიარებთ იმ 5 მთავარ რჩევას, რასაც ლიზ ჰოლი თანამედროვე ლიდერებს მოუწოდებს
დაიწყე საკუთარი თავით – ქოუჩინგი, პირველ რიგში, შინაგანი პროცესია, რაც შემდეგ გარემოზე აისახება. დააკვირდით, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი ფიქრები რეალობას. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: „რა იყო ის წარმატებული გადაწყვეტილებები, რაც მსგავს სიტუაციაში მიმიღია? რა დასკვნების გამოტანა შემიძლია ამ გამოცდილებიდან? ამასთან ერთად რეგულარულად შეასრულეთ მაინდფულნესის სავარჯიშოები. მაინფულნესი, ანუ გაცნობიერებულობა, ეხმარება ლიდერებს გამოიმუშაონ თანაგრძნობის უნარი როგორც სხვა ადამიანების, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ეს პრაქტიკა ხელს შეგიწყობთ იყოთ მიწასთან ახლოს, აწმყოში და გახდეთ უფრო შემოქმედებითი და ეფექტური ლიდერულ საქმიანობებში.
შეეკითხე, სანამ ეტყვი – გირჩევთ, რომ ყოველთვის შეახსენოთ თქვენ თავს ეს მოწოდება. თუ გსურთ, რომ იყოთ ქოუჩის ტიპის ლიდერი – არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის დირექტივები გასცეთ, რაც დირექტორებს ახასიათებთ. თანამშრომლობა და გუნდის წევრების აზრების გამოკითხვა გაზრდის მათ ჩართულობას, შემოქმედებითობასა და პროდუქტიულობას. ქოუჩინგის მიდგომის მიხედვით, ლიდერმა თანამშრომლებს უნდა ჰკითხოს, თუ რა საკითხებზე სურთ საუბარი, რა მიმართულებით განიხილავენ ისინი ამ თემებს და რომელ სასურველ შედეგებს მოელიან.
არ შეგეშინდეს ემოციების – დაინტერესდით თანამშრომლების ემოციური მდგომარეობით, ჰკითხეთ როგორ გრძნობენ თავს. ემოციებში შეგიძლიათ ამოიკითხოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ენერგეტიკული მდგომარეობაა ჯგუფში და ეს ინფორმაცია გამოიყენოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. არსებობს ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციის მრავალი წარუმატებელი ქეისი, როდესაც თანამშრომლების ემოციური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობის გამო პროგრამამ კრახი განიცადა.
მოუსმინე გულისყურით – ამ წიგნში დეტალურად არის აღწერილი მოსმენის 6 დონე: საუბრის შეწყვეტა, (რომელიც, რეალურად არც ითვლება მოსმენად) თქვენი ჯერის მოლოდინი, რჩევის მიცემა, ყურადღებიანი მოსმენა, აქტიური მოსმენა, და გულისყურით მოსმენა. გულისყურით მოსმენა ქოუჩინგში ნიშნავს სრულყოფილ მოსმენას, როგორც არავერბალურ, ასევე ვერბალურ, ენობრივ დონეზე და ამ პროცესში საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება, ანუ, საკუთარი თავის მოსმენა. მაგალითად, ქოუჩინგის პროცესში, მოულოდნელად, შეიძლება იგრძნოთ სიბრაზე და გაიაზროთ, რომ ეს ემოცია არაფერში გამოგადგებათ. ამ ცოდნის გამოყენება ადამიანებს ეხმარება კომუნიკაციისას ისეთი საკითხების წარმოჩენაში, რომელიც, როგორც წესი, შეუმჩნევლად ახდენს ზეგავლენას საქმიან პროცესზე.
წაახალისე პასუხისმგებლიანობა – თუკი გუნდში ვინმემ გადაწყვიტა გამოიჩინოს ინიციატივა, გვერდში ამოუდექით და თვალყური ადევნეთ მის პროგრესს. ურჩიეთ, რომ გარემოცვაში იპოვონ კომპანიონები, რომლებიც გაამხნევებენ მას და დაეხმარებიან დაწყებული საქმის ბოლომდე მიიყვანაში.
ამ და სხვა პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს ლიზ ჰოლი თავის ბესტსელერში “Coach Your Team”. თანამედროვე გამოწვევები რეალურად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში ქოუჩინგ კულტურის დანერგვა. ამ წიგნით ავტორი გვანახებს გზას ბიზნესის ორგანიზაციული განვითარებისკენ, რაც პირველ რიგში, მოცემული რეალობის გააზრებიდან მომდინარეობს.
ზაფხული საინტერესო თავგადასავლების პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე აპირებთ დროის გატარებას, მთაში ლაშქრობას თუ უბრალოდ ქალაქში დარჩენას. წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.
სწორედ ამიტომ bookshop.ge მთელი ზაფხულის პერიოდში შემოგთავაზებთ საკითხავი წიგნების რეკომენდაციას. საზაფხულო საკითხავი დაყოფილია სამ ძირითად თემატიკად: ქალაქში, ზღვაზე და მთაში საკითხავ წიგნებად.
ქალაქში საკითხავი წიგნები ფოკუსირებულია მოტივაციაზე, თვით განვითარებასა და პიროვნული ტრანსფორმაციის საკითხებზე.
ზღვაზე საკითხავი ლიტერატურაში გაერთიანებულია მისტიკური და სასიყვარულო კატეგორიის წიგნები, რომელიც შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას.
მთაში საკითხავ წიგნებში შედის სათავგადასავლო, დეტექტიური და ისტორიული ჟანრის ნოველები, რომლის საიდუმლოებით მოცული გმირებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.