Home / Adults / Love Your Read

Love Your Read

ახალი წლის მხიარული ქაოსისა და ფუსფუსის შემდეგ თებერვალი ყოველთვის ერთფეროვანი გვეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ყველაზე მოკლე თვეა, ხანდახან გვგონია, დაუსრულებლად გრძელდება. თუმცა თებერვლის მეორე კვირას წმინდა ვალენტინის დღე გამოანათებს და ზამთრის სუსხიან დღეებს თუნდაც ერთი დღით გვითბობს.

გთავაზობთ, ვალენტინობის ერთდღიანი დღესასწაული  გაიხანგრძლივოთ და ჩვენი წიგნების ემოციებით გაზაფხულამდეც გაითბოთ გულები.

რა თქმა უნდა, სიყვარულსა და გრძნობებზე საუბარი წარმოუდგენელია William Shakespeare-ის „Romeo and Juliet“-ს გარეშე. ავტორი მოგვითხრობს სიყვარულზე, რომელიც სიძულვილსაც ჯაბნის და საბოლოოდ ასრულებს მონტეგებისა და კაპულეტების მრავალწლიან ქიშპს. ნაწარმოები უამრავ რომანის, ფილმისა თუ საბალეტო დადგმის შთაგონებად იქცა.

ასევე, უკვდავი სიყვარულის ისტორია აღწერა F. Scott Fitzgerald-მა რომანში „The Great Gatsby“. საინტერესოა, რომ წიგნმა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მოიპოვააღიარება; ჩაიარა დიდი რეპრესიის პერიოდმა და მეორე მსოფლიო ომმაც და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა მსოფლიომ ეს განსაკუთრებული ნაწარმოები.

F. Scott Fitzgerald-ი ძირითადად გვიამბობს მდიდარი ადამიანების ცხოვრებას; მათი სულიერი ტკივილის, უიმედობისა და ადამიანთა გულგრილობის ფონზე კი წარმოაჩენს სიყვარულს.

F. Scott Fitzgerald-მა ლიტერატურაში შექმნა დაუვიწყარი პერსონაჟი ჯეი გეტსბის სახით, რომელიც, მიუხედავად სიმდიდრისა, საოცარ სულიერ ტკივილს განიცდის უიმედო სიყვარულის გამო. ნაწარმოები ნათლად, უხეშადაც კი გვანახებსსიყვარულის ყველაზე ბნელ მხარეს და მისგან გამოწვეულ ენით აღუწერელ განცდებს.

შემდეგი მწერალი, რომელიც დაუვიწყარ ემოციებთანაა დაკავშირებული Gabriel Garcia Marquez-ია . მისი გამორჩეული ნაწარმოები „Love in the Time of Cholera“ , პირველივე წინადადებიდან ნუსხავს მკითველს, ესაა წიგნი, რომელიც გვანახებს, რომ პანდემიას ამარცხებს მხოლოდ სიყვარული, რომელსაც არ აქვს ასაკი.

დაბოლოს, შემოგთავაზებთ Jojo Moyes-ის ტრილოგიას : “Me Before You“ , „The Girl You Left Behind“ და „After You“. აღნიშნულ ბესთსელერებში შეხვდებით სიყვარულს,რომელიც ადამიანს შეაგრძნობინებს საკუთარი თავის ღირსებასა და უფრო საინტერესოს გახდის მის ცხოვრებას.

ყველა აღნიშნულ წიგნზე Bookshop გთავაზობთ 20 % – მდე ფასდაკლებას 14 თებერვლის ჩათვლით.

Comments are closed.

Scroll To Top