Category Archives: Teachingideas

როგორ ვასწავლოთ მოზარდებს გრამატიკა მარტივად

გრამატიკის სწავლა-სწავლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გრამატიკის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესად აქციოს. ახსნის დროს სწორი კონტექსტი და თოთოეული მოსწავლის დონეზე მორგებული სახალისო აქტივობები, მასწავლებელს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში. 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული თემებით, მაგალითად: მუსიკა ან სპორტი, გამოიყენეთ მასალა, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზეა მორგებული. მსგავსი ტექსტები, ერთი მხრივ გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ გრამატიკული სტრუქტურების კონტექსტში აღმას და მათ სწორად გამოყენებას.

ესა თუ ის სახელმძღვანელო მოიცავს კითხვისა და მოსმენის ძალიან კარგ ტექსტებს, რომელშიც წარმოდგენილია გრამატიკა. თუმცა, არის სხვა ალტერნატიული გზებიც, რომელებიც დაგეხმარებათ გრამატიკის სწავლებაში:

  • გრამატიკის სწავლება ვიდეოს დახმარებით

ვიდეოების გამოყენება დაგეხმარებათ გრამატიკა ასწავლოთ კონტექსტში. მოკლე ვიდეოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Learner English Teens ვიდეოები, ბრიტანეთში მცხოვრები თინეიჯერების შესახებ. თითოეული ვიდეო მოიცავს სხვადასხვა გრამატიკულ თემას, რომელსაც თან ახლავს გრამატიკული საკითხის ახსნა და მრავალფეროვანი დავალებები.  სახელმძღვანელო Wider World უნიკალურია ავთენტური BBC ვიდეოების მრავალფეროვნებითა და ციფრული რესურსებით, რომლებიც მოსწავლეებს კონტექსტის მიხედვით ასწავლის გრამატიკულ წესებს. ვიდეობში მოცემული სიტუაციები საშუალებას იძლევა გრამატიკული სტრუქტურა მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს.

  • მოსწავლეთა ჩართულობა გრამატიკის სწავლების პროცესში

გამოიყენეთ ინდუქციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას, ამგვარად მოსწავლეები თავადვე შექმნიან გრამატიკულ წესებს და საგაკვეთილო პრცესშიც უფრო ჩაერთვებიან. ინდუქციური მეთოდით სწავლება დღითიდღე აქტუალური ხდება, რადგან ორიენტირებულია და მიზნად ისახავს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას პროდუქტის (გრამატიკული წესის) ჩამოყალიბებაში. მაგალითის მიხედვით გრამატიკული სქრუქტურების დამოუკიდებლად შემუშავება, ავითარებს ლოგიკური მსჯელობის უნარს, ასევე საშუალებას იძლევა მოსწავლემ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენოს. გრამატიკის ინდუქციურ მეთოდზე არის მორგებული National Geographic Learning-ის თანამედროვე სახელმძღვანელოები: Perspectives და Impact, რომლებშიც გრამატიკის ნაწილი მთლიანად არის აგებული კონტექსტუალურ სწავლებაზე, რაც თავის მხრივ, ინდუქციურ მეთოდს უკავშირდება.   

 

  • გრამატიკის სწავლება გახადეთ სახალისო

სწავლების პროცესი საინტერესოსთან ერთად, სახალისოც უნდა იყოს. იმისთვის რომ მოსწავლე გაკვეთილში ჩართული იყოს და აქტიურ მონაწიელობას იღებდეს, საჭიროა თითოეული სავარჯიშო თუ აქტივობა ერგებოდეს მის ინტერესსა და შესაძლებლობებს. გრამატიკული სავარჯიშოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა სახელმძღვანელო Focus 2nd edition, რომელიც მორგებულია სწავლების თანამედროვე სტანდარტებზე და განკუთვნილია როგორც დისტანციური, ისე ფიზიკური სწავლებისთვის. გრამატიკული სავარჯიშოები მოიცავს მოსწავლისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რადგან მასალა კონტექსტის მიხედვით არის ახსნილი. წიგნში შეხვდებით ისეთი ტიპის აქტივობებსაც, რომლებიც შეიცავს ვიზუალურ, სმენით და კინესთეტიკურ ელემენტებს, რაც გულისხმობს რომ გაკვეთილი შეგიძლიათ მოარგოთ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

  • გრამატიკის სწავლება სიმღერის დახმარებით

გრამატიკის კონტექსტში სწავლება დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მარტივად შეასწავლოთ თინეიჯერებს გრამატიკა. არსებობს საიტები, რომლებიც მოგაწოდებენ იდეას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სიმღერა გრამატიკის ახსნის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ elt+songs+grammar. მაგალითად, პირობით დამოკიდებული წინადადებების ახსნისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიონსეს სიმღერა „If I were a boy”. აგრეთვე, შეგიძლიათ მოსწავლეებს დაავალოთ თავად იპოვონ სიმღერა კონკრეტული გრამატიკული თემებისთვის. სიმღერის მოსმენა დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს გრამატიკული წესების მარტივად დამახსოვრებაში.

როგორ ვასწავლოთ გრამატიკა დაწყებით საფეხურზე

ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ინგლისური ენის სწავლებისას არის გრამატიკა, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე. მასწავლებლებისთვის გრამატიკის სწავლება კი ნამდვილად დიდი გამოწვევაა, იშვიათად თუ არიან გრამატიკის სწავლისას დაწყებითი კლასის მოსწავლეები მოტივირებულები. ბავშვებისთვის მხოლოდ წესების ახსნა და გაცნობა არ არის გამოსავალი, რადგან მათ აქვთ გარკვეული ასაკობრივი მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათი სწავლის პროცესს უფროსებისგან. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ გრამატიკის გაკვეთილის დაგეგმვაში და აგრეთვე იმ საკითხებს, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ დაწყებით საფეხურზე.

