Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170 #ლიტერატურა | Blog EBE | Page 2
Skip to content
On
New Year’s morning, Phileas Fogg went with his friends to the club to read the
newspaper and play cards. Aouda made plum pudding, roast turkey, roast
potatoes, roast parsnips, pigs in blankets (mini sausages wrapped in bacon),
stuffing… Phileas Fogg brought punch and wine.
Later
his friend came. They were Mr. Sack and Lemuel Gulliver.
–
Hello, how are you? – Phileas asked.
–
We are fine, thank you! And how are you?
–
I am fine too. I invited you to my New Year’s party!
–
Thank you! – They said.
Mr.
Sack and Lemuel Gulliver came to Gulliver’s house. Passepartout turned on the
music and they all started dancing. Aouda laid the table and Fogg with his
friends started eating. Phileas Fogg said the toast:
–
Wish you more happiness than all my words can tell, not just for the holidays,
but all the year as well.
Later,
all the guests left. Phileas Fogg and Aouda got under the mistletoe and kissed.
ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ავტორის, მარკ ტვენის შემოქმედებიდან, ალბათ,
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი თავისი ხასიათითა და ჩვეულებებით გახლავთ ტომ
სოიერი, რომლის ადგილას ყოფნა არაერთ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინატრია. 12 წლის ბიჭის
მეამბოხე, თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ხასიათი ყველა ჩვენგანის ნატვრად
და ლიტერატურული სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა.
მარკ ტვენი მე-19 საუკუნის მწერალია, რომელიც „ტომ სოიერის თავგადასავალს“ სწორედ ამ ეპოქის გადმოსახედიდან მოგვითხრობს, თუმცა საინტერესოა, როგორი იქნებოდა ტომი თანამედროვე სამყაროში?
ყველა ბიჭსა თუ კაცს ერთხელ მაინც „უთამაშია“ ტომის როლი – ანტაგონისტი, მეამბოხე, მამაცი და მომხიბვლელი ტომისა, რომელსაც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არც ერთ ეპოქასთან შეგუება არ გაუჭირდებოდა. ალბათ, მისი წარმოსახვა 21-ე საუკუნის პროგრესსაც გაუსწრებდა და სახლიდან გაქცევის ნაცვლად, ახლა რომელიმე პლანეტაზე გაქცევას მოისურვებდა. იქნებ, მისი სიმამაცე „Marvel”-ის სამყაროსთვისაც საინტერესო ყოფილიყო? წარმოიდგინეთ, ჩალისქუდიანი, თავგადასავლების მოყვარული ტომი, რომელიც Avanger-ებთან ერთად სამყაროს გადასარჩენად იბრძვის. New York-ის ქუჩებში მოსიარულე ბოროტმოქმედების მთავარი მტერი და ადამიანი ობობას ნომერ პირველი მეგობარი.
წარმოიდგინეთ, ტომ სოიერის, როგორც თანამედროვე გმირის, პოსტერები ყველა
ქუჩის კუთხეში, მაღაზიის ვიტრინებში, ბილბორდებსა და ტაიმზ-სკვერის უშველებელ მონიტორებზე.
ტომი – ბიჭი, რომელმაც ბავშვური ეგოიზმიდან თანამედროვე მეამბოხე, თავისუფლად განწყობილი
ინდივიდუალისტი შექმნა, რომლის თვალთახედვა მსოფლიოს ყველა კუთხეს სწვდება და ზუსტად
პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე სამყარო უმზადებს.
ტომი დღევანდელ დღეს მოუტანდა იმ ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას, რომელიც
სასიცოცხლოდ საჭირო და მნიშვნელოვანია.
და შენ როგორ ფიქრობ, რას მოიმოქმედებდა ტომი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან
გასამკლავებლად?
ამ ბლოგში კოლუმბიელი მწერლის, სცენარისტის
და ჟურნალისტის გაბრიელ გარსია მარკესის, იგივე გაბოს წიგნების შესახაბ ვისაუბრებთ.
მარკესი კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა 1927 წელს. იგი ბებია-ბაბუასთან
იზრდებოდა. სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება გაბოს ბავშვობის წლები და ისტორიები, რომლებმაც
მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია. გაბო თითქმის ყოველდღიურად ისმენდა ბებიის
წარმოსახვით შექმნილ უამრავ ამბავს, რაც მომავალში მისი საქმიანობის შთაგონების უდიდესი
ნაწილი აღმოჩნდა. არც ბაბუის, ყოფილი პოლკოვნიკის, მოყოლილ ისტორიებს ჰქონიათ მწერალზე
ნაკლები გავლენა.
