TOEFL საერთაშორისო ოლიმპიადა

TOEFL საერთაშორისო ოლიმპიადა არის უპრეცედენტო პროექტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ETS Global თან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ოლიმპიადა შედგება 3 ტურისგან. თითოეულ ტურში მოსწავლეები წერენ TOEFL ტესტებს. ტესტები ასაკობრივი კატეგორიებით არის დაყოფილი და ერგება ყველა დონეს.

TOEFL საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზები შემდეგია:

1. 4 ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე (არანაკლებ 10 წლისა) გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში, სრული დაფინანსებით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან, ტესტის ტიპის მიხედვით;

2. კლასიდან თითო ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე ჯილდოვდება ლეპტოპით;

3. ყველა ფინალისტი ჯილდოვდება TOEFL-ის საერთაშორისო სერტიფიკატითა და რეპორტით შესაბამისი ტესტის მიხედვით;

რეგისტრაცია დაიწყება 20 იანვარს და გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე.

სარეგისტრაციო ლინკი:

https://olympiads.ge/en/sign-up

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

მარიკა ცენტერაძე-შეფასებისა და გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საკონტაქტო ტელეფონი: 577 570 563

მეილი: m.tsenteradze@englishbookeducation.com

ია ზურიაშვილი-საგამოცდო მენეჯერი

საკონტაქტო ტელეფონი: 571 244 666

მეილი: ia.zuriashvili@englishbookeducation.com