გრამატიკის სწავლების მთავარი პრინციპები

  • კონტექსტი

ბავშვებს უჭირთ აბსტრაქტული ცნებების, სქემების გაგება და გრამატიკული წესების გამოყენება. გრამატიკის კონტექსტში სწავლება ამარტივებს გრამატიკული საკითხების შინაარსობრივ გააზრებასა და მათი სტრუქტურის დამახსოვრებას, რის შედეგადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ წინადადებები. კონტექტსში სწავლება გულისხმობს, რომ მოსწავლე მშრალ წესებს კი არ იზეპირებს, არამედ გააზრებული აქვს ესა თუ ის წესი და მისი გამოყენების სპეციფიკა. კონტექსტუალური სწავლებით მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ენასა და კონკრეტულ სიტუაციას, შემდეგ კი თავად აყალიბებს წესს და ქმნის ახალ პროდუქტს (კომუნიკაციის დროს სწორად აწარმოებს გრამატიკულ სტრუქტურებს); Macmillan Education-ის სახელმძღვანელო Tiger Time მორგებულია გრამატიკის კონტექსტში სწავლებაზე. სახელმძღვანელოს აქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც სიმღერების, თამაშებისა და სხვა სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეს შეასწავლის გრამატიკას კონტექსტში.

  • სიმარტივე

ლექსიკა, რომელსაც იყენებთ გრამატიკული მასალის ახსნის დროს, უნდა იყოს მარტივი, ის უნდა განისაზღვროს მოსწავლეების დონის მიხედვით. ეცადეთ ახსნის დროს ისეთი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც მოსწავლეებისთვის ნაცნობი იქნება. აწმყო განგრძობითი დროის ახსნისას (Present Continues), შეგიძლიათ დაფაზე დაწეროთ “მე ვწერ” ან სხვა მოსწავლეზე მიუთითოთ: “ის ისმენს”. ამ მაგალითით ნათელი გახდება არა მხოლოდ წესის შინაარსი, არამედ მისი სწორად გამოყენების სპეციფიკაც. აწმყო განგრძობითი დროის ახნის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, miming ტექნიკა, რაც გულისხმობს გარკვეული მოქმედებების იმიტაციას. სახელმძღვანელო Next Move მოიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც გრამატიკის სწავლებას სახალისოსა და იოლს ხდის. სპეციალური გრამატიკული პრეზენტაციები თუ ანიმაციური დავალებებით მოსწავლე იმახსოვრებს გრამატიკულ სტრუქტურებს და მათი გამოყენების წესებს.

  • თამაშები

კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი, გრამატიკის სწავლებისას, არის თამაშების გამოყენება. თამაშები მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას. მათთვის საინტერესო ხდება სწავლების პროცესი და მარტივად ითვისებენ უცნობ გრამატიკულ მასალას. მაგალითად, თუ გაკვეთილის თემაა Present Simple, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი თამაში, როგორიცაა “Snowball”: თქვენ ამბობთ წინადადებას, შემდეგ თითოეულ მოსწავლეს სთხოვთ გაიმეოროს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადება და დაამატოს თავისი ნაწილი.

Teacher: I play video games on Mondays. Student: I play video games and watch films on Mondays.

ამ ტიპის სავარჯიშოებით ბავშვები ხალისით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სწავლობენ გრამატიკას. თანამედროვე სახელმძღვანელო Global Stage იდეალურად ერგება გრამატიკის სწავლების ამ უახლეს მეთოდებს და აერთიანებს ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც მორგებულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებზე.

  • გამეორება

მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურზე აუცილებლად უნდა გაიმეორონ განვლილი გრამატიკული მასალა, რადგან დიდია იმის შანსი, რომ უკვე ნასწავლი, მალევე დაავიწყდეთ. არ მისცეთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალება და ეცადეთ, ყოველი თავის დასრულების შემდეგ გაიმეოროთ განვლილი მასალა. სახელმძღვანელოში Big English ყოველი თავის შემდეგ მოცემულია შემაჯამებელი დავალებები, რაც განვლილი მასალის განმტკიცების საშუალებას იძლევა. სახელმძღვანელოს აღნიშნული ნაწილი უზრუნველყოფს მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებას და მასწავლებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის რა დონეზეა მოსწავლე.

გრამატიკის სწავლების 5 ძირითადი პრინციპი

გრამატიკის შესწავლა ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის, გამონაკლისი არც ზრდასრული სტუდენტები არიან. გრამატიკული წესებისა და გამონაკლისების სიმრავლე ყველაზე ხშირად სწორედ მათ აბნევთ, რადგან ზრდასრული მოსწავლეების მთავარი მიზანია, დაეუფლონ ენას მოკლე დროში მარტივი ხერხებით.

ქვემოთ მოცემული 5 პრაქტიკული რჩევა გრამატიკის სწავლების პროცესს გაგიმარტივებთ, მოსწავლეებს კი დაეხმარება აქამდე მათთვის რთული საკითხების მარტივად ათვისებაში.

  • ასწავლეთ გრამატიკა კონტექსტთან ერთად

გრამატიკული წესების დამახსოვრება, შემდეგ კი პრაქტიკაში გამოყენება, წარმოუდგენელია კონტექსტის გარეშე. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია ახსნილი გრამატიკული საკითხი კონტექსტში იხილონ, რათა უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და დაიმახსოვრონ სტრუქტურა. ამ გზით ისინი ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ წერისა და მეტყველების დროს გრამატიკული წესების სწორ გამოყენებას.   გრამატიკული თემების სწავლების ასეთ მეთოდს შეხვდებით სახელმძღვანელოში Open Mind, სადაც ახალი გრამატიკული თემები მოცემულია დიალოგებში, შემეცნებით ტექსტებსა თუ მოსასმენ სავარჯიშოებში. მოსწავლეები ნათლად ხედავენ გრამატიკულ სტრუქტურას და თავად ხვდებიან წესებს მასწავლებლის მინიშნების გარეშე. ეს მათ ეხმარებათ ბევრად უფრო ეფექტურად დაიმახსოვრონ წესები და ამავდროულად გახდნენ უფრო დამოუკიდებელი მსწავლელები.