სწორედ ამ მონათხრობთა სინთეზმა ჩამოუყალიბა
მწერალს უნიკალური – ჯადოსნური რეალიზმის წერის სტილი და 1982 წელს მარკესი ნობელის
პრემიის ლაურეატი გახდა მისი შემოქმედებისთვის, რომელშიც ფანტასტიკა და რეალიზმი სასწაულებრივად
ერთიანდება და ამასთანავე კონტინენტის ცხოვრებას და კონფლიქტს ასახავს. მისი შემოქმედების
ინგლისურენოვანი თარგმანი, სრულად ინარჩუნებს თხრობის ჯადოსნურ სტილს. მარკესის წიგნები
bookshop.ge-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. თუმცა, მანამდე მისი რამდენიმე წიგნის შესახებ
აქ ვისაუბროთ.
მარკესის ბაბუა არმიის ოფიცერი იყო, რამაც
უდიდესი როლი ითამაშა მწერლის პოლიტიკური იდეოლოგიის შექმნაზე. გაბოს მართლაც განსაკუთრებული
გატაცება ჰქონდა ცნობილი ლიდერების მიმართ, ამას ხშირად ხსნიან ხოლმე მისი ფიდელ კასტროსთან
და სხვა ცნობილ ლიდერებთან მეგობრობით. ამ მოტივით შექმნილ წიგნებს მწერლის შემოქმედებაში
საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, ერთ-ერთი მათგანია მარკესის შესანიშნავი რომანი ‘’გენერალი
თავის ლაბირინთში.’’
ეს არის ბიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც
მთლიანად ეძღვნება სიმონ ბოლივარის, დამოუკიდებლობისთვის
მებრძოლი გმირის, ცხოვრების უკანასკენ პერიოდს.
მიუხედავად ბოლივარის ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავცე ცხოვრებისა, წიგნი
ძირითადად პოსტიდან გადამდგარი პრეზიდენტის შემდგომ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
შესანიშნავია მარკესის სტილი, რომელიც უნიკალურად
აღწერს ყოფილი დიქტატორის მოგონებებს და მის შიგნით მიმდინარე ფიქრებს. მწერალი ერთ დროს ძალაუფლების ტკობაში მყოფ მებრძოლს,
თავის განცდებთან დარჩენილი ადამიანის კუთხით გვანახებს, რომელიც მარტოა თავის წარსულთან
და უდიდეს სინანულს განიცდის, ეშინია საკუთარი ნაფეხურების და თავს არიდებს სარკეში
ჩახედვას.
მაშასადამე, ბოლივარის პროფესიული დასასრული
მარკესის ამ შესანიშნავი რომანის დასაწყისი აღმოჩნდა. სადაც ბოლივარის ცხოვრების იმ
პერიოდის მეგზური გახდებით, როცა ბებერ დიქტატორს პოსტის დატოვება და ხანგრძლივ მოგზაურობაში
წასვლა მოუწია სიკვდილთან შესახვედრად.
წიგნს ‘’გენერალი თავის ლაბირინთში’’ ბედად
ერგო ის, რომ ხშირად ადარებენ მარკესის მეორე რომანს 1975 წელს გამოქვეყნებულ ‘’პატრიარქის
შემოდგომას,’’ რომელსაც თავად ავტორმა “ძალაუფლების მარტოობის პოემა” უწოდა. ამ რომანების
კვეთის ადგილი სწორედ დიქტატორული ბუნების მხილებაა, ცხადია მარკესი აქაც ინარჩუნებს
წერის დამახასიათებელ სტილს და ავტოკრატიული მმართველობის ამორალურობას მაგიური და
რეალისტური ენის სინთეზით გადმოსცემს. რა თქმა უნდა, წიგნის ინგლისურენოვან ვერიას
bookshop.ge-ზე აღმოაჩენთ.
