აღდგომამდე სულ ცოტა დრო რჩება. იმისათვის რომ შეუქმნათ სადღესასწაულო განწყობა თქვენს მოსწავლეებს და გახადოთ საგაკვეთილო პროცესი მეტად მრავალფეროვანი, გაეცანით ჩვენს 5 სახალისო აქტივობას სააღდგომო გაკვეთილისთვის, რომელიც მარტივად მოერგება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ საკლასო ოთახს.
- Pin the tail on the Easter Bunny
Pin the tail on the Easter Bunny ისეთი აქტივობაა, რომელიც თქვენი მოსწავლეების ერთ-ერთ საყვარელ თამაშად იქცევა. ამ აქტივობისთვის საჭიროა ფორმატის ქაღალდი, წებოვანი ლენტი, მარკერი და ფერადი ფურცელი. ქაღალდზე დახატეთ კურდღელი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. ცალკე გამოჭერით კურდღლის კუდი რომელზეც ორმაგ წებოვან ლენტს მიამაგრებთ. წესები მარტივია: დაყავით კლასი ჯგუფებად. თითოეული ჯგუფიდან 1 წევრს თვალები ახვეული ექნება, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი ბრძანებითი წინადადებებით როგორებიცაა: to the left/right; up/down a bit; keep going; stop დაეხმარებიან თანაგუნდელს, რომ კურდღელს კუდი სწორ ადგილას დაუმაგროს.
- Prepositions – Easter Egg Hunt
თუ გსურთ მოსწავლეები წინდებულებს მარტივად და სახალისო გზით დაეუფლონ Easter Egg Hunt საუკეთესო არჩევანია. განათავსეთ პლასტმასის, ხის ან ქაღალდის კვერცხები მთელ კლასში. კვლავ გუნდებად დაყავით მოსწავლეები, თითო გუნდიდან ერთს აუკარით თვალები და მიეცით კალათა. გუნდის დანარჩენი წევრები წინდებულების საშუალებით მიანიშნებენ მოსწავლეს, თუ სად არის კვერცხი განთავსებული. ვინც უფრო მეტ კვერცხს შეაგროვებს კალათაში, გამარჯვებულიც ის იქნება.
- Easter Vocabulary Guessing game
მას შემდეგ რაც სამიზნე ლექსიკას აუხსნით, გაანაწილეთ მოსწავლეები წყვილებად. წარმოადგინეთ თითო ფოტო თითო სლაიდზე. წყვილიდან ერთი მოსწავლე გამოდის დაფასთან და დგება სლაიდისკენ ზურგით. მისი მეწყვილე კი, ცდილობს წინადადებების საშუალებით აუხსნას სამიზნე სიტყვა. წყვილი, რომელიც ყველაზე მეტ სიტყვას გამოიცნობს გამარჯვებულის სტატუსსაც მიიღებს. თუ გსურთ, რომ თამაში უფრო გაართულოთ, შეგიძლიათ დაფაზე დაწეროთ ის სიტყვები, რომლების გამოყენებაც ახსნის დროს მოსწავლეს აეკრძალება. მაგალითად, თუ სლაიდზე მოცემული სიტყვა არის Easter egg, მაშინ აკრძალული სიტყვები შეიძლება იყოს round, chicken, oval, white, yellow and dye.
- Easter Vocabulary Halves
კიდევ ერთი ეფექტური აქტივობა ლექსიკის შესასწავლად არის Easter Vocabulary Halves. ჩამოტვირთეთ Cambridge University Press-ის რესურსი. კვერცხებზე მოცემულია აღდგომასთან დაკავშირებული ლექსიკა, რომელიც ორად იყოფა. გაჭერით კვერცხები და დაურიგეთ მოსწავლეთა ჯგუფებს ან წყვილებს. გუნდი, რომელიც პირველი შეართებს სიტყვების დასაწყისს მათ დაბოლოებებთან, გამარჯვებული გახდება. იმისათვის რომ ლექსიკა არა მხოლოდ, დაიმახსოვრონ, არამედ მათი კონტექსტში გამოყენება შეძლონ, შეგიძლიათ მოასწავლეებს დაავალოთ, რომ შექმნან მოკლე ამბავი სააღდგომო თემატიკაზე იმ სიტყვების გამოყენებით, რომლებიც შეაერთეს.
- Tongue twisters
ენის გასატეხების გამოყენება კიდევ ერთი სახალისო ხერხია, რომელიც თქვენს კლასს ჟრიამულით აავსებს. გთავაზობთ რამდენიმე ენის გასატეხს:
Each Easter Eddie Eats 80 Easter Eggs.
Let’s giggle and wiggle with an Easter Jiggle.
Six peeping chicks cheeping cheerly.
Busy bunnies bring blue baskets.
Jogging jellybeans joke and giggle, jogging jellybeans jump and jiggle.
მეტი სააღდგომო რესურსი ჩვენი პარტნიორი გამომცემლობებისგან იხილეთ ბმულზე;