  • გამოიყენეთ ინტეგრირებული დავალებები

იმისათვის რომ მოსწავლეებს გრამატიკული საკითხის პრაქტიკაში გამოყენება გაუადვილდეთ, მნიშვნელოვანია გრამატიკა არა ცალკე, არამედ სხვა უნარებთან ერთად აითვისონ. მაგალითად, თუ მოსწავლე მოსმენის სავარჯიშოში Present Simple tense-ის გამოყენებას გაეცნობა, იგი მოსმენის უნარებსაც გაიუმჯობესებს და გრამატიკული დროც უკეთ დაამახსოვრდება, ვინაიდან ეს სტრუქტურა არა ცალკე, არამედ კონტექსტში იქნება მოცემული. გრამატიკული საკითხების ინტეგრირება შესაძლებელია კითხვის, წერის და გამოთქმების სწავლებისასაც. ზრდასრული მოსწავლეები შეძლებენ რამდენიმე უნარის ერთდროულად გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ენის სრულფასოვან ათვისებაში. გრამატიკისა და სხვა უანრების ინტეგრირებული სავარჯიშოები მოცემულია ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში Language Hub. თითოეული სავარჯიშო გრამატიკასთან ერთად რამდენიმე უნარის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ეხმარება ენის სწრაფად დაუფლებაში.

  • შეასწავლეთ წესი მაგალითზე დაყრდნობით

თანამედროვე სწავლებაში ინდუქციური მეთოდის გამოყენება გრამატიკის სწავლების ეფექტურ მიდგომად ითვლება. ამ მეთოდს შეხვდებით National Geographic Learning-ის სახელმძღვანელოში Life. სახელმძღვანელოში მოცემული გრამატიკული თემა მოიცავს მაგალითებს, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლე თავად უნდა მიხვდეს წესს. ასეთ დროს, ისინი ბევრად უფრო ეფექტურად იმახსოვრებენ გრამატიკულ სტრუქტურას, რადგან წესი მათი აღმოჩენილია და არა მასწავლებლისგან მოსმენილი. მსგავსი ტიპის სავარჯიშოები თითქმის ყველა გრამატიკულ თემას მოიცავს და ზრდსრული მოსწავლეებისთვის ეფექტურ დამხმარე მასალას წარმოადგენს.

  • პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი

პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი ცნობილი, როგორც PPP (Presentation, practice and production), ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია გრამატიკის სწავლებისას. ამ მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელი, პირველ რიგში, წარადგენს სამიზნე გრამატიკულ თემას და ხსნის მის შესაბამის წესებს. შემდეგ იგი მოსწავლეებს აძლევს სავარჯიშოს და ინტენსიურად აკონტროლებს, რამდენად სწორ ფორმებს იყენებენ მოსწავლეები სავარჯიშოში. საბოლოო დავალება კი შედარებით თავისუფალია: მოსწავლეებს ევალებათ თავად შექმნან პროდუქტი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, შეადგინონ წინადადებები და გამოიყენონ ახსნილი გრამატიკული სტრუქტურები.  მაგალითად, თუ მასწავლებელი ზედსართავი სახელების ხარისხებს ახსნის, შემდეგი ნაბიჯი სავარჯიშო იქნება, სადაც მოცემულ ზედსართავებს სწორ ფორმაში ჩასვამენ, საბოლოოდ კი, მოსწავლეები შეასრულებენ დავალებას, რომელშიც უნდა დაწერონ წინადადებები და შეადარონ ფილმის პერსონაჟები ზედსართავი სახელების ხარისხის გამოყენებით.

  • წარადგინეთ გრამატიკული თემები ვიზუალური მასალის დახმარებით

გრამატიკული საკითხების ახსნას ბევრად ამარტივებს ვიზუალური დამხმარე მასალები, რადგან მოსწავლე ნათლად ხედავს სტრუქტურას და დამახსოვრებაც უადვილდება. ვიზუალურად წარმოდგენილი წესები და მაგალითები მოსწავლისთვის ნათელს ხდის გრამატიკული საკითხის შინაარსსა და გამოყენების მნიშვნელობას.

მასგავსი ტიპის დავალებები, რომლებიც სახელძღვანელო Language Hub-შია წარმოდგენილი განსაკუთრებით ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეებს გაუმარტივებს გრამატიკული სტრუქტურების დამახსოვრებას დიდი ძალისხმევის გარეშე. ამასთან ერთად, ცხრილის სახით თავმოყრილი წესები, მაგალითებთან ერთად, მოსწავლეს დაეხმარება დამოუკიდებლად გაიმეოროს განვლილი მასალა, მასწავლებლის დახმარების გარეშე.

როგორ გავუუმჯობესოთ მოზარდებს ინგლისურად კითხვის უნარი?

კითხვის უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა შეძლონ არსებული ინფორმაციის სწორად აღქმა და გააზრება. არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რომელიც დაგეხმარებათ საინტერესო გაკვეთილის ჩატარებაში.

გამოვყოფთ ორ ძირითად ტექნიკას, რომლებიც კითხვის პროცესს საინტერესოს ხდის და ყველა მოსწავლეს თანაბრად რთავს საგაკვეთილო პროცესში. აღნიშნულ ტექნიკებს Skimming და Scanning ტექნიკას უწოდებენ.

