Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170 #Teachingideas | Blog EBE
Skip to content
English Book Education is pleased to announce an exclusive professional development webinar from National Geographic Learning’s Senior ELT Academic Consultant, Alex Warren.
The webinar will be held online on 13th May 2022 at 5pm Tbilisi time.
Alex is a DELTA trained teacher trainer with over 18 years experience of working in ELT as a teacher, teacher trainer & academic director. He has presented in over 35 countries.
Using examples from National Geographic Learning series – Perspectives and Reading Explorer – in this session we will look at different reading strategies to help make more engaged and successful readers.
With 4 Levels for Secondary & Teens, Perspectives offers up to 6 Teaching hours per week; The carefully-guided language lessons, real-world stories, and TED Talks motivate learners to think critically, and creatively to communicate effectively.
Every unit explores one idea from different perspectives, encouraging learners to evaluate new information, develop their own opinions and ideas, and express those ideas confidently in English. Student and teacher resources are available to support print, blended and digital classrooms.
English Book Education, Macmillan Education-თან ერთად, კიდევ ერთ მასშტაბურ გათამაშებას გთავაზობთ ინგლისური ენის პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
აღდგომა გაზაფხულის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია,
რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციებით აღინიშნება.
ჩაერთეთ ჩვენს წინასააღდგომო გათამაშებაში, მოამზადეთ
პროექტი და მიიღეთ პრიზები თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის:
მასწავლებლები დასაჩუქრდებიან
Macmillan Education-ის
სერტიფიკატებითა და აქსესუარებით;
მოსწავლეებს გადაეცემათ Macmillan
Education- ის სერტიფიკატები;
როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში:
აირჩიეთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან თქვენთვის სასურველი: საქართველო, უკრაინა, იტალია, საბერძნეთი, ა.შ.შ., გერმანია, დიდი ბრიტანეთი;
გაკვეთილზე შექმენით პოსტერი, რომელზეც ასახული იქნება თქვენ მიერ არჩეულ ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია (პოსტერის ნიმუში იხილეთ აქ).
ჩაატარეთ პრეზენტაცია და ატვირთეთ გაკვეთილის ამსახველი ფოტო თქვენს პირად Facebook გვერდზე, მონიშნეთ English Book Education და გამოგვიგზავნეთ ფოტო პირად შეტყობინებაში;
გათამაშება დასრულდება 20 აპრილს, 18:00 საათზე;
შექმენით საინტერესო პოსტერი და გახდით რჩეული ფოტოს ავტორი.
Dear teachers, English Book Education is delighted to invite you to Oxford Day Online, our free professional development sessions led by our fabulous experts Cheryl Palin and Martyn Clarke. Join us on the 30th March and get practical tips and ideas related to pedagogical aspects that are part of Beehive and Life Vision methodology.
Attend live to receive you Certificate and Resource Pack!
English Book Education is pleased to announce an exclusive professional development webinar from National Geographic Learning’s Senior ELT Academic Consultant, Alex Warren. The webinar will be held online on the 18th of March.
Getting students to successfully complete speaking tasks in the English language classroom can be a challenge. But are we giving them everything they need to be successful? Do they even know what success looks like?
As well as new practical ideas for your classroom you will also receive a unique certificate of attendance and session recordings after the event.
Alex is a DELTA trained teacher trainer with over 18 years experience of working in ELT as a teacher, teacher trainer & academic director. He has presented in over 35 countries.
Using examples from National Geographic Learning series, including Life and Pathways, in this session we will look at ways in which we can help learners complete speaking tasks as successfully as possible.
English Book Education, Macmillan Education – თან ერთად გთავაზობთ ექსკლუზიურ გათამაშებას ინგლისური ენის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის.