თუმცა, წინა რომანისგან განსხვავებით წიგნის
მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟია, ას წელს მიტანებული მარტოსული გენერალი, რომელიც
ისტორიის მანძილზე არაერთი დიქტატორის ხატს წარმოადგენს და ტირანთა საერთო თვისებებს,
კეთროვან ბუნებას, დაუნდობლობას და ტრაგიზმს გამოხატავს. წიგნის ერთ-ერთი მთავარ ღირებულებაცდაც
სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ავტორი გაურბის დეტალიზაციას და მთავარ გმირზე
თითქმის არაფერს გვიმხელს, თუმცა, ეს ფაქტი, ჩვენ როგორც მკითხველს, გვაძლევს საშუალებას,
ჩვენს წარმოსახვაში ზოგადი დიქტატორის ხატი შევქმნათ და საინტერესო პარალელებიც გავავლოთ
საქართველოს არცთუ ისე შორეულ წარსულთან. შესაბამისად, კითხვის პროცესით სრული სიამოვნების
მისაღებად არ არის აუცილებელი სამხრეთ ამერიკის ისტორიით იყოთ გატაცებული. მარკესის
ჩვეული თხრობის სტილის, მისი დამახასიათებელი ირონისა თუ გადმოცემის ცოცხალი მანერის
მეშვეობით წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
მარკესის შემოქმედება, სადაც ავტორმა პოლკოვნიკს
მთავარი როლი არგუნა ამ წიგნებით არ შემოიფარგლება. ახლა შევეხებით წიგნს, რომელმაც
1961 წელს მთელი ლათინური ამერიკა აალაპარაკა.
სწორად გამოიცანით, მხედველობაში გაბოს უნიკალური ნაწარმოები მაქვს სახელწოდებით
‘’პოლკოვნიკს არავინ წერს.’’ თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის მთავარ გმირს,
ზემოთ ხსენებულ პოლკოვნიკებთან წოდების გარდა საერთო არაფერი აქვს. ამ შემთხვევაში
საქმე გვაქვს 75 წლის ომის ვეტერანთან, რომელიც ერთ დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად
იცავდა რესპუბლიკას, ახლა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და თვრამეტი წელია ღირსეულად
ელოდება წერილს პენსიის შესახებ, თუმცა, როგორც უკვე ვიცით – ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს.’’
ერთი შეხედვით მცირე მოთხრობა თითქოს მარკესის
ყველა წიგნის სათქმელს აერთიანებს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გაბოს ინტერვიუში
არაერთხელ შეუნიშნავს, რომ მისი უკვდავი რომანი ‘’მარტოობის 100 წელი,’’ იმისთვის დაწერა
რომ ხალხს ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს’’ წაეკითხა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ საკმარისი
მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ მარკესის ეს უნიკალური ნაწარმოები bookshop.ge-ს პლატფორმაზე
უკვე მოიძიოთ.
მარგარეტ ეტვუდი ერთ – ერთი გამორჩეული ქალი მწერალია, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა მკითხველის უდიდესი აღიარება.
ფემინისტურ
ლიტერატურაზე საუბრისას, პირველ რიგში მისი სახელი გვახსენდება. ეტვუდის რომანები თავისი
თემატიკითა და აზრის გადმოცემის მრავალფეროვნებით, მკითხველის
ინტერესსა და სიყვარულს იმსახურებს. მისი პერსონაჟები რეალური ცხოვრების ანალოგიით
შექმნილი ხასიათებია, მათაც ისევე სტკივათ, ეშინიათ და უხარიათ, როგორც ჩვენ. თავად
ავტორი აღნიშნავს, რომ წიგნი არც ადამიანის ბუნების გადაგვარებას და არც რამე ახალს
იგონებს, ის ეფუძნება ადამიანთა ყოფიერების უკვე არსებულ ფორმებს.
მიუთითებენ,
რომ „მხევლის წიგნი“ ერთგვარი წინასწარმეტყველებაც არის, ისეთი მომავლის აღწერა, სადაც
ქალების უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, სადაც სქესთა შორის დაპირისპირება რელიგიური
ფანატიზმის საბურველშია გახვეული. ეს არის წიგნი არსებული საზღვრების დაძლევასა და
საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაზე.
როგორც
ავტორი აღნიშნავს, ფემინიზმი სულაც არ ნიშნავს რომ ქალები ყოველთვის მართლები არიან,
მათ უბრალოდ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უფლებები.
მართალია
ეტვუდის წიგნებს და ყველაზე მეტად „მხევლის წიგნს“ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ვეცდებით
სულ სხვა კუთხით წარმოგიდგინოთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია მისი წაკითხვა ორიგინალში
შემოგთავაზოთ.