Skimming ტექნიკა გულისხმობს ტექსტის ძირითადი აზრის გაგებას.  მოსწავლეებს ევალებათ გადაიკითხონ ტექსტი დროის მცირე მონაკვეთში და გაუზიარონ საკუთარი აზრი მეწყვილეს.

Scanning ტექნიკის დროს, მოსწავლეები უკვე დეტალურად კითხულობენ ტექსტს და საკმარისი დრო აქვთ მის გასააზრებლად. სანამ მოსწავლეები ტექსტის დეტალურ განხილვაზე გადავლენ, შეგიძლიათ წინასწარ განიხილოთ ახალი ლექსიკა იმისათვის, ამით მოსწავლეებს დაეხმარებით ტექსტის სიღრმისეულად გაგებაში. აღნიშნული აქტივობის შესრულების შემდეგ, მოსწავლეებს თავისუფლად ასრულებენ ტექსტის შესაბამის დავალებებს.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კითხვის უნარის გასაუმჯობესელბლად:

  • აუცილებელია, რომ მოსწავლე იყოს ჩართული კითხვის პროცესში

იმისთვის რომ მოსწავლე ჩართული იყოს საგაკვეთილო პროცესში, საჭიროა მისი ინტერესის გაღვივება. მნიშველოვანია სწორად შევარჩიოთ საკითხავი ტექსტი მოსწავლის დონისა და ინტერესების გათვალისწინებით. მიიჩნევა, რომ ავთენტური ტექსტები უფრო მეტად აინტერესებთ მოსწავლეებს, რადგან ისინი არა მხოლოდ კითხვის უნარის გაუმჯობესებას უწყობს ხელს, არამედ ზოგად ცოდნასა და გამოცდილებასაც ავითარებს. 21st century skills არის National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია კითხვის უნარის განვითარებისთვის. თითოეული თავი მოიცავს ტექსტს თანამედროვეობის აქტუალურ თემაზე, რომელსაც შეესაბამება TED Talk ვიდეოები და პროექტი, რომელსაც მოსწავლეები ჯგუფებში ასრულებენ.

  • ყურადღება გაამახვილეთ ტექსტის მთავარ თემაზე

მოსწავლის ჩართულობა პირდაპირ კავშირშია ტექსტის თემატიკასთან. კითხვა სიამოვნებისთვის და არა იძულებით – არის მთავარი პრინციპი კითხვის უნარის გამომუშავებისა და განვითარებისთვის. 21st century skills გამოირჩევა თემათა მრავალფეროვნებით, ყოველი ტექსტი ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, შემოქმედებითობასა და გუნდურობას. მოსწავლეებს უმაღლებს ზოგად განათლებას და აცნობს 21-ე საუკუნის აქტუალურ თემებს.

  • საკითხავ ტექსტს სწორად შეუსაბამეთ აქტივობები:

უცხო ტექსტის გაცნობა და მისი გააზრება დიდი გამოწვევაა ყველა დონის მოსწავლისთვის. ტექსტთან სწორად შერჩეული აქტივობები ამ პროცესს ამარტივებს. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობა, შემდეგ თემის გარშემო კითხვების დასმა და ვარაუდების გამოთქმა, რასაც მოჰყვება უშუალოდ კითხვის პროცესი. ამ შემთხვევაში სახელმძღვანელო Focus 2nd Edition დაგეხმარებათ მოსწავლეებს შესთავაზოთ რაც შეიძლება საინტერესო და მრავალფეროვანი თემებით მდიდარი ტექსტები. სახელმძღვანელოში შემავალი ტექსტები რეალურ ისტორიებს ეფუძნება, რაც საინტერესო და მამოტივირებელია მოსწავლეებისთვის. Focus 2nd Edition-ის ტექტსტები მოსწავლეს ეხმარება ერთმანეთს დაუკავშიროს რეალური ცხოვრება და სწავლის პროცესი. რეალისტური ტექსტები და BBC ვიდეო მასალა ზოგადი ცოდნისა და გამოცდილების გამომუშავების საშუალებას იძლევა.

წაკითხულის გააზრება – 5 მარტივი ხერხი გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად

წაკითხულის გააზრება ერთ-ერთი ძირითადი დავალებაა ინგლისური ენის გამოცდაზე. ამ დავალების წარმატებით შესასრულებლად საჭიროა სწორი ტიპის სავარჯიშოებზე აქტიურად მუშაობა, ლექსიკის გამდიდრება, წაკითხულის გააზრების სტრატეგიების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის ტექსტზე მუშაობა და სწორი სახელმძღვანელოების გამოყენება.

აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში (English Language Practice Tests for Applicants) არის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა შევასრულოთ წაკითხულის გააზრების სავარჯიშოები.

სახელმძღვანელოდან გიზიარებთ 5 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მოამზადოთ თქვენი მოსწავლეები წაკითხულის გააზრეებაში მაქსიმალური ქულის ასაღებად.

  1. გამოთქვით ვარაუდები ტექსტის წაკითხვამდე

ტექსტის ყურადღებით წაკითხვამდე მნიშნელოვანია მოსწავლეები გაეცნონ ტექსტის მთავარ თემასა და შესაბამის კითხვებს, რომლებსაც პასუხი უნდა გასცენ წაკითხვის შემდეგ. მიაჩვიეთ მოსწავლეები რომ მოცემულ შეკითხვებზე წინასწარ გამოთქვან ვარაუდები. ეს პროცესი მათ გაუადვილებთ ტექსტის გაგებასა და შემდეგ სწორი პასუხის პოვნას. კითხვების წინასწარი წაკითხვა, ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მოსწავლეებს, რადგან კითხვისას მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ რა ინფორმაციაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.