30 ნოემბერს მარკ ტვენის დაბადების დღეა
მიუძღვენით გაკვეთილი ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ტომს სოიერსა და ჰეკლბერი ფინს და მიიღეთ პრიზები თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის:
მასწავლებლებლები დასაჩუქრდებიან Macmillan Education-ის აქტივობების ნაკრებითა და სერტიფიკატით;
კლასის ყველა მოსწავლეს გადაეცემა Macmillan Education-ის სერტიფიკატი;
როგორ ჩავერთოთ გათამაშებაში:
წარმოიდგინეთ, რომ ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ;
გაკვეთილზე შექმენით პოსტერი, რომელზეც ასახული იქნება ამ ორი პერსონაჟის Facebook გვერდები და პრეზენტაციის სახით წარუდგინეთ თქვენს კლასს; (იხილეთ მაგალითი)
ატვირთეთ გაკვეთილის ამსახველი ფოტო თქვენს პირად Facebook გვერდზე, მონიშნეთ English Book Education და გამოგვივზავნეთ ფოტო პირად შეტყობინებაში.
გათამაშება დასრულდება 1- ელ დეკემბერს, 18:00 საათზე;
გრამატიკის სწავლა-სწავლება დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა გრამატიკის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესად აქციოს. ახსნის დროს სწორი კონტექსტი და თოთოეული მოსწავლის დონეზე მორგებული სახალისო აქტივობები, მასწავლებელს დაეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან კონკრეტული თემებით, მაგალითად: მუსიკა ან სპორტი, გამოიყენეთ მასალა, რომელიც აღნიშნულ თემატიკაზეა მორგებული. მსგავსი ტექსტები, ერთი მხრივ გამოიწვევს მოსწავლეთა ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, ისინი შეძლებენ გრამატიკული სტრუქტურების კონტექსტში აღმას და მათ სწორად გამოყენებას.
ესა თუ ის სახელმძღვანელო მოიცავს კითხვისა და მოსმენის ძალიან კარგ ტექსტებს, რომელშიც წარმოდგენილია გრამატიკა. თუმცა, არის სხვა ალტერნატიული გზებიც, რომელებიც დაგეხმარებათ გრამატიკის სწავლებაში:
გრამატიკის სწავლება ვიდეოს
დახმარებით
ვიდეოების გამოყენება დაგეხმარებათ გრამატიკა ასწავლოთ კონტექსტში. მოკლე ვიდეოებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ Learner English Teens ვიდეოები, ბრიტანეთში მცხოვრები თინეიჯერების შესახებ. თითოეული ვიდეო მოიცავს სხვადასხვა გრამატიკულ თემას, რომელსაც თან ახლავს გრამატიკული საკითხის ახსნა და მრავალფეროვანი დავალებები. სახელმძღვანელო Wider World უნიკალურია ავთენტური BBC ვიდეოების მრავალფეროვნებითა და ციფრული რესურსებით, რომლებიც მოსწავლეებს კონტექსტის მიხედვით ასწავლის გრამატიკულ წესებს. ვიდეობში მოცემული სიტუაციები საშუალებას იძლევა გრამატიკული სტრუქტურა მარტივად აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს.
მოსწავლეთა ჩართულობა გრამატიკის
სწავლების პროცესში
გამოიყენეთ ინდუქციური მიდგომა გრამატიკის სწავლებისას, ამგვარად მოსწავლეები თავადვე შექმნიან გრამატიკულ წესებს და საგაკვეთილო პრცესშიც უფრო ჩაერთვებიან. ინდუქციური მეთოდით სწავლება დღითიდღე აქტუალური ხდება, რადგან ორიენტირებულია და მიზნად ისახავს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას პროდუქტის (გრამატიკული წესის) ჩამოყალიბებაში. მაგალითის მიხედვით გრამატიკული სქრუქტურების დამოუკიდებლად შემუშავება, ავითარებს ლოგიკური მსჯელობის უნარს, ასევე საშუალებას იძლევა მოსწავლემ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენოს. გრამატიკის ინდუქციურ მეთოდზე არის მორგებული National Geographic Learning-ის თანამედროვე სახელმძღვანელოები: Perspectives და Impact, რომლებშიც გრამატიკის ნაწილი მთლიანად არის აგებული კონტექსტუალურ სწავლებაზე, რაც თავის მხრივ, ინდუქციურ მეთოდს უკავშირდება.
