Tag Archives: bookshop.ge

რომელი წიგნით დავიწყოთ ჰარუკი მურაკამის შემოქმედების გაცნობა?

საინტერესოა, პირველად რომელი წიგნით შეიძლება ავტორის მაგიური რეალიზმით სავსე სამყაროში მოგზაურობა?

გიზიარებთ თანამედროვე იაპონური ლიტერატურის გამორჩეული ავტორის, Haruki Murakami-ს ნაწარმოებებს, რომლებიც ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“.

მურაკამისეული ჯადოსნური, და ამავე დროს, შემაძრწუნებლად ჟრუანტელის მომგვრელი სამყარო ძალიან კარგად ჩანს რომანში Kafka on the Shore. ავტორის სიტყვები – “ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს”- ნაწარმოებს მთავარ ფონად მიყვება.

Haruki Murakami ხაზს უსვამს ფაქტს, რომ შესაძლებელია უარი თქვა ბედის მოტანილ რეალობაზე და თავად შექმნა საკუთარი ბედისწერა. ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად, კი ნებისმიერ დროს თავი დააღწიო საზოგადოების ჩარჩოებს და დაიწყო საკუთარი „მე“-ს ძიება.

შემდეგი წიგნი არის A Wild Sheep Chase, რომლის ყოველი სიტყვაც მკითხველს სასიამოვნო გაოცებას გვრის, ხოლო დასასრული კი აღაფრთოვანებს. ესაა წიგნი, რომელშიც ავტორი სრულ თავისუფლებას აძლევს მკითხველს, რომანი თავისი ინტერპრეტაციით დაასრულოს.

თავბრუდამხვევი და მართლაც მაგიური, თუმცა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია Dance Dance Dance. Murakami სულ გიმეორებს „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ ; თუ გსურს ქაოსი დაალაგო, ახსნა მოუძებნო მოვლენებს, იცეკვე!

წარმოიდგინე, იღვიძებ ნახევრად ცნობიერ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია – სიკვდილიც კი! თავბრუდამხვევი მოთხრობების კრებული The Elephant Vanishes დატვირთულია ყოველდღიურობის მაგიური სიურეალიზმით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს Murakami-ს განუმეორებლობას.

დაბოლოს, შეუძლებელია Haruki Murakami-ს შესახებ ისაუბრო, და არ ახსენო უმნიშნელოვანესი რომანი Killing Commendatore. ახლად განქორწინებული მხატვარი საცხოვრებლად გადადის მთებში, სადაც აღმოაჩენს წინა მფლობელის ნახატს სახელად „მოკალი მეთაური“. მალევე მხატვარი აღმოაჩენს, რომ აღნიშნული ნახატი მაგიურ საიდუმლოს ინახავს.

27 მარტამდე შეიძინეთ Haruki Murakami-ს წიგნები და ისარგებლეთ 20%-მდე ფასდაკლებით თითოეულ მათგანზე. აპლიკაციიდან პირველივე შენაძენზე კი საჩუქრად მიიღებთ 8-ლარიან ვაუჩერს.

Japanese Spring

იაპონია, ამომავალი მზის ქვეყანა, ადგილია, რომელიც თუ ერთხელ გვინახავს, ვერ ვივიწყებთ, თუ არა – აუცილებლად სანახავ ქვეყნების სიაში გვაქვს დამატებული.

საკურას ყვავილობა, ზღვის პროდუქტების საოცარი სამზარეულო, თუ აკურატულად შერწყმული ძველი და თანამედროვე სტილი, ესაა მცირედი ჩამონათვალი, რის გამოც იაპონია უმალ იპყრობს ჩვენს გულს.

თუმცა, იაპონიის გაცნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი ლიტერატურაა, რომელიც ზემოთჩამოთვლილს, და არამარტო, გვაცნობს იაპონელი მწერლების საშუალებით.

წარმოგიდგენთ იაპონელ, მართლაც რომ ბუმბერაზ მწერლებს და მათ შემოქმედებას და 27 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 20%-მდე ფასდაკლებას!

შეუძლებელია ისაუბრო იაპონელ მწერლებზე და, პირველ რიგში, არ ახსენო Haruki Murakami. მურაკამი ახერხებს გვამოგზაუროს იაპონურ ყოველდღიურობაში და ამავე დროს იდუმალი სიუჟეტით სრულად ჩაგვითრიოს სიუჟეტში.

სწორედ მურაკამისეულ დახვეწილ ირონიასა და შერეულ ინტონაციებს აერთიანებს წიგნი „The Wind-Up Bird Chronicle“. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს ესაა „აბსოლუტური რომანის დაწერის მცდელობა“.

