როგორც იცით, 26-დან 29 მაისის ჩათვლით „ექსპო ჯორჯია“-ს მე-11 პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი, სადაც საქართველოში არსებული ყველა გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია იქნება წარმოდგენილი
მათ რიგებში ტრადიციულად ჩვენც შეგხვდებით, თანაც არაჩვეულებრივი 50%-მდე ფასდაკლებებით და კიდევ ბევრი საჩუქრით
იმისათვის, რომ bookshop-ის სტენდს წინასწარ მომზადებული მიუახლოვდე, ამ კატალოგს გადახედე – https://bit.ly/3acbmyB და თან იმ რამდენიმე წიგნის შესახებაც მოგიყვები, რომელიც ფესტივალზე დაგხვდება

Diaboliad – მიხეილ ბულგაკოვის ადრეული მოთხრობების ეს კრებული, რომელიც დაიწერა 1922-1923 წლებში, ხაზს უსვამს პოსტრევოლუციურ მოსკოვში ცხოვრების პათოსსა და კომიკურ სიურრეალიზმს.

Romeo and Juliet – ყველასთვის ნაცნობი რომანი, სიყვარულის ტრაგიკული ისტორია Collector’s Library – ის სერიიდან, რომელიც ყველა წიგნომანის საყვარელი ბიბლიოთეკის ნაწილია

bohemian rhapsody -წიგნი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოპულარობის მქონე მუსიკოსის, ფრედი მერკურის შესახებ, რომელიც აქამდე მის შესახებ უცნობ ფაქტებს გვიყვება და სხვა კუთხით დაგვანახებს ჩვენს საყვარელ ჯგუფი QUEEN-ის მთავარ სახეს.

THE ELEPHANT VANISHES ყველასთვის საყვარელი იაპონელი მწერლის ნაკლებად ცნობილი მოთხრობების კრებული, რომელიც ასახავს ამ გენიალური მწერლის გამორჩეულ სტილს- წამროაჩინოს სიურეალიზმი ყოველდღიურობაში

Chuck Palahniuk -ის ყველასთვის ნაცნობი რომანი მებრძოლთა კლუბზე,რომელიც წარმოადგენს მომხიბვლავ სატირას ჩვენი დროის შესახებ და ტაილერ დურდენის ისტორიას მთელი რომანტიკით ავსებს

საპიენსი- კაცობრიობის არაჩვეულებრივი, ამაღელვებელი ისტორია – ქვის ხანიდან სილიკონის ხანამდე – და ჩვენი მოგზაურობა უმნიშვნელო მაიმუნებიდან მსოფლიოს მმართველებამდე
მოკლედ, თქვენ ისღა დაგრჩენიათ, ესტუმროთ “ექსპო ჯორჯია”-ს დათქმულ დროს და წლის ყველაზე განსაკუთრებულ ფასად გაამდიდროთ თქვენი უცხოურენოვანი ბიბლიოთეკა
და თუ მოსვლას ვერ მოახერხებთ, შეგახსენებთ, რომ ფასდაკლება იმოქმედებს ჩვენს საიტზე და ასევე აპლიკაციაშიც.