2. გააცანით მოსწავლეები ტექსტის სტრუქტურას

ტექსტის ორგანიზებაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, თუკი მოსწავლეები ზუსტად შეძლებენ ტექსტის შესავალის, მთავარი ნაწილისა და დასკვნის იდენტიფიცირებას, ტექსტის გააზრება გაცილებით გამარტივდება. მაგალითად, როდესაც კითხვა კონკრეტულ არგუმენტს ან დეტალს ეხება, მოსწავლემ უნდა იცოდეს რომ ეს ინფორმაცია ტექსტის შუა ნაწილში მოიძებნება, ხოლო, როდესაც კითხვა დასკვნის შესახებაა დასმული, აპლიკანტი მას მარტივად მიაგნებს თუ ეცოდინება, რომ დასკვნა, როგორც წესი, ტექსტის ბოლო ნაწილში მოიძებნება.

3. პასუხების გაცემამდე ტექსტი წაიკითხეთ სრულად

სანამ აპლიკანტი ტექსტის გააზრების დავალებებს შეასრულებს, მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე იცნობდეს ტექსტს და გაიაზროს მთავარი იდეა, რათა არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. მიაჩვიეთ მოსწავლეები, რომ კითხვის პროცესში ყურადღება გაამახვილონ არგუმენტებსა და მაგალითებზე, რომლებიც ამ არგუმენტებს ამყარებენ. გარდა ამისა, მოსწავლეები უნდა დაუკვირდნენ:

  • შედარებებსა და კონტრარგუმენტებს;
  • იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ავტორი ემხრობა ან ეწინააღმდეგება;
  • კონკრეტულ მაგალითებსა და მათი გამოყენების მნიშვნელობას.

4. იმუშავეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე

მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვისა და გააზრებისთვის, მაგალითად: ბიოგრაფია, სტატია, წერილი, ისტორიული ამბავი თუ სხვა.  თითოეული ტიპის ტექსტი განსხვავდება სტრუქტურული ორგანიზებითა და წერის მანერით. თუ მოსწავლე სხვადასხვა ტიპის ტექსტს კარგად იცნობს, მათი გააზრებაც ბევრად გაუმარტივდება.

5. გაამდიდრეთ ლექსიკური მარაგი

მდიდარი ლექსიკური მარაგი ინგლისური ენის გამოცდის ნებისმიერი ნაწილის ჩაბარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არც კითხვის ნაწილია გამონაკლისი. რაც უფრო მეტ უცხო სიტყვას გაეცნობა მოსწავლე, მით უფრო გაუადვილდება ტექსტის შესაბამისი დავალებების შერულება. შეასწავლეთ მოსწავლეებს სინონიმები, ანტონიმები, მაკავშირებელი ფრაზები, ფრაზული ზმნები და იდიომები, რადგან შესაძლოა კითხვა სწორედ ცალკეულ ფრაზას ან სიტყვას ეხებოდეს და არა მხოლოდ ზოგად იდეას. ლექსიკის შესწავლისას მნიშვნელოვანია სწორი რესურების შერჩევა და შემდეგ რეგულარული მეცადინეობა, რათა სასურველ შედეგს სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს მოსწავლემ.

სწორად შერჩეული სახელმძღვანელო ამარტივებს არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადების პროცესს, არამედ გარანტიაა გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვისაც. აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში გათვლილია ინგლისურის B1 – B2 დონეზე, მოიცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის იდენტურ ტესტებს.

კრებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

რჩევები კითხვის უნარის გაუმჯობესებისთვის

კითხვა არის უნარი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. იგი მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთ კომპონენტს კითხვის უნარის გამომუშავება წარმოადგენს. კითხვის სტრატეგიების სწავლება მნიშვნელოვანია ყველა ასაკისა და დონის მოსწავლისთვის.

იმისთვის რომ კითხვის პროცესი შედეგიანი და სასიამოვნო იყოს, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:

  • სანამ კითხვაზე გადახვალთ, ასწავლეთ ლექსიკა

ლექსიკის წინასწარი სწავლება ხელს უწყობს ახალი ტექსტის მარტივად გაგებას, მოსწავლეები ეცნობიან ახალი სიტყვების მნიშვნელობებს სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავლენ. ამგვარად, ისინი მომზადებულები არიან კითხვისათვის და მარტივად იაზრებენ უცხო ტექსტს. ახალი ლექსიკური ერთეულების გასაცნობად გამოიყენეთ flashcard-ები ან ფოტოსურათები, ამ გზით მოსწავლეებს უფრო გაუმარტივებთ ლექსიკის შესწავლის პროცესს. მრავალფეროვანი და რეალისტური ფოტოებით არის გაფორმებული National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო Look, რომელიც საშუალებას იძლევა კითხვის პროცესი შემეცნებითი, სახალისო და გამორჩეული იყოს.

  • სწორად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები

ფრთხილად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები. ეცადეთ, ზუსტად მოარგოთ საკითხავი მასალა ბავშვის ასაკსა და დონეს: ზედმეტად მარტივი ან რთული ტექსტები მოსწავლეს კითხვის ინტერესს დაუკარგავს. Perspective-ში შესული ტექსტები იდეალურად არის მორგებული ყველა დონის, ასაკისა თუ ინტერესის მოსწავლეზე. Perspectives-ში მოცემული ტექსტები ეფუძნება რეალურ ისტორიებს, რაც თავის მხრივ, საინტერესო წასაკითხია. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება არა მხოლოდ კითხვის უნარი, არამედ ზოგადი ცოდნაც, რაც სამომავლოდ წარმატების საწინდარია.

