TOEFL საერთაშორისო ოლიმპიადა არის უპრეცედენტო პროექტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რომელიც ETS Global თან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა მოსწავლეს მესამედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით. ოლიმპიადა შედგება 3 ტურისგან. თითოეულ ტურში მოსწავლეები წერენ TOEFL ტესტებს. ტესტები ასაკობრივი კატეგორიებით არის დაყოფილი და ერგება ყველა დონეს.
TOEFL საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზები შემდეგია:
1. 4 ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე (არანაკლებ 10 წლისა) გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, საზაფხულო სკოლაში, სრული დაფინანსებით. გამარჯვებულები გამოვლინდებიან, ტესტის ტიპის მიხედვით;
2. კლასიდან თითო ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლე ჯილდოვდება ლეპტოპით;
3. ყველა ფინალისტი ჯილდოვდება TOEFL-ის საერთაშორისო სერტიფიკატითა და რეპორტით შესაბამისი ტესტის მიხედვით;
რეგისტრაცია დაიწყება 20 იანვარს და გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე.
სარეგისტრაციო ლინკი:
https://olympiads.ge/en/sign-up
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მარიკა ცენტერაძე-შეფასებისა და გამოცდების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
საკონტაქტო ტელეფონი: 577 570 563
მეილი: m.tsenteradze@englishbookeducation.com
ია ზურიაშვილი-საგამოცდო მენეჯერი
საკონტაქტო ტელეფონი: 571 244 666
მეილი: ia.zuriashvili@englishbookeducation.com