Home / The King's and Queen's Club / საზაფხულო სკოლა 2022

საზაფხულო სკოლა 2022

თუ გსურთ, ზაფხულის ცხელი დღეები პროდუქტიულად, შემეცნებითად და სახალისოდ გაატაროთ, მაშინ ეს შანსი თქვენთვისაა.

English Book Education გთავაზობთ საზაფხულო სკოლა 2022-ს, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-4-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს

  • სპორტულ, გასართობ და შემეცნებით აქტივობებს;
  • სასწავლო რესურსებსა და პროექტებს;
  • British University in Georgia-ს სასწავლო პროგრამებს უფროსკლასელთათვის;
  • Lunch Break-ს
  • Free WIFI-ს
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;

გარდა ძირითადი სასწავლო საგნებისა, სპორტისა და ხელოვნების მოყვარულებს დამატებითი, შაბათ-კვირის აქტივობები ელოდებათ, ესენია:

  • ფეხბურთი
  • კალათბურთი
  • ხატვა
  • მაგიდის ტენისი
  • გიტარის გაკვეთილები

სასწავლო პროცესი დაყოფილია სამ პერიოდად, რომლის ხანგრძლივობა შეადგენს 2 კვირას. ესენია: 4-15 ივლისი; 18-29 ივლისი; 1-12 აგვისტო. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი ნაკადი, რომელშიც ყოველდღიური სასწავლო პროცესი მიმდინარეობს 10:00-დან 17:00 საათამდე.

ლექციებს, გაკვეთილებსა და სემინარებს გაუძღვებიან ბრიტანელი/ამერიკელი მოწვეული მასწავლებლები და British University in Georgia-ს ლექტორები.

სწავლის საფასური შეადგენს 900 ლარს. რაც მთავარია, წიგნის კლუბში დარეგისტრირების შემთხვევაში, ყველა წიგნის კლუბელი მიიღებს ექსკლუზიურ, 35%-მდე ფასდაკლებას.

როგორ მოვხვდე საზაფხულო სკოლაში?

საზაფხულო სკოლაში მოსახვედრად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე და ყურადღებით შეავსოთ ყველა საჭირო ინფორმაცია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 558 143 414 ან მოგვწეროთ Facebook-ის/Instagram-ის პირად შეტყობინებებში.

Join us to Make Memories and Inspire Stories.

Comments are closed.

Scroll To Top