Home / Teachingideas / აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში

აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში

English Book Education გიზიარებთ ახალ პროდუქტს – აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში (English Language Practice Tests For Applicants), რომელიც პედაგოგებს დაეხმარება მოამზადონ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ინგლისურ ენაში, ხოლო აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს წარმატებით დაწერონ ტესტი ინგლისურ ენაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდის მომზადების დროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტესტის სტრუქტურის გააზრება და დავალებების სწორად გაგებაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ტესტური ნიმუშების შესრულება, რომლებიც გამოცდის ფორმატის იდენტური იქნება.

აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში შექმნილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის მიხედვით, თითოეული სავარჯიშო იმეორებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტურ დავალებებს და გათვლილია მათ შესაბამის დონეზე.

ტესტების კრებულში შესულია არა მხოლოდ სრული ტესტის ნიმუშები, არამედ თითოეული სავარჯიშოსთვის პრაქტიკული რჩევები და დავალებების შესაბამისი განმარტებები. ეს ყველაფერი კი ეხმარება აბიტურიენტს დავალებების სტრუქტურის გააზრებასა და მათ სწორად გაგებაში.

აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში აბიტურიენტს ეხმარება მარტივად დაიმახსოვროს დავალების შესრულებისთვის საჭირო ძირითადი ხერხები და გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები. 

ძირითადი მახასიათებლები:

  • შესულია ერთიანი ეროვნული გამოცდის იდენტური 4 ტესტი (B1 – B2 დონე);
  • მოყვება Listening-ისთვის განკუთვნილი აუდიო ჩანაწერები +  წერილობითი ტექსტები;
  • თითოეულ სავარჯიშორს თან ახლავს პრაქტიკული რჩევები და განმარტებები;
  • მოცემულია არგუმენტირებული ესესა და წერილების ნიმუშები;
  • განხილულია წერილისა და არგუმენტირებული ესეს წერის სტრუქტურა;
  • გამოყოფილია არგუმენტირებული ესესთვის საჭირო და საკვანძო ფრაზები;
  • ტესტების კრებული ითავსებს სამუშაო რვეულის ფუნქციას და აბიტურიენტს საშუალება აქვს მასშივე მონიშნოს პასუხები.

Comments are closed.

Scroll To Top