English Book Education, Macmillan Education-თან თანამშრომლობის ფარგლებში, იწყებს ვიდეოკონკურსს: Summer Reading Challenge;
22 ივნისიდან 1 თვის განმავლობაში ჩაერთეთ საზაფხულო გამოწვევაში, მოსწავლესთნ ერთად შეარჩიეთ საკითხავი ლიტერატურა და შექმენით წიგნის ახალი დასასრული.
Summer Reading Challenge-ში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს, რომლებსაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვართ და მზად არიან, ცოტა ხნით თვითონ გახდნენ ავტორები.
როგორ ჩავერთოთ გამოწვევაში?
სად შევიძინოთ საკითხავი ლიტერატურა?
როგორ შეფასდება ნამუშევრები?
ამ და სხვა დეტალებზე ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს:
ვიდეოკონკურსში მონაწილეობისთვის, პედაგოგმა უნდა აირჩიოს ჩვენ მიერ შემოთავაზებული ადაპტირებული ინგლისურენოვანი ლიტერატურა და წააკითხოს თავის მოსწავლეს, მოსწავლესთან ერთად მოიფიქროს წაკითხული ტექსტის ალტერნატიული დასასრული, რომელსაც ვიდეოს სახით მოგვითხრობს მოსწავლე ინგლისურ ენაზე;
ვიდეოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ინგლისური ენის პედაგოგებსა და მათ მოსწავლეებს (ასაკი არ არის შეზღუდული) მთელი საქართველოს მასშტაბით; ვიდეო შეგიძლიათ გადაიღოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი მოწყობილობით.
კონკურსის წესების დეტალურად სანახავად მიჰყევით ბმულს:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
- გაიარეთ რეგისტრაცია;
- შეარჩიეთ და შეიძინეთ წიგნი bookshop.ge-ზე სპეციალური ფასდაკლებით;
საკონკურსო ვიდეო გამოგვიგზავნეთ მითითებულ მეილზე: englishbookteam@englishbook.ge
საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 ივლისი!