მთავრი
და ამომავალი იდეა ქალების თავისუფლება და
მათი უფლებების დაცვლა ნებისმირიდ დროს შეიძლება გახდეს საჭირო და წიგნიც თითქოს წინასწარმეტყველებაა
გლობალურ ჭრილში. რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს რომ არასდროს არ დავხუჭორთ თვალი ძალადობაზე,
მუდმივად ავიმაღლოთ ხმა როგორც საკურარი თავისთვსი ასევე მათთვის ვისაც ეს ყველაზე
მეტად სჭირდება.
მსოფლიო ბესტსელერად აღიარების შემდეგ ეტვუდმა გადაწყვიტა რომანი გაეგრძელებინა რომელიც, რომელიც არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ბესტსელერი გახდა. ლიტერატურულმა სამყაროს კიდევ ერთი საკულტო წიგნი შეემატა. Bookshop – ი გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ მხევლის წიგნის გაგრძელება The Testaments – როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში.
როგოროც
ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნის შეძენა შეგიძლიათ ორიგინალში, ინგლისურ ენაზე, bookshop – ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ
მაღაზიებში.
სტეფანი მეიერი, ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ნოველისტია, მისი შექმნილი, მსოფლიო ბესტსელერი, „Twilight”– ის ტრილოგია ყველა თინეიჯერის საყვარელი წიგნია, მე თქვენ მოგიყვებით ამ ტრილოგიის ბოლო წიგნზე, “MIDNIGHT SUN” – ზე.
13 წლის შემდეგ, ტრიუმფალურად დაბრუნდა ავტორი ტრილოგიის
მე – 5 ნაწილით, რომელიც
ნამდვილი დღესასწაული იყო მკითხველებისთვის.
მინდა მოგიყვეთ ამ საოცარ წიგნზე, მასში მოთხრობილი ამბავი ედვარდის პერსპექტივიდან
არის გადმოცემული, განსხვავებით წინა წიგნებისა, სადაც ბელა არის მთავარი მთხრობელი.
წიგნში ძალიან კარგად არის აღწერილი , თუ როგორი შეიძლება იყოს ვამპირის და ჩვეულებრივი ადამიანის ურთიერთობა. ძალიან შთამბეჭდავია ედვარდის საოცარი უნარი ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვის, სწორედ ამ უნარზეა აგებული ბელას და ედვარდის სასიყვარულო ისტორია.
ედვარდს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს თქვენთვის მოსაყოლი.
ელიფ შაფაქი – ავტორი, რომელიც განსაკუთრეული ოსტატობით გვიყვება კაცობრიობის სულისჩამწვდომ ამბავს, სტამბოლის გარეუბანში მყოფი ნაქირავები პატარა სახლიდან, სუსტი განათებით, სადაც თავად მოაწყო საწერი მაგიდა, მისი დაწერილი რომანები, ვფიქრობ თვითონვე პოულობს მკითველს, როგორც ეს იპოვა ბუქერზე ნომინირებულმა ნაწარმოებმა.
„10 Minutes 38 Seconds in this Strange World“ – შაფაქის აღნიშნული საავტორო რომანი დაგვაფიქრებს სრულფასოვანი ცხოვრების ღირებულებებზე, მისი უდროოდ დასრულების შემდეგ, ეს არის წიგნი, რომელიც გვასწავლის სიცოცხლის არსებობის მნიშვნელობას.
წიგნის წაკითხვის შემდეგ ნამდვილად დავფიქრდებით სიცოცხლეზე, ყოველი გატარებული დღის მნიშვნელობაზე, რომელიც წიგნის გმირის შემთხვევაში 10 წუთსა და 38 წამში სრულდება. ეწვიე bookshop.ge-ს და #იკითხეორიგინალში.
„The Architect’s Apprentice“ – აღნიშნულ რომანში, ვხდებით შუა საუკუნეების სტამბოლს – ფერადს, იდუმალებით მოცულს, ჯადოსნურს, ამ დროს ნამდვილ თანგადასავალში ვიძირებით, როგორც თვით სტამბოლო, ბოსფორის პირას სანებივროდ გაწოლილი, წიგნში დანახული ქალაქი, თითქოს ხან გლოვობს, ხან იწყევლება, წიგნის გმირებიც მსგავსად ქალაქისა განსაკუთრებულები არიან, თავისი შესაძლებლობებით.
ელიფ შაფაქის შემოქმედება დიდია, მისი თითოეული რომანი, ძალიან საინტერესო სამყაროში გვამოგზაურებს, რომლისგანაც თავის დაღწევა გაგვიჭირდება, შემდეგი წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ არის. სწორედ აღნიშნული წიგნის სანახავად უნდა ვეწვიოთ Bookshop.ge – ს, სადაც აღმოჩნდებით თავგადასავლებით სავსე წიგნების სამყაროში.
