ახალ წლამდე სულ ცოტა დრო რჩება. სანამ საახალწლო არდადეგები დაიწყება, შეუქმენით მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა და გახადეთ თქვენი ინგლისურის გაკვეთილები განსაკუთრებული ჩვენ მიერ მოწოდებული 10 სახალისო აქტივობის გამოყენებით, როგორც ონლაინ ასევე ფიზიკურ საკლასო ოთახში.
- Pin the nose on Rudolph
Pin the nose on Rudolph ის აქტივობაა, რომელიც თქვენს ინგლისურის გაკვეთილს ჟრიამულით აავსებს. ამ აქტივობისთვის დაგჭირდებათ დიდი ზომის ფურცელზე გამოსახული ირემი, რომელსაც ცხვირის ადგილას წებოვანი ლენტი ექნება დამაგრებული. გამოჭერით რუდოლფის ცხვირი წითელი ქაღალდისგან და დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად. თითოეული გუნდიდან 1 წევრს თვალები ახვეული ექნება, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი ბრძანებითი წინადადებებით როგორებიცაა: to the left/right; up/down a bit; keep going; stop დაეხმარებიან თანაგუნდელს, რომ ირემს ცხვირი სწორ ადგილას დაუმაგროს.
- Santa says
Santa Says ცნობილი აქტივობის Simon Says საახალწლო ვარიანტია. ეს მხიარული თამაში განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებს მოხიბლავს და ყველა უნარის მქონე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ამ დავალების შესასრულებლად საჭიროა, მასწავლებელმა თქვას მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები, რომლებიც ახალ წელთანაა კავშირში: jump, run on the spot, touch your nose, hop, do a twirl, crouch down, decorate the tree, make Christmas cookies, go to church, eat pudding, unwrap presents, eat too much. მოსწავლეები ასრულებენ იმ მოქმედებებს, რომლებსაც მასწავლებელი წარმოთქვამს. შესაძლებელია Santa Says როლი ერთ-ერთმა მოსწავლემაც მოირგოს.
- Find someone who
Find someone who არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დავალება, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას, ფიზიკურ აქტივობასა და ისეთ წინადადებებს, რომლებიც მოსწავლეთა პირად მაგალითებს წარმოადგენს. ჩამოწერეთ რამდენიმე წინადადება საახალწლო თემატიკაზე. მოსწავლეებს მიეცით მითითება, რომ მივიდნენ თითოეულ თანაკლასელთან და შეუსაბამონ წინადადებები მათ ცხოვრებას. წინადადებების მაგალითები შეიძლება იყოს შემდეგი:
- Would prefer a white Christmas this year
- Can make a traditional Christmas meal
- Hasn’t bought any Christmas presents yet
- Has never spent Christmas away from their family
- Loves Christmas carols
- Has an unusual family Christmas tradition
- Is not very “Christmassy”
- Only eats vegetarian Christmas food
წინასწარ შეასწავლეთ უცხო სიტყვები, რომლებიც თითოეულ ფრაზაში შეხვდებათ, რათა აქტივობის შესრულებისას არ წარმოიქმნას დაბრკოლება. ასევე, გაამახვილეთ ყურადღება კითხვის სტრუქტურებზეც. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა სწორი ფორმულირებით შეძლონ კითხვების დასმა თანაკლასელთათვის.
მაგალითად: Would prefer a white Christmas this year – > “Would you prefer a white Christmas this year?”
- Word find
Word find არაჩვეულებრივი სააზროვნო აქტივობაა ლექსიკური ერთეულების გასამეორებლად და საახალწლო ლექსიკის გასამდიდრებლად.
მოსწავლეები მუშაობენ გუნდებში და ცდილობენ ააწყონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა თითო საახალწლო სიტყვისაგან. მაგალითად:
- Christmas: air, has, ham, its, mat, miss, it, is, rim, cat, car, hats, cash, star;
- Roast turkey: you, yes, use, rye, out, our, your, tusk, user, tyre, task, sure, soya, sour, take, trek;
- Candycane: dye, any, end, can, den, and, acne, dance, canned;
აღნიშნული აქტივობის გამოყენება შეიძლება საახალწლო ვიქტორინის სახით, რაც თამაშს მეტ მოტივაციასა და ხალისს შემატებს.
