იაპონია, ამომავალი მზის ქვეყანა, ადგილია, რომელიც თუ ერთხელ გვინახავს, ვერ ვივიწყებთ, თუ არა – აუცილებლად სანახავ ქვეყნების სიაში გვაქვს დამატებული.
საკურას ყვავილობა, ზღვის პროდუქტების საოცარი სამზარეულო, თუ აკურატულად შერწყმული ძველი და თანამედროვე სტილი, ესაა მცირედი ჩამონათვალი, რის გამოც იაპონია უმალ იპყრობს ჩვენს გულს.
თუმცა, იაპონიის გაცნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი ლიტერატურაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილს, და არამარტო, გვაცნობს იაპონელი მწერლების საშუალებით.
წარმოგიდგენთ იაპონელ, მართლაც რომ ბუმბერაზ მწერლებს და მათ შემოქმედებას და 27 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 20%-მდე ფასდაკლებას!
შეუძლებელია ისაუბრო იაპონელ მწერლებზე და, პირველ რიგში, არ ახსენო Haruki Murakami. მურაკამი ახერხებს გვამოგზაუროს იაპონურ ყოველდღიურობაში და ამავე დროს იდუმალი სიუჟეტით სრულად ჩაგვითრიოს სიუჟეტში.
სწორედ მურაკამისეულ დახვეწილ ირონიასა და შერეულ ინტონაციებს აერთიანებს წიგნი „The Wind-Up Bird Chronicle“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს ესაა „აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“.
Natsuo Kirino-ს დეტექტიური რომანიც „Out” ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რომანში მოთხრობილია ქარხანაში, ღამის ცვლაში მომუშავე ქალების ისტორია, რომელთაგან ერთ-ერთი კამათისას მოკლავს ქმარს და დასახმარებლად მიმართავს კოლეგებს. აღნიშნული მკვლელობა კი მათ სამუდამოდ დააკავშირებს.
როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, თუ ყოველი 80 წუთის შემდეგ მისი გონებიდან ყველაფერი იშლება გარდა მათემატიკური ფორმულებისა?
დიახ, ასეთ უცნაურ სიუჟეტზეა აგებული Yoko Ogawa-ს ბესთსელერი „The Housekeeper and the Professor“, ამბავს კი მოსამსახურე მოგვითხრობს, რომელიც ყოველ დილით ხელახლა ეცნობა პროფესორს, რომელთანაც უჩვეულო ურთიერთობა უყალიბდება.
გამორჩეული სტილით, ქსოვილების, გრძნობებისა და სხეულების საოცარი სიზუსტით აღწერაში ბადალი არ ყავს Yukio Mishima-ს. „The Sailor Who Fell from Grace With the Sea“ წაკითხვისას გვიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენც პერსონაჟების გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად ვეშვებით ვნებიანი და იდუმალი ამბის მორევში.
დაბოლოს, Junichiro Tanizaki-ს გარეშე წარმოუდგენელია იაპონელ შემოქმედებზე საუბარი. მისი ბესთსელერი „The Makioka Sisters“ ასახავს ოჯახის დაღმასვლის ბოლო ეტაპებს ომის დაწყებამდე. ნაწარმოები წარმოადგენს ძველი და ელეგანტური სამყაროდან შემორჩენილი ბოლო დეტალების დაკარგვის საოცარ სევდას.