Natsuo Kirino-ს დეტექტიური რომანიც „Out” ერთი ამოსუნთქვით იკითხება, რომანში მოთხრობილია ქარხანაში, ღამის ცვლაში მომუშავე ქალების ისტორია, რომელთაგან ერთ-ერთი კამათისას მოკლავს ქმარს და დასახმარებლად მიმართავს კოლეგებს. აღნიშნული მკვლელობა კი მათ სამუდამოდ დააკავშირებს.

როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, თუ ყოველი 80 წუთის შემდეგ მისი გონებიდან ყველაფერი იშლება გარდა მათემატიკური ფორმულებისა?

დიახ, ასეთ უცნაურ სიუჟეტზეა აგებული Yoko Ogawa-ს ბესთსელერი „The Housekeeper and the Professor“, ამბავს კი მოსამსახურე მოგვითხრობს, რომელიც ყოველ დილით ხელახლა ეცნობა პროფესორს, რომელთანაც უჩვეულო ურთიერთობა უყალიბდება.

გამორჩეული სტილით, ქსოვილების, გრძნობებისა და სხეულების საოცარი სიზუსტით აღწერაში ბადალი არ ყავს Yukio Mishima-ს. „The Sailor Who Fell from Grace With the Sea“ წაკითხვისას გვიჩნდება შეგრძნება, რომ ჩვენც პერსონაჟების გვერდით ვდგავართ და მათთან ერთად ვეშვებით ვნებიანი და იდუმალი ამბის მორევში.

დაბოლოს, Junichiro Tanizaki-ს გარეშე წარმოუდგენელია იაპონელ შემოქმედებზე საუბარი. მისი ბესთსელერი „The Makioka Sisters“ ასახავს ოჯახის დაღმასვლის ბოლო ეტაპებს ომის დაწყებამდე.  ნაწარმოები წარმოადგენს ძველი და ელეგანტური სამყაროდან შემორჩენილი ბოლო დეტალების დაკარგვის საოცარ სევდას.

Wizarding World of Harry Potter

“This boy will be famous, a legend. I wouldn’t be surprised if today was known as Harry Potter day in the future. There will be books written about Harry, every child in our world will know his name!”

როდესაც ჯოან როულინგმა ეს სიტყვები დაწერა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ყველა სიტყვა ზედმიწევნით ასრულდებოდა ჰარი პოტერის შესახებ. დღეს მსოფლიო მასშტაბით არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ იცნობს ჰარი პოტერსა და მის ჯადოსნურ სამყაროს.

ჯერ კიდევ, როცა პირველი წიგნის გამოცემა კითხის ნიშნის ქვეშ იდგა, ჯოან როულინგი უკან არასდროს იხევდა და ღრმად სწამდა, რომ მისი ზღაპრული ფიქრები დღის სინათლეს აუცილებლად იხილავდა. მალევე ერთ – ერთი ცნობილი გამომცემლობის „Bloomsbury“ – ის მეპატრონის შვილმა წაიკითხა და გაგრძელება მოითხოვა. იმ დროს პატარა გოგონამ ჰარი პოტერის დაბეჭდვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

დაგვეთანმებით, პირველი რაც ამ სამყაროსთან ასოცირდება არის უსასრულო კავშირი მკითველსა თუ მაყურებელს შორის.

ბევრიც თვლის რომ მათი ბავშვობა მოსაწყენი იქნებოდა ჰარი პოტერი გარეშე. ჯოანს ყოველთვის მიაჩნდა რომ წარმოსახვის უნარი პირდაპირ  კავშირშია გარესამყაროს პროცესებთან, ხოლო ჩვენ ყველას შეგვიძლია სამყარო უკეთესი გავხადოთ და მაგალითი ბევრისთვის გავხდეთ. ჯოან როულინგი არის ავტორი, რომელიც თავისი დაუსრულებელი ფანტაზიით და გამოვლილი გამოცდილებით ყოველთვის იქნება რაღაც ჯადოსნურის საწყისი ჩვენს ცხოვრებაში.

Bookshop.ge ჰარი პოტერის მოყვარულებისთვის და არამარტო, წიგნების ძალიან დიდი არჩევანით გამოირჩევა. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ და წაიკითხოთ ისინი ორიგინალში, 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული Hogwarts house edition – ის წიგნები, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს მისთვის საყვარელი სახლის ფერებში წაიკითხოს ჰარი პოტერის კონკრეტული წიგნი.

თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომელ სახლს მიეკუთვნებით და რომელი დიდი სამყაროს ნაწილი ხართ, შეგიძლიათ მარტივი ქვიზი გააკეთოთ და მისი შესაბამისი წიგნიც მოძებნოთ bookshop.ge – ზე.

https://my.wizardingworld.com/login

მთელი კვირის განმავლობაში თითოეული მათგანი შეგიძლიათ შეიძინოთ 20 % – იანი ფასდაკლებით, ავტორის ბრენდირებულ, თუ ჰარი პოტერის სხვადასხვა აქსესუარებთან ერთად.

Choose your House pride!

გისურვებთ წარმატებას!