ალბათ, მილიონი დაუვიწყარი ისტორია გსმენიათ სიყვარულის შესახებ. Romeo and Juliet, Elizabeth Bennet and Mr. Darcy, Gatsby and Daisy – ეს ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი წყვილების ჩამონათვალია, რომელთა ამბის ერთხელ მოსმენაც საკმარისია იმისთვის, რომ სამუდამოდ ჩაიბეჭდოს ჩვენს გონებასა თუ გულში.
ამ წყვილთა ნუსხას 2021 წლის საზაფხულო სკოლაში ჩვენმა მასწავლებელმა, კრისტოფერმა ბილისა და ლილის სიყვარულის ბალადა მიამატა – საზაფხულო სკოლაში სასიყვარულო ჰანგები ბილისა და ლილისთვის აჟღერდა და ყველასთვის საყვარელ ამბად იქცა.
მათი ისტორია სკოლის ასაკიდან დაიწყო, როცა ბილი ჯერ კიდევ უპასუხისმგებლო, ანცი და ჯიუტი ბიჭი სინაზითა და სათუთი ბუნებით გამორჩეულ ლილის უხეშად ექცეოდა და ხშირად სტკენდა გულს. ამიტომაც, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ მათ ერთმანეთი აღარ უნახავთ…
… თუმცა, ხომ იცით, ზღაპრის ბოლო ყოველთვის კეთილი რომაა, ჰოდა, არც ბილისა და ლილის ამბავი დასრულებულა სხვაგვარად.
წლების შემდეგ, როცა წყვილის შეხვედრა საერთოდაც არ იყო მოსალოდნელი და ბუნებრივი, სწორედ მაშინ გადაიკვეთა მათი გზები.
როცა ბილი ლილის შეხვდა, თვალები აუცრემლიანდა, ცხადად იგრძნო ძველი დანაშაული, რომელიც ლილის წინაშე მიუძღვოდა და შერცხვა, რომ აქამდე მისი გამოსყიდვა ვერ შეძლო. ლილის კეთილმა და სათნო ბუნებამ კვლავ გადამწყვეტი როლი შეასრულა – მან ბილის დანაშაული შემდეგი სიტყვებით აპატია: When learning lessons its never too late.