წაკითხულის გააზრება ერთ-ერთი ძირითადი დავალებაა ინგლისური ენის გამოცდაზე. ამ დავალების წარმატებით შესასრულებლად საჭიროა სწორი ტიპის სავარჯიშოებზე აქტიურად მუშაობა, ლექსიკის გამდიდრება, წაკითხულის გააზრების სტრატეგიების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის ტექსტზე მუშაობა და სწორი სახელმძღვანელოების გამოყენება.
აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში (English Language Practice Tests for Applicants) არის დამხმარე სახელმძღვანელო, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი, თუ როგორ უნდა შევასრულოთ წაკითხულის გააზრების სავარჯიშოები.
სახელმძღვანელოდან გიზიარებთ 5 პრაქტიკულ რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ ეფექტურად მოამზადოთ თქვენი მოსწავლეები წაკითხულის გააზრეებაში მაქსიმალური ქულის ასაღებად.
- გამოთქვით ვარაუდები ტექსტის წაკითხვამდე
ტექსტის ყურადღებით წაკითხვამდე მნიშნელოვანია მოსწავლეები გაეცნონ ტექსტის მთავარ თემასა და შესაბამის კითხვებს, რომლებსაც პასუხი უნდა გასცენ წაკითხვის შემდეგ. მიაჩვიეთ მოსწავლეები რომ მოცემულ შეკითხვებზე წინასწარ გამოთქვან ვარაუდები. ეს პროცესი მათ გაუადვილებთ ტექსტის გაგებასა და შემდეგ სწორი პასუხის პოვნას. კითხვების წინასწარი წაკითხვა, ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მოსწავლეებს, რადგან კითხვისას მათ ზუსტად ეცოდინებათ თუ რა ინფორმაციაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
2. გააცანით მოსწავლეები ტექსტის სტრუქტურას
ტექსტის ორგანიზებაზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, თუკი მოსწავლეები ზუსტად შეძლებენ ტექსტის შესავალის, მთავარი ნაწილისა და დასკვნის იდენტიფიცირებას, ტექსტის გააზრება გაცილებით გამარტივდება. მაგალითად, როდესაც კითხვა კონკრეტულ არგუმენტს ან დეტალს ეხება, მოსწავლემ უნდა იცოდეს რომ ეს ინფორმაცია ტექსტის შუა ნაწილში მოიძებნება, ხოლო, როდესაც კითხვა დასკვნის შესახებაა დასმული, აპლიკანტი მას მარტივად მიაგნებს თუ ეცოდინება, რომ დასკვნა, როგორც წესი, ტექსტის ბოლო ნაწილში მოიძებნება.
3. პასუხების გაცემამდე ტექსტი წაიკითხეთ სრულად
სანამ აპლიკანტი ტექსტის გააზრების დავალებებს შეასრულებს, მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე იცნობდეს ტექსტს და გაიაზროს მთავარი იდეა, რათა არ გამორჩეთ მნიშვნელოვანი დეტალები. მიაჩვიეთ მოსწავლეები, რომ კითხვის პროცესში ყურადღება გაამახვილონ არგუმენტებსა და მაგალითებზე, რომლებიც ამ არგუმენტებს ამყარებენ. გარდა ამისა, მოსწავლეები უნდა დაუკვირდნენ:
- შედარებებსა და კონტრარგუმენტებს;
- იმ მოსაზრებებს, რომლებსაც ავტორი ემხრობა ან ეწინააღმდეგება;
- კონკრეტულ მაგალითებსა და მათი გამოყენების მნიშვნელობას.
4. იმუშავეთ სხვადასხვა ტიპის ტექსტებზე
მოსწავლეები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვისა და გააზრებისთვის, მაგალითად: ბიოგრაფია, სტატია, წერილი, ისტორიული ამბავი თუ სხვა. თითოეული ტიპის ტექსტი განსხვავდება სტრუქტურული ორგანიზებითა და წერის მანერით. თუ მოსწავლე სხვადასხვა ტიპის ტექსტს კარგად იცნობს, მათი გააზრებაც ბევრად გაუმარტივდება.
5. გაამდიდრეთ ლექსიკური მარაგი
მდიდარი ლექსიკური მარაგი ინგლისური ენის გამოცდის ნებისმიერი ნაწილის ჩაბარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არც კითხვის ნაწილია გამონაკლისი. რაც უფრო მეტ უცხო სიტყვას გაეცნობა მოსწავლე, მით უფრო გაუადვილდება ტექსტის შესაბამისი დავალებების შერულება. შეასწავლეთ მოსწავლეებს სინონიმები, ანტონიმები, მაკავშირებელი ფრაზები, ფრაზული ზმნები და იდიომები, რადგან შესაძლოა კითხვა სწორედ ცალკეულ ფრაზას ან სიტყვას ეხებოდეს და არა მხოლოდ ზოგად იდეას. ლექსიკის შესწავლისას მნიშვნელოვანია სწორი რესურების შერჩევა და შემდეგ რეგულარული მეცადინეობა, რათა სასურველ შედეგს სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს მოსწავლემ.
სწორად შერჩეული სახელმძღვანელო ამარტივებს არა მხოლოდ გამოცდისთვის მომზადების პროცესს, არამედ გარანტიაა გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვისაც. აბიტურიენტების მოსამზადებელი ტესტების კრებული ინგლისურ ენაში გათვლილია ინგლისურის B1 – B2 დონეზე, მოიცავს ერთიანი ეროვნული გამოცდების შესაბამის იდენტურ ტესტებს.
კრებულის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: