Home / Books / წაიკითხე ფილმები- TOP GUN

წაიკითხე ფილმები- TOP GUN

წაიკითხე ფილმები   

ჩვენს დროში, მიუხედავად დიდი ტექნოლოგიური პროგრესისა, ჯერ კიდევ საკმაოდ მყარი ავტორიტეტით სარგებლობენ წიგნები.მიუხედავად ყველაფრის გამარტივებისა, ადამიანების უმეტესობას უდიდეს სიამოვნებას გგვრის სქელტანინანი წიგნებით გადაჭედილი თაროები და მწერლების ფანტაზიის პირდაპირ ფურცლებიდან გაცნობა.

აქცე აუცილებლად უნდა ვახსენოთ ადამიანთა მეორე კატეგორია, რომლებსაც მეტ სიამოვნებას ფილმები ანიჭებენ და ეკრანიდან მიღებული ინფორმაციით ცოცხლობენ

თუმცა რა ხდება მაშინ, როცა ფილმის ნახვაც შეგვიძლია და წიგნადაც წაკითხვა? ეს ალბათ ისეთი მკითხველისთვის, რომელსაც თან ფილმებიც უყვარს მთელი სიამოვნებაა

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კამპანიის „წაიკითხე ფილმები“-ს ფარგლებში ისეთ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებმაც შემდეგ ფილმებითაც გაგვანებივრეს, ან ფილმებმა შეძლეს წიგნების გაპოპულარება

top gun

პირველი დღე აქტუალურ, ხელახლა გაცოცხლებული ფილმს დავუთმოთ, რომელიც კარგად ახსოვს ჩვენს 90-იანებში ოთახის ცენტრში და ოჯახის ყველა წევრის წინ მოთავსებულ ფერად ტელევიზორებს. ეს იყო ისტორია მფრინავების ჯგუფის შესახებ, რომლებიც საჰაერო და მეგობრული თუ სასიყვარულო ურთიერთობების ბრძოლებში ატარებენ დროს. ცდილობენ გახდნენ საუკეთესო მფრინავები, მეგობრები და ამასთან ვერც სასიყვარულო ამბებს უდგებიან განზე.

მართალია, ეს ფილმი ჩვენთვის ჰოლივუდის ღირსეული წარმომადგენელი და ნოსტალგიური მოგონებაა ახალგაზრდობიდან, თუმცა ეს ისტორია სინამდვილეში ჰოლივუდიდან არ დაწყებულა და მას რეალური ამბავიც უძღვის წინ.

50წლის წინ საზღვაო ძალებში დიდი ცვლილება მოხდა, რაც დენ პედერსენის და კიდევ 8 მფრინავის დაუღალავი შრომის შედეგი იყო. 50 წლის შემდეგ კი თავად დენ პედერსენი გვიყვება ამ გენიალური 9 ადამიანის მოგზაურობის შესახებ, რომელიც საჰაერო ძალების სისუსტის აღმოფხვრის მოტივით დაიწყო და დასრულდა ACM (საჰაერო საბრძოლო მანევრირება) ან „ძაღლების ბრძოლის“ ტაქტიკის მცოდნე Top Gun Navy Fighter-ის დაჯგუფებით.

Top Gun არის ისტორიული ამბავი შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საბრძოლო იარაღის სკოლის შექმნის შესახებ. საზღვაო საჰაერო სადგურ მირამარში სან დიეგოში, კალიფორნია, ასევე ცნობილი როგორც “Fightertown”.  ეს კარგად დაწერილი ავტობიოგრაფია სავსეა დენ პედერსენის პირადი ანგარიშებითა და დაკვირვებებით, რომელმაც ხელით შერჩეულ საზღვაო ავიატორებთან ერთად შეიმუშავა TOPGUN-ის არსებობის გეგმა და შედეგსაც მიაღწია.

TOPGUN არის არა მხოლოდ ჰოლივუდის მიერ უკვდავყოფილი ამერიკის სამხედრო დომინირების სიმბოლო, არამედ როგორც სასიცოცხლო ინსტიტუტი, რომელიც აყალიბებდა ერის სამხედრო სტრატეგიას მომავალი თაობებისთვის. ეს წიგნი არის პატრიოტიზმის, თავგანწირვის, ამერიკული ინოვაციებისა და გამბედაობის გულწრფელი ჩანაწერი, რომელიც ასევე ლიდერობის რეალურ მაგალითებსაც გვიყვება.

თქვენთვის ნაცნობი სიუჟეტის შესახებ ბევრი რომ არ ვისაუბრო, გირჩევთ, სანამ ფილმის ახალ ნაწილს ნახავდეთ, თავად გაუსინჯოთ გემო ამერიკული საჰაერო დაცვის გენიალურ ამბაზე დაწერილ წიგნს და თან კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ფილმის გენიალური მელოდიის ფონზე შეასრულებთ.

მომავალ შეხვედრამდე!

Comments are closed.

Scroll To Top