- Jump to the front
Jump to the front მოსწავლეების ფიზიკურ ჩართულობას მოითხოვს და მათი მოსმენის უნარის განვითარებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეები დგებიან ერთ მწკრივში და უსმენენ მასწავლებლის ნათქვამ წინადადებებს ახალი წლის შესახებ. მაგალითად:
I am a Christmassy person;
My family and I don’t exchange Christmas presents;
I enjoy cooking Christmas food;
In my culture, we don’t celebrate Christmas;
მოსწავლეები დგამენ 1 ნაბიჯს წინ თუ პასუხი არის: yes
Tip: დარწმუნდით, რომ წინადადებები მოიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებზე პასუხიც უარყოფითი იქნება, რათა აქტივობა მეტად მრავალფეროვანი გახდეს. აღნიშნულ აქტივობაში შეგიძლიათ ჩართოთ სხვა მოძრაობებიც და ისეთი ფრაზებიც, რომელთა დამახსოვრებაც მოსწავლეთათვის გამოწვევას წარმოადგენს.
- Christmas tongue twisters
ენის გასატეხები ყოველთვის დიდი მხიარულების მომტანია ნებისმიერ გაკვეთილზე. ქვემოთ მოცემული ფრაზები თქვენი მოსწავლეების საახალწლო განწყობას გააორმაგებს და დაეხმარებათ მოსწავლეებს რთული ბგერების გამოთქმაში.
- Running reindeer romp ’round red wreaths;
- Chilly chipper children chant cheerfully;
- Eleven elves licked eleven little licorice lollipops;
- There’s chimney soot on Santa’s suit;
- Frosty froze frequently, furthermore fell on frozen frost freezing his fiddly thumbs;
- Prancer presents pumpkin pies and presents;
- Pretty packages perfectly packed in paper Tiny Timmy trims the tall tree with tinsel;
- Guessing game
გამოცანები მოსწავლეთა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აქტივობაა და საახალწლო გაკვეთილისთვის იდეალურ თამაშს წარმოადგენს. აქტივობის შესასრულებლად აირჩიეთ ერთი მოსწავლე, რომელიც დაფასთან ზურგით დადგება. დააწერეთ დაფაზე საახალწლო სიტყვა მაგალითად Santa Claus, Christmas Tree, Stocking, Turkey, an Elf, a Shepherd, an Angel, Rudolph…).
მოსწავლე სვამს კითხვებს, კლასი კი პასუხობს მხოლოდ Yes ან No . მაგალითად:“Am I a person?” “Am I a type of Christmas food?” “Do I have a long white beard?”
გარდა იმისა, რომ ეს აქტივობა თქვენს გაკვეთილს მხიარულებით აავსებს, ასევე დაეხმარება მოსწავლეებს საახალწლო ლექსიკური მარაგის გაუმჯობესებასა და კითხვების სწორად დასმაში.
- Christmas map of the world
საახალწლო რუკა სხვადასხვა ქვეყნის სადღესასწაულო ტრადიციების შესახებ ერთდროულად შემეცნებითი და სახალისო დავალებაა. სთხოვეთ მოსწავლეებს შექმნან ‘Christmas map of the world’ დიდ პოსტერზე ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. სთხოვეთ რომ პოსტერზე დაიტანონ ქვეყნების საახალწლო ტრადიციები და გააფორმონ შესაბამისი ფოტოებით. ბონუს დავალებისთვის კი მოსწავლეებს შეუძლიათ დაწერონ მილოცვები თითოეულ ენაზე მაგალითად:
Italian: Felice Anno Nuovo or Buon anno;
Japanese: Akemashite Omedetou Gozaimasu;
French: Bonne anne;
იხილეთ ნიმუში National Geographic learning kids-ისგან.
- Hi Santa
Hi Santa არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა რომ მოსწავლეებმა ჩაუტარონ ინტერვიუ სანტა კლაუსს. აირჩიეთ 1 მოსწავლე რომელიც სანტას როლს მოირგებს. კლასის დანარჩენმა მოსწავლეებმა კი უნდა მოიფიქრონ საინტერესო კითხვები მისთვის. „სანტამ“ თავისი ფანტაზიით უნდა გასცეს პასუხები დასმულ კითხვებს. შესაძლებელია პერსონაჟის ცვლილებაც და სხვა საახალწლო გმირებისთვის კითხვების დასმა. მაგალითად: Rudolph, a snowman, an elf ა.შ. აღნიშნული აქტივობა გაამხიარულებს თქვენს კლასს და საშალებას მისცემს განიმტკიცონ კითხვის დასმის ტექნიკები.
- Idioms quiz
შეუქმენით თქვენს მოსწავლეებს სადღესასწაულო განწყობა Macmillan Education-ის ქუიზით, რომელიც საშობაო იდიომებს ეხება. ქუიზში მოცემულია სახალისო იდიომები და მათი შესაძლო მნიშვნელობები, რომელთა გამოცნობაც მოსწავლეებს მოუწევთ. შედეგად კი გაეცნობიან ახალ იდიომებს და თამაშით დაიმახსოვრებენ მათ მნიშვნელობებს. იხილეთ ქუიზი
დამატებითი აქტივობები იხილეთ ჩვენს საიტზე: