ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ავტორის, მარკ ტვენის შემოქმედებიდან, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი თავისი ხასიათითა და ჩვეულებებით გახლავთ ტომ სოიერი, რომლის ადგილას ყოფნა არაერთ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინატრია. 12 წლის ბიჭის მეამბოხე, თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ხასიათი ყველა ჩვენგანის ნატვრად და ლიტერატურული სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა.
მარკ ტვენი მე-19 საუკუნის მწერალია, რომელიც „ტომ სოიერის თავგადასავალს“ სწორედ ამ ეპოქის გადმოსახედიდან მოგვითხრობს, თუმცა საინტერესოა, როგორი იქნებოდა ტომი თანამედროვე სამყაროში?
ყველა ბიჭსა თუ კაცს ერთხელ მაინც „უთამაშია“ ტომის როლი – ანტაგონისტი, მეამბოხე, მამაცი და მომხიბვლელი ტომისა, რომელსაც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არც ერთ ეპოქასთან შეგუება არ გაუჭირდებოდა. ალბათ, მისი წარმოსახვა 21-ე საუკუნის პროგრესსაც გაუსწრებდა და სახლიდან გაქცევის ნაცვლად, ახლა რომელიმე პლანეტაზე გაქცევას მოისურვებდა. იქნებ, მისი სიმამაცე „Marvel”-ის სამყაროსთვისაც საინტერესო ყოფილიყო? წარმოიდგინეთ, ჩალისქუდიანი, თავგადასავლების მოყვარული ტომი, რომელიც Avanger-ებთან ერთად სამყაროს გადასარჩენად იბრძვის. New York-ის ქუჩებში მოსიარულე ბოროტმოქმედების მთავარი მტერი და ადამიანი ობობას ნომერ პირველი მეგობარი.
წარმოიდგინეთ, ტომ სოიერის, როგორც თანამედროვე გმირის, პოსტერები ყველა ქუჩის კუთხეში, მაღაზიის ვიტრინებში, ბილბორდებსა და ტაიმზ-სკვერის უშველებელ მონიტორებზე. ტომი – ბიჭი, რომელმაც ბავშვური ეგოიზმიდან თანამედროვე მეამბოხე, თავისუფლად განწყობილი ინდივიდუალისტი შექმნა, რომლის თვალთახედვა მსოფლიოს ყველა კუთხეს სწვდება და ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე სამყარო უმზადებს.
ტომი დღევანდელ დღეს მოუტანდა იმ ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას, რომელიც სასიცოცხლოდ საჭირო და მნიშვნელოვანია.
და შენ როგორ ფიქრობ, რას მოიმოქმედებდა ტომი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად?