Home / The King's and Queen's Club / რა აქტივობები გელოდება საზაფხულო სკოლაში?

რა აქტივობები გელოდება საზაფხულო სკოლაში?

საზაფხულო სკოლა, გარდა ძალიან შემეცნებითი და საინტერესო სასწავლო საგნებისა, სპორტულ, გასართობ და გონების სავარჯიშო აქტივობებს გთავაზობთ. ჩვენთან თქვენ შეძლებთ, გაიწაფოთ იმ საქმეში, რომელიც ძალიან გიყვართ და გაინტერესებთ.

აქტივობა #1 – ჭადრაკი

Middle და High School-ის თავსატეხების, ფიქრისა და ინტელექტუალური თამაშების მოყვარულ მოსწავლეებს ჩვენთან ჭადრაკის გაკვეთილები ელოდებათ. ჩვენთან მოსული ბავშვები შეძლებენ, ყველაზე რთულ და საინტერესო სპორტულ თამაშში ჩაებან.

აქტივობა #2 – გიტარის გაკვეთილები

ალბათ, ყველას გვიყვარს გიტარის ჰანგების ფონზე გატარებული ზაფხულის ცხელი საღამოები. საზაფხულო სკოლაში გიტარის საამური ჟღერადობის გარდა მოსწავლეებს შეეძლებათ, დაეუფლონ გიტარის ხელოვნებასაც.

აქტივობა #3 – ხატვა

ხელოვანი ადამიანებისთვის, გიტარის გაკვეთილებთან ერთად, ხატვის გაკვეთილებსაც ვამზადებთ. პროფესიონალი მხატვრები ჩვენს მოსწავლეებს ხატვის ხელოვნებას შეასწავლიან.

აქტივობა #4 – სპორტის გაკვეთილები

რა თქმა უნდა, საზაფხულო სკოლაში არც სპორტის მოყვარულებს დავწყვეტთ გულს. ჩვენთან შეგეძლებათ როგორც ფეხბურთისა და კალათბურთის, ისე მაგიდის ტენისის შესწავლა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი აქტოვობებიდან რომელიმეს შენს ჰობად მიიჩნევ და თან გსურს, ზაფხულის დღეები დაუვიწყარად გაატარო, მაშინ არ გამოტოვო ეს შანსი და დარეგისტრირდი საზაფხულო სკოლაში.

Join us to Make Memories and Inspire Stories.

Comments are closed.

Scroll To Top