გრამატიკის სწავლება გახადეთ სახალისო
სწავლების პროცესი საინტერესოსთან ერთად, სახალისოც უნდა იყოს. იმისთვის რომ მოსწავლე გაკვეთილში ჩართული იყოს და აქტიურ მონაწიელობას იღებდეს, საჭიროა თითოეული სავარჯიშო თუ აქტივობა ერგებოდეს მის ინტერესსა და შესაძლებლობებს. გრამატიკული სავარჯიშოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა სახელმძღვანელო Focus 2nd edition, რომელიც მორგებულია სწავლების თანამედროვე სტანდარტებზე და განკუთვნილია როგორც დისტანციური, ისე ფიზიკური სწავლებისთვის. გრამატიკული სავარჯიშოები მოიცავს მოსწავლისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებს, რადგან მასალა კონტექსტის მიხედვით არის ახსნილი. წიგნში შეხვდებით ისეთი ტიპის აქტივობებსაც, რომლებიც შეიცავს ვიზუალურ, სმენით და კინესთეტიკურ ელემენტებს, რაც გულისხმობს რომ გაკვეთილი შეგიძლიათ მოარგოთ მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
გრამატიკის სწავლება სიმღერის
დახმარებით
გრამატიკის კონტექსტში სწავლება დაგეხმარებათ, რაც შეიძლება მარტივად შეასწავლოთ თინეიჯერებს გრამატიკა. არსებობს საიტები, რომლებიც მოგაწოდებენ იდეას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ სიმღერა გრამატიკის ახსნის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ elt+songs+grammar. მაგალითად, პირობით დამოკიდებული წინადადებების ახსნისას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბიონსეს სიმღერა „If I were a boy”. აგრეთვე, შეგიძლიათ მოსწავლეებს დაავალოთ თავად იპოვონ სიმღერა კონკრეტული გრამატიკული თემებისთვის. სიმღერის მოსმენა დაეხმარება თქვენს მოსწავლეებს გრამატიკული წესების მარტივად დამახსოვრებაში.
ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი ინგლისური ენის სწავლებისას არის გრამატიკა, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე. მასწავლებლებისთვის გრამატიკის სწავლება კი ნამდვილად დიდი გამოწვევაა, იშვიათად თუ არიან გრამატიკის სწავლისას დაწყებითი კლასის მოსწავლეები მოტივირებულები. ბავშვებისთვის მხოლოდ წესების ახსნა და გაცნობა არ არის გამოსავალი, რადგან მათ აქვთ გარკვეული ასაკობრივი მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათი სწავლის პროცესს უფროსებისგან. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც დაგეხმარებათ გრამატიკის გაკვეთილის დაგეგმვაში და აგრეთვე იმ საკითხებს, რაზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ დაწყებით საფეხურზე.
გრამატიკის სწავლების მთავარი პრინციპები
კონტექსტი
ბავშვებს უჭირთ აბსტრაქტული ცნებების, სქემების გაგება და გრამატიკული წესების გამოყენება. გრამატიკის კონტექსტში სწავლება ამარტივებს გრამატიკული საკითხების შინაარსობრივ გააზრებასა და მათი სტრუქტურის დამახსოვრებას, რის შედეგადაც მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ წინადადებები. კონტექტსში სწავლება გულისხმობს, რომ მოსწავლე მშრალ წესებს კი არ იზეპირებს, არამედ გააზრებული აქვს ესა თუ ის წესი და მისი გამოყენების სპეციფიკა. კონტექსტუალური სწავლებით მოსწავლე ერთმანეთთან აკავშირებს ენასა და კონკრეტულ სიტუაციას, შემდეგ კი თავად აყალიბებს წესს და ქმნის ახალ პროდუქტს (კომუნიკაციის დროს სწორად აწარმოებს გრამატიკულ სტრუქტურებს); Macmillan Education-ის სახელმძღვანელო Tiger Time მორგებულია გრამატიკის კონტექსტში სწავლებაზე. სახელმძღვანელოს აქვს სპეციალური განყოფილება, რომელიც სიმღერების, თამაშებისა და სხვა სავარჯიშოების დახმარებით მოსწავლეს შეასწავლის გრამატიკას კონტექსტში.
