ცივი და დაუნდობელი ზამთრის შემდეგ, ალბათ გაზაფხული ყველასთვის ასოცირდება სიახლესთან და იმედთან და, რა თქმა უნდა, ქალებთან დაკავშირებულ დღესასწაულებთან.
Bookshop-იც სწორედ ქალებს უძღვნის მომდევნო კვირას და 13 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 30 %-მდე ფასდაკლებას!
გიზიარებთ წიგნებს, რომლებიც წარმოაჩენს ქალების თვისებებსა და ღირსებებს.
ქალი ლიდერები, როგორიც არიან ჯასინდა არდერნი, ჰილარი კლინტონი, მიშელ ბაჩელეტი და ტერეზა მეი საუბრობენ, რომ მამრობითი სქესის კოლეგებთან შედარებით, მათ იდეებს ნაკლებად აღიარებენ. სწორედ მსგავს პრობლემებსა და ფაქტებზე წერს Julia Gillard წიგნში „Women and Leadership“.
მსგავს თემატიკას ეხება ბესთსელერიც „How Women Rise“, სადაც აღწერილია 12 ჩვევა, რომლებიც ქალებს ხელს უშლიან წარმატების მიღწევაში. ბიზნეს მწვრთნელები Sally Helgesen და Marshall Goldsmith გვისვამენ კითხვას, თუ რამდენად ამბიციურები ვართ, და გვინდა თუ არა, გავხდეთ კიდევ უფრო გავლენიანები, რომ სამყარო შევცვალოთ უკეთესობისკენ. ქოუჩების კვლევის ძირითადი საკითხებია ცუდი ჩვევები, როგორებიცაა ყურადღების გაფანტვა, საკუთარი თავის დაკნინება და გადაჭარბებული ამბიცია.
წარმოუდგენელია ისაუბრო ქალებთან დაკავშირებულ თემებზე და არ ახსენო Sarah Knight-ის წიგნები (F**k No! ; Get Your Sh*t Together ; You Do You და The Life-Changing Magic Of Not Giving A F**k) , რომლებიც გვასწავლის გზებს, როგორ დავაყენოთ პირველ რიგში ჩვენი ბედნიერება, გადავაბიჯოთ კომპლექსებს და ნაკლოვანებები ვაქციოთ ჩვენს უპირატესობად, რაც გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად იქნება წარმატების საწინდარი.
დაბოლოს, გიზიარებთ Olivia Fox Cabane-სა და Francesca Gino-ს სამოტივაციო ბესთსელერებს : „The Charisma Myth“ და „Rebel Talent“.
Olivia Fox Cabane გვიზიარებს რჩევებს, როგორ გავხდეთ უფრო ქარიზმატულები და ქარიზმა აღვიქვათ არა, როგორც თანდაყოლილი ნიჭი, არამედ სწავლებადი თვისება.
ხოლო Francesca Gino მეამბოხეებს წარმოგვიდგენს სიმართლისთვის მებრძოლებად, რომლებიც სამყაროს ცვლიან უკეთესობისკენ.