Home / Adults / Mind Your Mind

Mind Your Mind

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ არა მენტალური ჯანმრთელობა?

მენტალური ჯანმრთელობაა საფუძველი ჩვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის. თუმცა სულაც არაა მარტივი შინაგანი ბალანსისა და სიმშვიდის პოვნა, უფსკრულისკენ როცა ვეშვებით, გვჭირდება, ვინმემ შემოგვიძახოს, გაგვამხნევოს და ამოგვათრიოს ორმოდან.

სწორედ ისეთ წიგნებს გაგაცნობთ, რომლებიც მოტივაციას გვაძლევენ ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი.

Mark Manson- ის „The Subtle Art of Not Giving a F*ck „ მსოფლიოს 10 საუკეთესო ბესთსელერების სიაში გვხვდება, ესაა წიგნი, რომელიც ზუსტ მიმართულებას გვაძლევს, როგორ გავხდეთ თამამი და შეუპოვარი, სააშკარაოზე გამოაქვს ჩვენი კომპლექსები და გვეხმარება მათ დაძლევაში.

Rob Hobson კი ძილის დიდ როლს განგვიმარტავს თავის ნაშრომში „The Art of Sleeping“ , იგი შეგვახსენებს, რომ ძილი ადამიანის ჯანმრთელობის მთავარი საყრდენია და მისმა ნაკლებობამ შესაძლოა, სავალალო შედეგებამდეც კი მიგვიყვანოს.

და, რაც მთავარია, It’s Okay To Be Not Okay, უნდა გავიაზროთ, რომ ტირილი, გაბრაზება, განრისხებაც კი, და ზოგადად, ხანდახან უსუსურობაც, აბსოლუტურად ადამიანური ემოციებია და პირიქით, ამ გრძნობების გამოხატვით ვამტკიცებთ, რომ დიახ, ჩვენ ადამიანები ვართ! Scarlett Curtis წიგნში „It’s Not OK to Feel Blue“ ხაზს უსვამს, რომ ადამიანობა ნიშნავს დეპრესიასაც, და ამის აღიარება კი მისი დაძლევის პირველი გადადგმული ნაბიჯია.

Haemin Sunim – იც ნაშრომში „Love for Imperfect Things“ გვიჩვენებს გეზს , როგორ შეიძლება ქაოსურ სამყაროში მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი თავი.

დაბოლოს, კვლავ ვუბრუნდებით ძილის მნიშვნელობას, როგორც საფუძველს მენტალური ჯანმრთელობის. Matthew Walker 4 წლის განმავლობაში იკვლევდა ძილის ცნებას და წერდა თავის ყველაზე ცნობილ წიგნს „Why We Sleep“, სადაც დეტალურადაა ახსნილი, რა გავლენას ახდენს ძილი ჩვენს შინაგან სამყაროზე.

Comments are closed.

Scroll To Top