სიმარტივე
ლექსიკა, რომელსაც იყენებთ გრამატიკული მასალის ახსნის დროს, უნდა იყოს მარტივი, ის უნდა განისაზღვროს მოსწავლეების დონის მიხედვით. ეცადეთ ახსნის დროს ისეთი სიტყვები გამოიყენოთ, რომლებიც მოსწავლეებისთვის ნაცნობი იქნება. აწმყო განგრძობითი დროის ახსნისას (Present Continues), შეგიძლიათ დაფაზე დაწეროთ “მე ვწერ” ან სხვა მოსწავლეზე მიუთითოთ: “ის ისმენს”. ამ მაგალითით ნათელი გახდება არა მხოლოდ წესის შინაარსი, არამედ მისი სწორად გამოყენების სპეციფიკაც. აწმყო განგრძობითი დროის ახნის დროს, შეგიძლიათ გამოიყენოთ, miming ტექნიკა, რაც გულისხმობს გარკვეული მოქმედებების იმიტაციას. სახელმძღვანელო Next Move მოიცავს სავარჯიშოებს, რომლებიც გრამატიკის სწავლებას სახალისოსა და იოლს ხდის. სპეციალური გრამატიკული პრეზენტაციები თუ ანიმაციური დავალებებით მოსწავლე იმახსოვრებს გრამატიკულ სტრუქტურებს და მათი გამოყენების წესებს.
თამაშები
კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი, გრამატიკის სწავლებისას, არის თამაშების გამოყენება. თამაშები მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას. მათთვის საინტერესო ხდება სწავლების პროცესი და მარტივად ითვისებენ უცნობ გრამატიკულ მასალას. მაგალითად, თუ გაკვეთილის თემაა Present Simple, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი თამაში, როგორიცაა “Snowball”: თქვენ ამბობთ წინადადებას, შემდეგ თითოეულ მოსწავლეს სთხოვთ გაიმეოროს თქვენ მიერ წარმოთქმული წინადადება და დაამატოს თავისი ნაწილი.
Teacher: I play video games on Mondays. Student: I play video games and watch films on Mondays.
ამ ტიპის სავარჯიშოებით ბავშვები ხალისით, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სწავლობენ გრამატიკას. თანამედროვე სახელმძღვანელო Global Stage იდეალურად ერგება გრამატიკის სწავლების ამ უახლეს მეთოდებს და აერთიანებს ისეთ სავარჯიშოებს, რომლებიც მორგებულია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა საჭიროებებზე.
გამეორება
მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურზე აუცილებლად უნდა გაიმეორონ განვლილი გრამატიკული მასალა, რადგან დიდია იმის შანსი, რომ უკვე ნასწავლი, მალევე დაავიწყდეთ. არ მისცეთ მოსწავლეებს მოდუნების საშუალება და ეცადეთ, ყოველი თავის დასრულების შემდეგ გაიმეოროთ განვლილი მასალა. სახელმძღვანელოში Big English ყოველი თავის შემდეგ მოცემულია შემაჯამებელი დავალებები, რაც განვლილი მასალის განმტკიცების საშუალებას იძლევა. სახელმძღვანელოს აღნიშნული ნაწილი უზრუნველყოფს მოსწავლის თვითშეფასების ჩამოყალიბებას და მასწავლებელს ნათელ წარმოდგენას უქმნის რა დონეზეა მოსწავლე.
გრამატიკის შესწავლა ხშირად დიდ გამოწვევას წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის მოსწავლისათვის, გამონაკლისი არც ზრდასრული სტუდენტები არიან. გრამატიკული წესებისა და გამონაკლისების სიმრავლე ყველაზე ხშირად სწორედ მათ აბნევთ, რადგან ზრდასრული მოსწავლეების მთავარი მიზანია, დაეუფლონ ენას მოკლე დროში მარტივი ხერხებით.
ქვემოთ მოცემული 5 პრაქტიკული რჩევა გრამატიკის სწავლების პროცესს გაგიმარტივებთ, მოსწავლეებს კი დაეხმარება აქამდე მათთვის რთული საკითხების მარტივად ათვისებაში.
ასწავლეთ გრამატიკა კონტექსტთან ერთად
გრამატიკული წესების დამახსოვრება, შემდეგ კი პრაქტიკაში გამოყენება, წარმოუდგენელია კონტექსტის გარეშე. მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია ახსნილი გრამატიკული საკითხი კონტექსტში იხილონ, რათა უკეთ გაიაზრონ მისი მნიშვნელობა და დაიმახსოვრონ სტრუქტურა. ამ გზით ისინი ბევრად უფრო მარტივად შეძლებენ წერისა და მეტყველების დროს გრამატიკული წესების სწორ გამოყენებას. გრამატიკული თემების სწავლების ასეთ მეთოდს შეხვდებით სახელმძღვანელოში Open Mind, სადაც ახალი გრამატიკული თემები მოცემულია დიალოგებში, შემეცნებით ტექსტებსა თუ მოსასმენ სავარჯიშოებში. მოსწავლეები ნათლად ხედავენ გრამატიკულ სტრუქტურას და თავად ხვდებიან წესებს მასწავლებლის მინიშნების გარეშე. ეს მათ ეხმარებათ ბევრად უფრო ეფექტურად დაიმახსოვრონ წესები და ამავდროულად გახდნენ უფრო დამოუკიდებელი მსწავლელები.
გამოიყენეთ ინტეგრირებული დავალებები
იმისათვის რომ მოსწავლეებს გრამატიკული საკითხის პრაქტიკაში გამოყენება გაუადვილდეთ, მნიშვნელოვანია გრამატიკა არა ცალკე, არამედ სხვა უნარებთან ერთად აითვისონ. მაგალითად, თუ მოსწავლე მოსმენის სავარჯიშოში Present Simple tense-ის გამოყენებას გაეცნობა, იგი მოსმენის უნარებსაც გაიუმჯობესებს და გრამატიკული დროც უკეთ დაამახსოვრდება, ვინაიდან ეს სტრუქტურა არა ცალკე, არამედ კონტექსტში იქნება მოცემული. გრამატიკული საკითხების ინტეგრირება შესაძლებელია კითხვის, წერის და გამოთქმების სწავლებისასაც. ზრდასრული მოსწავლეები შეძლებენ რამდენიმე უნარის ერთდროულად გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარებათ ენის სრულფასოვან ათვისებაში. გრამატიკისა და სხვა უანრების ინტეგრირებული სავარჯიშოები მოცემულია ზრდასრულებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში Language Hub. თითოეული სავარჯიშო გრამატიკასთან ერთად რამდენიმე უნარის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და ეხმარება ენის სწრაფად დაუფლებაში.
შეასწავლეთ წესი მაგალითზე დაყრდნობით
თანამედროვე სწავლებაში ინდუქციური მეთოდის გამოყენება გრამატიკის სწავლების ეფექტურ მიდგომად ითვლება. ამ მეთოდს შეხვდებით National Geographic Learning-ის სახელმძღვანელოში Life. სახელმძღვანელოში მოცემული გრამატიკული თემა მოიცავს მაგალითებს, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლე თავად უნდა მიხვდეს წესს. ასეთ დროს, ისინი ბევრად უფრო ეფექტურად იმახსოვრებენ გრამატიკულ სტრუქტურას, რადგან წესი მათი აღმოჩენილია და არა მასწავლებლისგან მოსმენილი. მსგავსი ტიპის სავარჯიშოები თითქმის ყველა გრამატიკულ თემას მოიცავს და ზრდსრული მოსწავლეებისთვის ეფექტურ დამხმარე მასალას წარმოადგენს.
პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი
პრეზენტაცია-პრაქტიკა-პროდუქტი ცნობილი, როგორც PPP (Presentation, practice and production), ერთ-ერთი გამოცდილი მეთოდია გრამატიკის სწავლებისას. ამ მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელი, პირველ რიგში, წარადგენს სამიზნე გრამატიკულ თემას და ხსნის მის შესაბამის წესებს. შემდეგ იგი მოსწავლეებს აძლევს სავარჯიშოს და ინტენსიურად აკონტროლებს, რამდენად სწორ ფორმებს იყენებენ მოსწავლეები სავარჯიშოში. საბოლოო დავალება კი შედარებით თავისუფალია: მოსწავლეებს ევალებათ თავად შექმნან პროდუქტი, საკუთარი სურვილის შესაბამისად, შეადგინონ წინადადებები და გამოიყენონ ახსნილი გრამატიკული სტრუქტურები. მაგალითად, თუ მასწავლებელი ზედსართავი სახელების ხარისხებს ახსნის, შემდეგი ნაბიჯი სავარჯიშო იქნება, სადაც მოცემულ ზედსართავებს სწორ ფორმაში ჩასვამენ, საბოლოოდ კი, მოსწავლეები შეასრულებენ დავალებას, რომელშიც უნდა დაწერონ წინადადებები და შეადარონ ფილმის პერსონაჟები ზედსართავი სახელების ხარისხის გამოყენებით.
წარადგინეთ გრამატიკული თემები ვიზუალური მასალის დახმარებით
გრამატიკული საკითხების ახსნას ბევრად ამარტივებს
ვიზუალური დამხმარე მასალები, რადგან მოსწავლე ნათლად ხედავს სტრუქტურას და დამახსოვრებაც
უადვილდება. ვიზუალურად წარმოდგენილი წესები და მაგალითები მოსწავლისთვის ნათელს ხდის
გრამატიკული საკითხის შინაარსსა და გამოყენების მნიშვნელობას.
მასგავსი ტიპის დავალებები, რომლებიც სახელძღვანელო Language Hub-შია წარმოდგენილი განსაკუთრებით ვიზუალური მეხსიერების მქონე მოსწავლეებს გაუმარტივებს გრამატიკული სტრუქტურების დამახსოვრებას დიდი ძალისხმევის გარეშე. ამასთან ერთად, ცხრილის სახით თავმოყრილი წესები, მაგალითებთან ერთად, მოსწავლეს დაეხმარება დამოუკიდებლად გაიმეოროს განვლილი მასალა, მასწავლებლის დახმარების გარეშე.
კითხვა არის უნარი, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.
იგი მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის. უცხო ენის
შესწავლის ერთ-ერთ კომპონენტს კითხვის უნარის გამომუშავება წარმოადგენს. კითხვის სტრატეგიების
სწავლება მნიშვნელოვანია ყველა ასაკისა და დონის მოსწავლისთვის.
იმისთვის რომ კითხვის პროცესი შედეგიანი და სასიამოვნო იყოს, გიზიარებთ რამდენიმე რჩევას:
სანამ კითხვაზე გადახვალთ, ასწავლეთ ლექსიკა
ლექსიკის წინასწარი სწავლება ხელს უწყობს ახალი ტექსტის მარტივად გაგებას, მოსწავლეები ეცნობიან ახალი სიტყვების მნიშვნელობებს სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავლენ. ამგვარად, ისინი მომზადებულები არიან კითხვისათვის და მარტივად იაზრებენ უცხო ტექსტს. ახალი ლექსიკური ერთეულების გასაცნობად გამოიყენეთ flashcard-ები ან ფოტოსურათები, ამ გზით მოსწავლეებს უფრო გაუმარტივებთ ლექსიკის შესწავლის პროცესს. მრავალფეროვანი და რეალისტური ფოტოებით არის გაფორმებული National Geographic Learning-ის სახელმძღვანელო Look, რომელიც საშუალებას იძლევა კითხვის პროცესი შემეცნებითი, სახალისო და გამორჩეული იყოს.
სწორად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები
ფრთხილად შეარჩიეთ საკითხავი ტექსტები. ეცადეთ, ზუსტად მოარგოთ საკითხავი მასალა ბავშვის ასაკსა და დონეს: ზედმეტად მარტივი ან რთული ტექსტები მოსწავლეს კითხვის ინტერესს დაუკარგავს. Perspective-ში შესული ტექსტები იდეალურად არის მორგებული ყველა დონის, ასაკისა თუ ინტერესის მოსწავლეზე. Perspectives-ში მოცემული ტექსტები ეფუძნება რეალურ ისტორიებს, რაც თავის მხრივ, საინტერესო წასაკითხია. ამ დროს მოსწავლეს უვითარდება არა მხოლოდ კითხვის უნარი, არამედ ზოგადი ცოდნაც, რაც სამომავლოდ წარმატების საწინდარია.
გამოიყენეთ pre-reading, while reading და post-reading აქტივობები:
მნიშვნელოვანია, კითხვის უნარზე მორგებული გაკვეთილი დაყოთ ეტაპებად და თითოეული ეტაპისთვის სწორად შეარჩიოთ აქტივობა. პირველ ეტაპს pre-readingვუწოდებთ. სანამ მოსწავლეები უშუალოდ კითხვაზე გადავლენ, დაუსვით კითხვები ტექსტის სათაურიდან და თემატიკიდან გამომდინარე. მიეცით საშუალება იმსჯელონ იმის შესახებ თუ რას შეეხება ტექსტი.
მომდევნო ეტაპი არის while-reading, უშუალოდ კითხვის პროცესში მოსწავლეებს დაუსვით კითხვები ტექტის კონკრეტული ნაწილის შესახებ, ეს მათ ტექსტის ყურადებით კითხვაში დაეხმარებათ. ამავე ეტაპზე, შესაძლებელია მოსწავლეებმა თვითონვე მოიფიქრონ მოცემული ტექსტის ალტერნატიული დასასრული, რაც გარდა კითხვის უნარის განვითარებისა, მათ შემოქმედებით უნარსაც განავითარებს.
კითხვის ბოლო ეტაპს ჩვენ ვუწოდებთ:post-reading. ამ ეტაპზე მოსწავლეები ასრულებენ ტექსტის ბოლოს არსებულ შემაჯამებელ დავალებებს, რაც მათ ტექსტის უკეთ გააზრებაში ეხმარებათ. კითხვის ამავე ეტაპზე, მოსწავლეებთან ერთად იმსჯელეთ წაკითხულის მთავარ იდეაზე, მათთვის საინტერესო პასაჟებსა თუ სხვა დეტალებზე.
გაითვალისწინეთ მოსწავლეების ასაკობრივი თავისებურებები და შეარჩიეთ ისეთი საკითხავი მასალა, რომელიც საინტერესო იქნება კონკრეტული საფეხურისთვის. საკითხავი ტექსტების აქტუალობა განსაზღვრავს მოსწავლის პროდუქტიულობასა და გაკვეთილში ჩართულობას.
გამოიყენეთ როლური თამაშები
როლური თამაშები მოსწავლეს საშუალებას აძლევს საკუთარი თავი წარმოიდგინოს ამა თუ იმ პერსონაჟის ადგილას, მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. მოსწავლეებს უყვართ მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია როლური თამაშები გამოიყენოს კითხვაზე მორგებული გაკვეთილის დროს. მოსწავლეები თავს წარმოიდგენენ მოთხრობის გმირებად, მონაწილეებად და შესაბამისად, იზრდება მათი ინტერესი საკითხავი მასალის მიმართ.
ინგლისური ენის სწავლება დაწყებით საფეხურზე იწყება ლექსიკის გაცნობით, სწორედ ახალი სიტყვების საშუალებით ეუფლებიან მოსწავლეები ახალ, მათთვის უცხო ენას. პირველი შთაბეჭდილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილებები განსაზღვრავს მომავალში მათ ინტერესს ენისადმი.
ამ პერიოდში მასწავლებელმა დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოს სამიზნე ლექსიკა და ეცადოს მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას. საჭიროა ახალი სიტყვების ისე გადაცემა მათთვის, რომ ეს პროცესი არა დამღლელი და სტრესული, არამედ სახალისო, საინტერესო და მოსწავლეებისთვის გასაგები იყოს.