  • გამოიყენეთ pre-reading, while reading და post-reading აქტივობები:

მნიშვნელოვანია, კითხვის უნარზე მორგებული გაკვეთილი დაყოთ ეტაპებად და თითოეული ეტაპისთვის სწორად შეარჩიოთ აქტივობა. პირველ ეტაპს pre-reading ვუწოდებთ. სანამ მოსწავლეები უშუალოდ კითხვაზე გადავლენ, დაუსვით კითხვები ტექსტის სათაურიდან და თემატიკიდან გამომდინარე. მიეცით საშუალება იმსჯელონ იმის შესახებ თუ რას შეეხება ტექსტი.

მომდევნო ეტაპი არის while-reading, უშუალოდ კითხვის პროცესში მოსწავლეებს დაუსვით კითხვები ტექტის კონკრეტული ნაწილის შესახებ, ეს მათ ტექსტის ყურადებით კითხვაში დაეხმარებათ. ამავე ეტაპზე, შესაძლებელია მოსწავლეებმა თვითონვე მოიფიქრონ მოცემული ტექსტის ალტერნატიული დასასრული, რაც გარდა კითხვის უნარის განვითარებისა, მათ შემოქმედებით უნარსაც განავითარებს.

კითხვის ბოლო ეტაპს ჩვენ ვუწოდებთ: post-reading. ამ ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ ტექსტის ბოლოს არსებულ შემაჯამებელ დავალებებს, რაც მათ ტექსტის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. კითხვის ამავე ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეთ წაკითხულის მთავარ იდეაზე, მათთვის საინტერესო პასაჟებსა თუ სხვა დეტალებზე.

გაითვალისწინეთ მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და შეარჩიეთ ისეთი საკითხავი მასალა, რომელიც საინტერესო იქნება კონკრეტული საფეხურისთვის. საკითხავი ტექსტების აქტუალობა განსაზღვრავს მოსწავლის პროდუქტიულობასა და გაკვეთილში ჩართულობას.

  • გამოიყენეთ როლური თამაშები

როლური თამაშები მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი წარმოიდგინოს ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მოსწავლეებს უყვართ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია როლური თამაშები გამოიყენოს კითხვაზე მორგებული გაკვეთილის დროს. მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ მოთხრობის გმირებად, მონაწილეებად და შესაბამისად, იზრდება მათი ინტერესი საკითხავი მასალის მიმართ.

გათამაშება

English Book Education ინგლისური ენის მასწავლებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს ექსკლუზიურ გათამაშებას.

როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში?

  1. ჩაატარეთ გაკვეთილი ჰელოუინის თემაზე ჩვენ მიერ მოწოდებული გეგმის მიხედვით (იხილეთ გეგმა);
  2. ატვირთეთ გაკვეთილის ამსახველი ფოტო თქვენს პირად Facebook გვერდზე და მონიშნეთ English Book Education ;
  3. ან გამოგვიგზავნეთ ფოტო პირად შეტყობინებაში;

გათამაშება დასრულდება 4 ნოემბერს

გაკვეთილის ამსახველი რჩეული ფოტოს ავტორები დასაჩუქრდებიან:

  • მასწავლებლები – Jeremy Harmer-ის მეთოდოლოგიური წიგნით;
  • მოსწავლეებს კი გადაეცემათ Rise and Shine-ის სერტიფიკატები;

გისურვებთ წარმატებას!

როგორ ვასწავლოთ ლექსიკა მოზარდებს?

სამი ეტაპი ლექსიკური ერთეულების ეფექტურად შესწავლისთვის

პირველი ეტაპი: ახალი სიტყვების შემჩნევა და გაგება;  

  • არსებითი სახელების, საგნებისა და ნივთების გაცნობა:

ვიზუალური ელემენტები საუკეთესოდ მუშაობს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებისას. კონკრეტული არსებითი სახელების თუ მოვლენების განსამარტად გამოიყენეთ ვიზუალური ეფექტები: პრეზენტაციები, ფოტო-ვიდეო მასალა, ბარათები თუ სხვადასხვა სახის ილუსტრაციები. Gateway 2nd edition მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რომელიც თქვენს გაკვეთილს ვიზუალურად მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Gateway 2nd edition მასწავლებლის წიგნს თან ახლავს გამზადებული პრეზენტაციებისა თუ დამატებითი აქტივობების ნაკრები, რომლებიც გეხმარებათ ახალი ლექსიკური ერთეულების სწორად მიწოდებაში.

  • ზედსართავი სახელების გაცნობა:

საპირისპირო ზედსართავი სახელები როგორიცაა: „გამხდარი“ და „მსუქანი“, „გრძელი“ და „მოკლე“, ჩვეულებრივ, ილუსტრირებულია სურათებით, თუმცა არსებობს კიდევ ერთი გზა, სადაც რეალია დაგეხმარებათ ახალი ზედსართავი სახელების სწავლებაში. რთული ზედსართავი სახელებისათვის, როგორებიც არის: „განსაცვიფრებელი“, „მშვენიერი“, ან „განუზომელი“ შეგიძლიათ გამოიყენოთ ცნობილი ღირსშესანიშნაობების ფოტოები, როგორიცაა: ლუვრი, ეგვიპტური პირამიდები, ეიფელის კოშკი და სხვა. ამ მხრივ, არაჩვეულებრივ დახმარებას გაგიწევთ სახელმძღვანელო Impact, რომელშიც შესულია National Geographic-ის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული რეალური ფოტოები. Impact, ასევე მოიცავს ავთენტიკურ ვიდეო მასალას, რომელიც ერთნაირად საინტერესო, აღმაფრთოვანებელი და დასამახსოვრებელია მოსწავლისთვის.