ლიფ შაფაქის „HONOUR“-არის სიყვარულის, ღალატის და შეჯახების კულტურების საოცარი ზღაპარი-როგორც ყველა მის ნოველაში, აქაც, მწერალი ოსტატურად გვიყვება, ემიგრაციაში წასული ოჯახის გულისამაჩუყებელ ისტორიას, ეს არის წიგნი, სადაც საოცრად არის მოთხრობილი ამბავი ოჯახური კავშირის და გულისტკენის შესახებ, რომელიც ყველა მკითველს დააფიქრებს.
ელიფ შაფაქის- „Black Milk:on Motherhood and Writing”-არის მემუარების კრებული, რომელიც მწერლის გამოცდილებას ეფუძნება, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, მწერალმა ეს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა საკმაოდ მძიმედ გადაიტანა, ის აღარ წერდა. მშობიარობის შემდგომ დეპრესიაში ჩავარდნისას, შაფაქმა სხვა გამოჩენილი ქალი მწერლების – მათ შორის სილვია პლატის, ვირჯინია ვულფის, სიმონა დე ბოვუარისა და ალის უოკერის გამოცდილება შეისწავლა მამაკაცებში დედობასა და მხატვრულ ქმნილებებს შორის კონფლიქტის დასადგენად, მართლაც რა ემოციური და ინტელექტუალური მოგზაურობაა შაფაქის გონებაში..
თქვენ აუცილებლად შეგიყვარდებათ მემუარების კითხვა, bookshop.ge – მზად არის დაგეხმაროთ აღმოჩნდეს ეს წიგნი თქვენს პირად ბიბლიოთეკაში.
დაგვეთანხმებით ბოლო პერიოდში მოგზაურობა ყველას ძალიან მოგვენატრა. მიმართულების შერჩევა, ჩემოდნის ჩალაგება და თავგადასავლის დაწყება. ეს ის შეგრძნებებია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
რას იტყვით იაპონიაში მოგზაურობაზე?
ჩაი და ბრინჯის კულტურა, კიმონო, საბრძოლო ხელოვნება, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა – ასეთია ამომავალი მზის ქვეყანა.
რადგან ამჟამად მოგზაურობას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოდით დავიწყოთ ლიტერატურული მოგზაურობა, კონკრეტული ავტორისა და წიგნის ისტორიებით.
როგორც ამბობენ, თითოეული წიგნი ცალკეული თავგადასავალია, თავისი შინაარსით და უნიკალური ისტორიით. თუკი ერთხელ მაინც იაპონელი მწერლის წიგნი წაგიკითხავთ, ალბათ გიფიქრიათ, რომ პერსონაჟის განცდებს მთელი ემოციით აღიქვამთ. იაპონელი მწერლების მიერ გადმოცემული ამბავი მეტად შთამბეჭდავი და დიდი ზეგავლენის მატარებელია. ხშირად გვხვდება სიმბოლიკები, ისტორიული მომენტები, ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი შტრიხები და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია დასავლური კულტურის გავლენა.
აღსანიშნავია, რომ იაპონურ ლიტერატურას მრავალსაკუნოვანი ისტორია აქვს და ერთდროულად სამი ნობელის პრემიის ლაურეატ ავტორს აერთიანებს.
მათი პოპ კულტურის ნაწილია პოეზია, ანიმე და მანგაც, რომელშიც გადმოცემულია იაპონური ისტორია, სამურაების პერიოდი ან თუნდაც ღმერთების შესახებ სხვადასხვა მითები.
მათ ლიტერატურულ სიღრმეს და სივრცეს საზღვრები არ აქვს.სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, სქესის და რასის მკითხველი უპირობოდ ირჩევს წიგნით იაპონიაში მოგზაურობას.
დასაწყისისთვის აირჩიეთ ავტორი, ვისი სამყაროს შეცნობით გსურთ იაპონიის აღმოჩენა: ტანიზაკის, ოგავას, მურაკამის, მიშიმას და სხვა იაპონელი ავტორების წიგნები, რომელიცbookshop.ge-ის მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია.
ერთად გავიცნოთ და აღმოვაჩინოთ თითოეული მათგანი.
თქვენ რომელი ავტორის სამყაროში მოგზაურობას ირჩევთ?