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალი სიტყვების სწავლის პროცესი იყოს სახალისო?
გთავაზობთ რამდენიმე ხერხს იმისათვის, რომ ეს პროცესი გახადოთ მოსწავლეებისთვის უფრო მარტივი და ამავდროულად დააინტერესოთ ისინი:
გამოიყენეთ რაც შეიძლება მეტი ვიზუალიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება პოსტერი, სურათები თუ Flashcard-ები, მთავარია მოსწავლეები ხედავდნენ იმ საგნებს, რომლებსაც თქვენ ასწავლით. ამ რესურსების გამოყენება უზრუნველყოფს საგნების მარტივად აღქმასა და აგრეთვე მათ დამახსოვრებას. არ არის აუცილებელი ყოველი სიტყვა, რომელსაც ასწავლით, მიაწოდოთ მშობლიურ ენაზე. ძირითადად გამოიყენეთ ვიზუალიზაცია და დარწმუნებული იყავით იმაში, რომ სიტყვის მნიშვნელობა სრულიად გასაგები იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. Rise & Shine არის სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს ისეთ დამატებით რესურსებს, როგორებიცაა: პოსტერი, Flashcard-ები, სიმღერები, რაც უმარტივებს მასწავლეებს ახალი ლექსიკური ერთეულების ათვისებას.
ეცადეთ შეარჩიოთ პრაქტიკული ლექსიკა – ნუ ასწავლით მოსწავლეებს ისეთ სიტყვებს, რომლის კავშირსაც ვერ დაინახავენ გარე სამყაროსთან. ახალი ლექსიკური ერთეულები უნდა იყოს პრაქტიკული, რომელსაც თქვენი მოსწავლეები გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაინახავენ მათ საჭიროებას. ყოველდღიურად ამ სიტყვების გამოყენება მოსწავლეებს არ მისცემს საშუალებას, რომ ნასწავლი ლექსიკა დაავიწყდეთ. სახელმძღვანელო Rise & Shine გამოირჩევა ავთენტიკური თემებითა და ლექსიკის მრავალფეროვნებით, რომელიც პირდაპირ კავშირშია რეალობასთან. აგრეთვე, ორიენტირებულია ისეთ ლექსიკურ ერთეულებზე, რომლის ცოდნა მნიშვნელოვანია კონკრეტულ საფეხურზე მყოფი მოსწავლისთვის.
ეცადეთ, ლექსიკა ასწავლოთ კონტექსტში – მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი გზა, ახალი სიტყვების გაცნობისა, არის მათი სწავლება კონტექსტის მიხედვით. თანამედროვე სახელმძღვანელოები ისეა აგებული, რომ მოსწავლეები ახალ ლექსიკას ეცნობიან გარკვეული ტექსტების საშუალებით და კონტექსტიდანვე შეუძლიათ სიტყვის მნიშვნელობის გამოცნობა. Rise & Shine საშუალებას აძლევს მასწავლებელს ახალი ლექსიკა ასწავლოს კონტექსტში. სხვადასხვა თემატიკა ისეა შერჩეული რომ ახალი ლექსიკური ერთეულები წარმოდგენილი იყოს საკითხავ ტექსტებსა და მოსასმენ დავალებებში.
ახალი სიტყვების სწავლებისას, გამოიყენეთ Drilling ტექნიკა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს დახვეწონ სიტყვების წარმოთქმა მრავალჯერადი გამეორების შედეგად. გაამეორებინეთ მოსწავლეებს ახალი ლექსიკა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მნიშვნელოვანია თავდაპირველად მასწავლებელმა წარმოთქვას სიტყვა ხოლო შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ. ამგვარად მოსწავლეებს აღარ სჭირდებათ ტრანსკრიპციის დაწერა, არამედ ისინი კლასშივე ვარჯიშობენ სიტყვის გამოთქმაზე და უმარტივდებათ ეს პროცესი.