მეორე ეტაპი: ახალი სიტყვების ამოცნობა  

  • შესაბამისობა:

ეს გახლავთ გავარჯიშების კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც განუსაზღვრელი შესაძლებლობები გააჩნია. ამ შემთხვევაში მოსწავლეს მოეთხოვება ერთმანეთს შეუსაბამოს სინონიმები, ანტონიმები, ლექსიკური ერთეული და მისი განმარტება თუ სხვ. ამ ტიპის სავარჯიშოებს ნახავთ სახელმძღვანელოში Perspectives, რომელიც თქვენი მოსწავლის ლექსიკურ მარაგს თემატური სიტყვებითა და ყოველდღიურ მეტყველებაში საჭირო ფრაზებით გაამდიდრებს.

  • გამოტოვებული ადგილების შევსება შესაძლო ვარიანტებით:

დაურიგეთ მოსწავლეებს ამობეჭდილი ტექსტები (რაიმე სიმღერიდან, მოთხრობიდან, წერილიდან) გამოტოვებული ადგილებით, რომლებიც მათ უნდა შეავსონ მოცემული სიტყვების ჩამონათვალიდან. ელექტორული და დამატებითი რესურსები, რომლებიც თან ახლავს Perspectives მსგავსი აქტივობის დაგეგმვას ერთი ორად გაგიმარტივებთ. სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნი გამზადებულ მასალას გაწვდით ყოველი პარაგრაფისთვის, რაც თქვენს გაკვეთილს გამორჩეულს, საინტერესოსა და პროდუქტიულს გახდის.    

მესამე ეტაპი: ლექსიკის გამომუშავება/წარმოება  

  • აღწერა:

არსებობს ზღვა შესაძლებლობები, იმისათვის რომ მოსწავლეებმა გამოიყენონ ახალი ლექსიკა. ერთ-ერთი საშუალებაა სიტუაციის აღწერა როგორ ზეპირად, ისე წერილობით. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ მოსწავლეებს გარკვეული მითითებები, სიტყვათა კონკრეტული ჩამონათვალი, რომელიც აღწერის დროს უნდა გამოიყენონ. ეს სიტყვები თემატურად შეიძლება უკავშირდებოდეს ერთმანეთს. აღნიშნული აქტივობის შესრულება გაგიმარტივდებათ Focus 2nd Edition-ის საშუალებით, რომელიც მოიცავს BBC აუდიო-ვიდეო მასალას. ყოველ ვიდეოს თან ახლავს სპეციალური სავარჯიშოები, რომლებიც განსაკუთრებულ აქცენტს ახალ ლექსიკურ ერთეულებზე აკეთებს. 

  • გონებრივი რუკები ან გონებრივი იერიში; 

აირჩიეთ კონკრეტული თემა და თქვენს მოსწავლეებს სთხოვეთ თემის გარშემო შესაბამისი სიტყვების მოფიქრება. ეცადეთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა ჩამოწერონ, შემდეგ კი მოიფიქრონ ამ სიტყვების გამოყენებით ახალი წინადადებები. აღნიშნული აქტივობის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ ადრე ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს, დაუკავშირებენ კონკრეტულ თემას და შექმნიან ახალ კონტექსტს. Beyond-ში შესულია მრავალფეროვანი თემატიკის ლექსიკა და დამატებითი სავარჯიშოები სპეციალურად ლექსიკის განსავითარებლად, რაც გონებრივი იერიშის აქტივობისთვის იდეალურია.

სახელმძღვანელოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

როგორ ვასწავლოთ ლექსიკა დაწყებით საფეხურზე

ინგლისური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე იწყება ლექსიკის გაცნობით, სწორედ ახალი სიტყვების საშუალებით ეუფლებიან მოსწავლეები ახალ, მათთვის უცხო ენას. პირველი შთაბეჭდილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილებები განსაზღვრავს მომავალში მათ ინტერესს ენისადმი.

ამ პერიოდში მასწავლებელმა დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოს სამიზნე ლექსიკა და ეცადოს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. საჭიროა ახალი სიტყვების ისე გადაცემა მათთვის, რომ ეს პროცესი არა დამღლელი და სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო და მოსწავლეებისთვის გასაგები იყოს.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალი სიტყვების სწავლის პროცესი იყოს სახალისო?

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ ეს პროცესი გახადოთ მოსწავლეებისთვის უფრო მარტივი და ამავდროულად დააინტერესოთ ისინი:

  • გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოსტერი, სურათები თუ Flashcard-ები, მთავარია მოსწავლეები ხედავდნენ იმ საგნებს, რომლებსაც თქვენ ასწავლით. ამ რესურსების გამოყენება უზრუნველყოფს საგნების მარტივად აღქმასა და აგრეთვე მათ დამახსოვრებას. არ არის აუცილებელი ყოველი სიტყვა, რომელსაც ასწავლით, მიაწოდოთ მშობლიურ ენაზე. ძირითადად გამოიყენეთ ვიზუალიზაცია და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სიტყვის მნიშვნელობა სრულიად გასაგები იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. Rise & Shine არის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ისეთ დამატებით რესურსებს, როგორებიცაა: პოსტერი, Flashcard-ები, სიმღერები, რაც უმარტივებს მასწავლეებს ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისებას.

  • ეცადეთ შეარჩიოთ პრაქტიკული ლექსიკა – ნუ ასწავლით მოსწავლეებს ისეთ სიტყვებს, რომლის კავშირსაც ვერ დაინახავენ გარე სამყაროსთან. ახალი ლექსიკური ერთეულები უნდა იყოს პრაქტიკული, რომელსაც თქვენი მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაინახავენ მათ საჭიროებას. ყოველდღიურად ამ სიტყვების გამოყენება მოსწავლეებს არ მისცემს საშუალებას, რომ ნასწავლი ლექსიკა დაავიწყდეთ. სახელმძღვანელო Rise & Shine გამოირჩევა ავთენტიკური თემებითა და ლექსიკის მრავალფეროვნებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია რეალობასთან. აგრეთვე, ორიენტირებულია ისეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლის ცოდნა მნიშვნელოვანია კონკრეტულ საფეხურზე მყოფი მოსწავლისთვის.

