Home / The King's and Queen's Club / 5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდე საზაფხულო სკოლაში

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდე საზაფხულო სკოლაში

საზაფხულო სკოლა 2022 უამრავ ახალ და საინტერესო გამოცდილებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა დარეგისტრირდეთ საზაფხულო სკოლაში.

  1. ისწავლი საუკეთესო, პროფესიონალი აკადემიური პერსონალისგან

გაკვეთილებს გაუძღვებიან ბრიტანული უნივერსიტეტის ლექტორები და ბრიტანელი/ამერიკელი მასწავლებლები, რომლებსაც სწავლების ძალიან დიდი გამოცილება აქვთ. მათთან ერთად შეძლებთ, განიხილოთ უამრავი თქვენთვის საინტერესო საკითხი.

2. გაიცნობ ახალ, საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს

საზაფხულო სკოლა ახალი მეგობრების შეძენაშიც დაგეხმარებათ.

3. მიიღებ როგორც  პრაქტიკულ, ისე თეორიულ ცოდნას

სწავლების ფარგლებში შეძლებთ, მოამზადოთ პროექტები, გადაჭრათ რეალურ გარემოში არსებული პრობლემები და დაესწროთ ლექცია-სემინარებს შემდეგ თემებზე:

  • Organizational Leadership/ორგანიზაციული ლიდერობა
  •  Social Responsibility/სოციალური პასუხისმგებლობა
  •  Marketing Principles/მარკეტინგის პრინციპები
  •  International Marketing/საერთაშორისო მარკეტინგი
  •  Environmental Analysis/გარემოს ანალიზი
  •  Intercultural Communications/კულტურათშორისი კომუნიკაციები
  •  Culture/კულტურა
  •  Literature/Play/ლიტერატურის მიმოხილვა/სასცენო დადგმა
  •  Social Media and Bullying/სოციალური მედია და ბულინგი

4. დაკავდები სპორტით, მხატვრობით, მუსიკით

საზაფხულო სკოლაში გელოდებათ სპორტული აქტოვობები, ასევე, თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, შეძლებთ, აირჩიოთ როგორც მუსიკა, ისე მხატვრობა.

5. სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებ სერთიფიკატს

რაც მთავარია, 2 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ გადმოგეცემათ ბრიტანული უნივერსიტეტის, მაკმილანისა და English Book Education-ის სერთიფიკატი.

შემოგვიერთდით საზაფხულო სკოლაში და მიიღეთ დაუვიწყარი ცოდნა და გამოცდილება. 

Comments are closed.

Scroll To Top