Home / Adults / რომელი წიგნით დავიწყოთ ჰარუკი მურაკამის შემოქმედების გაცნობა?

რომელი წიგნით დავიწყოთ ჰარუკი მურაკამის შემოქმედების გაცნობა?

საინტერესოა, პირველად რომელი წიგნით შეიძლება ავტორის მაგიური რეალიზმით სავსე სამყაროში მოგზაურობა?

გიზიარებთ თანამედროვე იაპონური ლიტერატურის გამორჩეული ავტორის, Haruki Murakami-ს ნაწარმოებებს, რომლებიც ხასიათდება, როგორც „ადვილად ხელმისაწვდომი, თუმცა ღრმად კომპლექსური“.

მურაკამისეული ჯადოსნური, და ამავე დროს, შემაძრწუნებლად ჟრუანტელის მომგვრელი სამყარო ძალიან კარგად ჩანს რომანში Kafka on the Shore. ავტორის სიტყვები – “ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს”- ნაწარმოებს მთავარ ფონად მიყვება.

Haruki Murakami ხაზს უსვამს ფაქტს, რომ შესაძლებელია უარი თქვა ბედის მოტანილ რეალობაზე და თავად შექმნა საკუთარი ბედისწერა. ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად, კი ნებისმიერ დროს თავი დააღწიო საზოგადოების ჩარჩოებს და დაიწყო საკუთარი „მე“-ს ძიება.

შემდეგი წიგნი არის A Wild Sheep Chase, რომლის ყოველი სიტყვაც მკითხველს სასიამოვნო გაოცებას გვრის, ხოლო დასასრული კი აღაფრთოვანებს. ესაა წიგნი, რომელშიც ავტორი სრულ თავისუფლებას აძლევს მკითხველს, რომანი თავისი ინტერპრეტაციით დაასრულოს.

თავბრუდამხვევი და მართლაც მაგიური, თუმცა ერთი ამოსუნთქვით წასაკითხია Dance Dance Dance. Murakami სულ გიმეორებს „იცეკვე და არ გაჩერდე. იცეკვე, სანამ მუსიკა უკრავს. იცეკვე კარგად, რათა ყველამ შენ გიყუროს…“ ; თუ გსურს ქაოსი დაალაგო, ახსნა მოუძებნო მოვლენებს, იცეკვე!

წარმოიდგინე, იღვიძებ ნახევრად ცნობიერ სამყაროში, სადაც ყველაფერი შესაძლებელია – სიკვდილიც კი! თავბრუდამხვევი მოთხრობების კრებული The Elephant Vanishes დატვირთულია ყოველდღიურობის მაგიური სიურეალიზმით, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს Murakami-ს განუმეორებლობას.

დაბოლოს, შეუძლებელია Haruki Murakami-ს შესახებ ისაუბრო, და არ ახსენო უმნიშნელოვანესი რომანი Killing Commendatore. ახლად განქორწინებული მხატვარი საცხოვრებლად გადადის მთებში, სადაც აღმოაჩენს წინა მფლობელის ნახატს სახელად „მოკალი მეთაური“. მალევე მხატვარი აღმოაჩენს, რომ აღნიშნული ნახატი მაგიურ საიდუმლოს ინახავს.

27 მარტამდე შეიძინეთ Haruki Murakami-ს წიგნები და ისარგებლეთ 20%-მდე ფასდაკლებით თითოეულ მათგანზე. აპლიკაციიდან პირველივე შენაძენზე კი საჩუქრად მიიღებთ 8-ლარიან ვაუჩერს.

Comments are closed.

Scroll To Top