სასწავლო წლის პირველი დღე მრავალფეროვან ემოციებთან ასოცირდება. მოსწავლეები თუ მათი პედაგოგები 3- თვიანი დასვენების შემდეგ სასკოლო რეჟიმს უბრუნდებიან. იმისთვის, რომ სკოლის პირველი დღე ნაკლებად დამღლელი და მეტად სახალისო იყოს, გიზიარებთ თვქენი საკლასო გაკვეთილებისთვის 5 აქტივობას;
Beach Ball Questions
ეს აქტივობა არაჩვეულებრივია გონებისა და სხეულის გასავარჯიშებლად. ამ აქტივობისათვის, მოსწავლეები დააყენეთ წრეზე, ის მოსწავლე, რომელიც ბურთს დაიჭერს, უპასუხებს იმ შეკითხვას, რომელზეც მისი ცერა თითები მოხვდება. შეკითხვების თემატიკა დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე, შესაძლოა შეკითხვები იყოს: როგორ გაატარე ზაფხული? რომელი წიგნი წაიკითხე? ან რა ფილმს უყურე? ეს აქტივობა დაგეხმარებათ ყველა მოსწავლე თანაბრად ჩართოთ საგაკვეთილო პროცესში.
Holiday Memories
აღნიშნული აქტივობა თქვენი მოსწავლეების მეტყველების უნარს გაავარჯიშებს და უკვე ნასწავლი ლექსიკური ერთეულების გამეორების საშუალებაც იქნება. სთხოვეთ თითოეულ მოსწავლეს საზაფხულო არდადეგების პერიოდიდან გაიხსენონ 3 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი და მათ შესახებ თანაკლასელებს მოუთხრონ. აღნიშნული აქტივობის ჩატარება შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე წყვილებში.
I Wish My Teacher Knew…
ეს აქტივობა მეტყველებისა და წრითი უნარების გაუმჯობესებისთვის არის. მოსწავლეებს დაურიგეთ ფერადი ფურცლები და სთხოვეთ დაწერონ ის, რაც სურთ რომ იცოდეთ მათ შესახებ. გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა წერით უნარსა და ლექსიკას ავარჯიშებს, პედაგოგი, უფრო კარგად ეცნობა საკუთარ მოსწავლეებს, მათ ინტერესებსა და სურვილებს.
All About Me: “I..”
მეტად სახალისო აქტივობაა “All about me”, რომელსაც სკოლის პირველ დღეს მასწავლებლები აქტიურად იყენებენ. აღნიშნული აქტივობა ახალი მოსწავლეების გაცნობისა და მათთან დაახლოების საშუალებას იძლევა, ასევე, ამ აქტივობით შეგიძლიათ მათი ინგლისური ენის დონისა და სალაპარაკო უნარის განსაზღვრა.
Set Goal
Set Goal ახალი სასწავლო წლის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა. მოსწავლეებს სთხოვეთ ფერადი ქაღალდებისგან დაამზადონ ისეთი თოჯინები, როგორებიც ფოტოზეა გამოსახული. ამის შემდეგ ფურცელზე ჩამოწერონ ის მიზნები, რომლებიც უნდა განახორციელონ მიმდინარე სასწავლო წელს და ეს ფურცლები მოათავსონ თოჯინზე. გააკარით თითოეული მოსწავლის თოჯინა საკლასო ოთახის კედელზე, რათა მთელი წლის განმავლობაში ყველას ახსოვდეს საკუთარი მიზანი.