Home / Adults / რობინ ჰუდი თანამედროვე სამყაროში

რობინ ჰუდი თანამედროვე სამყაროში

King of Sherwood – ამ სახელით ვიცნობთ ლეგენდარულ რობინ ჰუდს, რომლის რეპუტაციაზე დავაც, ალბათ, ყველა ჩვენგანს არაერთხელ მოგვისმენია. ვინ იყო სინამდვილეში ის? ქურდი, რომელიც უბრალოდ მდიდრებს ძარცვავდა, თუ ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებით დაუცველ, მოწყვლად ფენას ეხმარებოდა?

ფაქტი ერთია – რობინ ჰუდმა თავისი საქმიანობით უამრავი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.

Nottingham Castle-მა 2000-ზე მეტ ადამიანთან ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანიც იყო, გაეგოთ ადამიანების აზრი, თუ როგორი იქნებოდა რობინ ჰუდი დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო.[1]

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა უმრავლესობას(78%-ს) სჯეროდა, რომ მისი ნომერ პირველი საზრუნავი სიღარიბისა და უსახლკარობის დაძლევა, ქალთა უფლებების დაცვა და რასობრივი უთანასწორობის აღმოფხვრა იქნებოდა.

ალბათ, ამ გამოკითხვამ ზუსტთან მიახლოებული შედეგები გვიჩვენა, რადგან ის ლეგენდები, რომლებიც რობინ ჰუდზე გვსმენია, უდაოდ მეტყველებს მის ძლიერ, სამართლიან, თავისუფლების მოყვარულ ხასიათზე, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს და ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი პრინციპებიდან არ გადაუხვიოს.

როგორ ფიქრობთ, რობინ ჰუდის ასეთ ხასიათს დღევანდელი ქაოტური სამყაროს განუკითხაობა აჯობებდა?

ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ რობინ ჰუდი უფრო მოერეოდა ჩვენს სამყაროს და არა პირიქით, რადგან მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ჟამთა ცვალებადობას და ყველა ეპოქაში ისევე მოიქცეოდა, როგორც აქამდე.

თუ ვერ მოერეოდა, ის მაინც გვეცოდინება, რომ არასდროს დანებდებოდა. ჰოდა, განა არის რამე იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ღირებულებებისა და პრინციპებისთვის ბრძოლა?


[1] Source: https://www.nottinghamcastle.org.uk/the-legend-lives-on-what-does-a-modern-day-robin-hood-look-like/

Leave a Reply

Your email address will not be published.

Scroll To Top