სანამ საზაფხულო არდადეგები დაიწყება, გადახედეთ გასულ 1 წელს და შეაჯამეთ განვლილი საკითხები ჩვენს ბლოგში მოცემულ აქტივობებთან ერთად.
- Scoop of memories
სასწავლო წელი ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისათვის მოგონებებითაა სავსე. გამოარჩიეთ განსაკუთრებული მომენტები და შექმენით ფერადი და სახალისო პოსტერი თქვენს მოსწავლეებთან ერთად. ამისათვის დაგჭირდებათ დიდი ზომის ქაღალდი, ფერადი ფურცლები, წებო და მარკერები. დახატეთ უზარმაზარი სანაყინე ფორმატის ქაღალდზე. თითოეულ მოსწავლეს სთხოვეთ გამოჭრას ფერადი ქაღალდისგან დამზადებული ნაყინის 1 ბურთულა და დაწეროს მასზე 1 სასიამოვნო მოგონება გასული წლიდან. ბოლოს კი, დაიტანეთ ყველა ბურთულა სანაყინეზე.
- Memory bag
განვლილი აკადემიური წლის მოგონებების შესაჯამებლად კიდევ ერთი აქტივობაა ქაღალდის ჩანთების გამოყენება, რომელსაც შეგიძლიათ Bag of Memories უწოდოთ. დაურიგეთ მოსწავლეებს ქაღალდის ჩანთები ან სთხოვეთ თავად დაამზადონ ისინი ქაღალდისგან. მოსწავლეებმა უნდა მოხატონ ჩანთები, შიგნით კი 10 ბარათი მოათავსონ, რომლებზეც დასამახსოვრებელი მომენტები იქნება დაწერილი. შეგიძლიათ, აქტივობის ბოლოს ჩანთების გამოფენა მოაწყოთ კლასში, რათა მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი ნამუშევრები.
- Let students be teachers
წლის ბოლოს განვლილი მასალის გამეორების ან შემაჯამებელი ტესტირებისთვის მზადებისას, მიეცით შანსი თქვენს მოსწავლეებს, მოირგონ მასწავლებლის როლი. მოსწავლეები აარჩევენ მათთვის სასურველ თემას და თანაკლასელებს შესთავაზებენ საინტერესო აქტივობებს შესწავლილი ცოდნის გასამტკიცებლად. შეგიძლიათ თითოეულ მოსწავლეს 10 წუთი დაუთმოთ და მისცეთ შანსი, მოიფიქრონ ორიგინალური თამაშები და აქტივობები.
- Open Mind Discussion Game
შეაჯამეთ წელი Open Mind სადისკუსიო ბორბალთან ერთად. თამაში უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას, განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებასა და სასაუბრო უნარების განვითარებას. ბორბალზე შეხვდებით კითხვებს თანაკლასელებზე, გასული წლის გამოწვევებისა და შეძენილი უნარების შესახებ. ჩამოტვირთეთ Discussion Game Poster თან დართული Prompt Cards და Discussion Cards და ჩართეთ ყველა მოსწავლე დისკუსიაში.
- Life Skills Summer Quiz
საზაფხულო არდადეგების მოახლოებასთან ერთად, ზაფხულთან და დასვენებასთან დაკავშირებული ფრაზები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. Macmillan Life Skills ქუიზში შეხვდებით დასვენების სხვადასხვა ტიპისთვის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებსა და ვიზუალურ მასალას. აქტივობა, ასევე, არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა კრიტიკული აზროვნებისა და 21-ე საუკუნის უნარების გასააქტიურებლად. ჩამოტვირთეთ აქტივობა და შეუქმენით საზაფხულო განწყობა თქვენს მოსწავლეებს.
დამატებით აქტივობებს აკადემიური წლის შესაჯამებლად, ნახავთ Teaching Ideas ვებგვერდზე.