Home / ILIA UNI PROJECT

ILIA UNI PROJECT

2016-2017 სასწავლო წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენთვის ინგლისური ენის სწავლებაზე ზრუნავს ორი ცნობილი პარტნიორი კომპანია – PEARSON და „English Book“ .

ჩვენ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სასწავლო პროგრამას, პროფესიონალ პედაგოგებსა და უნიკალურ შესაძლებლობებს, რათა შეიძინოთ ცოდნა, რომელიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული საერთაშორისოდ აღიარებული ინგლისური ენის შესწავლის პროგრამა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში უნიკალურია. მასში გათვალისწინებულია სწავლა/სწავლების თანამედროვე პრიორიტეტები:

• სააუდიტორიო მეცადინეობები და დისტანციური სწავლება კვირაში 3-ჯერ;
• ტრადიციული მეთოდებისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება;
• 21-ე საუკუნის ონლაინ-სისტემაში (MyEnglishLab) მუშაობა.

გარდა ამისა, ვცდილობთ მატერიალურადაც შეგიწყოთ ხელი:

• ყველა სტუდენტსა და მასწავლებელს საჩუქრად გადავცემთ სახელმძღვანელოებს (New Language Leader და Speak Out);
• ყველა სტუდენტს პროგრამის დასრულებისას მივცემთ შესაძლებლობას, უფასოდ ჩააბაროს საერთაშორისო სასერტიფიკაციო
აკრედიტებული გამოცდა PTE General.

გაზაფხულის სემესტრში ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად გთავაზობთ მოსამზადებელ კურსს PTE General ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად.

• PTE General ტესტის შედეგები არ არის დაკავშირებული კრედიტების დაგროვებასთან.
• მხოლოდ PTE General ტესტის წარმატებით ჩაბარება გაძლევს მობილობისა და კარიერული წინსვლის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.

MyEnglishLab გულისხმობს ონლაინ რეჟიმში მუშაობასა და პრაქტიკას. პროგრამის ფორმატი გაგზავნილი სავარჯიშოების ავტომატური შეფასების საშუალებას იძლევა.

PEARSON წარმოადგენს მსოფლიო საერთაშორისო საგანმანათლებო ორგანიზაციას, რომლის პედაგოგები და ავტორები PEARSON-ის სახელმძღვანელოებით მუშაობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ინგლისური ენის ჩვენ მიერ შემოთავაზებული სასწავლო კურსი, პროგრამა და მეთოდი აპრობირებულია ევროპისა და ამერიკის მრავალ უნივერსიტეტში და 21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სისტემის მიღწევად ითვლება.

PEARSON და English Book ზრუნავენ თქვენი მასწავლებლების პროფესიონალიზმის უწყვეტ ზრდაზე. მათ რეგულარულად უტარდებათ ტრენინგები და ვებინარები. პედაგოგებისათვის უზრუნველვყოფთ PTE Academic ტესტირებასა და სერტიფიცირებას.

გისურვებთ წარმატებებს! Talk to the World… in English

[gravityform id=”4″ title=”true” description=”true”]

Nata Uzunashvili

Tel : 557 51 45 66

Mail : n.uzunashvili@englishbook.co.uk

 

Comments are closed.

Scroll To Top