  • ეცადეთ, ლექსიკა ასწავლოთ კონტექსტში –  მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი გზა, ახალი სიტყვების გაცნობისა, არის მათი სწავლება კონტექსტის მიხედვით. თანამედროვე სახელმძღვანელოები ისეა აგებული, რომ მოსწავლეები ახალ ლექსიკას ეცნობიან გარკვეული ტექსტების საშუალებით და კონტექსტიდანვე შეუძლიათ სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა. Rise & Shine საშუალებას აძლევს მასწავლებელს ახალი ლექსიკა ასწავლოს კონტექსტში. სხვადასხვა თემატიკა ისეა შერჩეული რომ ახალი ლექსიკური ერთეულები წარმოდგენილი იყოს საკითხავ ტექსტებსა და მოსასმენ დავალებებში.
  • ახალი სიტყვების სწავლებისას, გამოიყენეთ Drilling ტექნიკა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს დახვეწონ სიტყვების წარმოთქმა მრავალჯერადი გამეორების შედეგად. გაამეორებინეთ მოსწავლეებს ახალი ლექსიკა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მნიშვნელოვანია თავდაპირველად მასწავლებელმა წარმოთქვას სიტყვა ხოლო შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ. ამგვარად მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ ტრანსკრიპციის დაწერა, არამედ ისინი კლასშივე ვარჯიშობენ სიტყვის გამოთქმაზე და უმარტივდებათ ეს პროცესი.

თამაშის როლი ინგლისური ენის სწავლებისას

თამაში ინგლისური ენის სწავლების ერთ-ერთი სახალისო გზაა, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. თამაშის დროს მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში და სახალისო გზით სწავლობენ უცხო ენას.

თანამედროვე სახელმძღვანელოები სრულად არის მორგებული თამაშის მეთოდებზე, რაც სწავლების პროცესს საინტერესოს, სასურველსა და შედეგიანს ხდის.

რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში ინგლისური ენის სწავლებისას:

  • პირველ რიგში, თამაშის გამოყენება საკლასო გარემოში მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ მოსმენის უნარი. მასწავლებელი, რასაკვირველია, თამაშის პირობებსა და  ინსტრუქციას მოსწავლეებს აძლევს ინგლისურად. იმისათვის, რომ გახდე თამაშის გამარჯვებული, საჭიროა იყო ყურადღებით, მოუსმინო მასწავლებელს და ზუსტად იცოდე თამაშის პირობები. Share It-ში შესული საკლასო თამაშები, სიმღერები თუ მრავალფეროვანი ისტორიები ავითარებს მოსმენისა და საუბრის უნარს, ასევე კომუნიკაციასა და გუნდურობას.

  • გარდა მოსმენის უნარისა, აუცილებელი მოთხოვნა თამაშის დროს არის ის, რომ ერთი გუნდის მონაწილეები ერთმანეთთან საუბრობდნენ ინგლისურად, ეს კი, რა თქმა უნდა, დაეხმარებათ მათ გაიუმჯობესონ საუბრის უნარი და ერთმანეთთან კომუნიკაცია დაამყარონ ინგლისურ ენაზე. აუცილებელია მასწავლებელი აკვირდებოდეს მოსწავლეების სამუშაო პროცესს, რათა დარწმუნდეს რომ ისინი მშობლიური ენის ნაცვლად, ინგლისურად საუბრობენ. Global Stage-ში შესული სპეციალური აქტივობები თუ თამაშები მოსწავლეს საშუალებას აძლევს სწორად და გამართულად იმეტყველოს ინგლისურ ენაზე.

  • თამაში ინგლისური ენის სწავლების პროცესს უფრო მეტად სახალისოს და საინტერესოს ხდის. მოსწავლეები ხალისით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უეფლებიან უცხო ენას.

  • თამაშების უმეტესობა მოითხოვს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებსა და დაგეგმვას. თამაშში მთელი რიგი სტრატეგიების გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი მეხსიერება პრობლემების გადასაჭრელად. ამ მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვანია Macmillan- ის სახელმძღვანელო Give Me Five, რომელშიც შესულია თამაშები კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.

  • თამაში ზრდის მოსწავლეების მოტივაციას, მათ უჩნდებათ ინგლისურის სწავლების ინტერესი და ეს პროცესი ხდება მათთვის საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე. თამაში მოსწავლეებს აჩვევს გუნდურ მუშაობას, ისინი არამხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, არამედ გუნდზე, რომელმაც წარმატება უნდა მოიპოვოს თამაშის დროს.  

Macmillan – ის გამომცემლობის აღნიშნულ წიგნებს აერთიანებს Navio აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა სწავლა-სწავლების პროცესი მაქსიმალურად იყოს მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე. Navio კომფორტულია როგორც დისტანციური, ისე ფიზიკური სწავლების დროს და რაც მთავარია, მთლიანად აგებულია თამაშით სწავლის (Gamification ) სტრატეგიაზე;

Share It, Give me Five და Global Stage არის სპეციალურად დაწყებითი საფეხურისთვის შექმნილი კურსი, რომელიც აერთიანებს ძალიან ბევრ, ბავშვებისთვის საინტერესო, თამაშს. თამაშები მორგებულია სხვადასხვა თემატიკას და მიზნად ისახავს მოსწავლეების კოგნიტური განვითარებისათვის ხელშეწყობას.  თითოეული თამაში მოსწავლის ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და ავითარებს ისეთ საჭირო უნარებს, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, გუნდური მუშაობა და სხვა.