Home / The King's and Queen's Club / რატომ უნდა დარეგისტრირდე საზაფხულო სკოლაში?

რატომ უნდა დარეგისტრირდე საზაფხულო სკოლაში?

The King’s and Queen’s club- ი British University in Georgia- ს მხარდაჭერით აცახდებს მიღებას 2023 წლის ბრიტანულ საზაფხულო სკოლაში. საზაფხულო სკოლა გაიმართება თბილისში, British University in Georgia-ს კამპუსზე.
მის: დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის N92.

ბრიტანული საზაფხულო სკოლა 2023  ორიენტირებულია გლობალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე. რაც მრავალ ახალ და საინტერესო გამოცდილებასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ ბლოგში წარმოგიდგენთ 5 მთავარ მიზეზს, თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ჩვენი საზაფხულო სკოლა.

  • გაეცნობით თანამედროვე გამოწვევებს და მიიღებთ ცოდნას მომავლის პროფესიებზე.

სწავლა საზაფხულო სკოლაში მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მიიღებთ როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ცოდნას. სწავლების პროცესში შეძლებთ მოამზადოთ პროექტები და გადაჭრათ რეალურად არსებული პრობლემები.

დამატებითი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.

  • ისწავლი ინგლისურად საუკეთესო, პროფესიონალი აკადემიური პერსონალისგან.

ლექციებს, გაკვეთილებსა და სემინარებს გაუძღვებიან ბრიტანელი/ამერიკელი
მასწავლებლები და British University in Georgia- ლექტორები, რომელთაც სწავლების მარავლწლიანი გამოცდილება აქვთ.

ორი კვირის განმავლობაში ჩვენი მასწავლებლები
იზრუნებენ მოსწავლეების პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე. დაეხმარებიან მათ შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების აღმოჩენაში.

  • შეიძენთ ახალ მეგობრებს.

ჩვენს საზაფხულო სკოლაში ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან უამრავი ბავშვი ჩამოდის, მათთან ერთად ყოველღიურად დაესწრებით საინტერესო სემინარებს, ჩართულები იქნებით მრავალლფეროვან აქტივობაში, ერთად შეასრულებთ ჯგუფურ სამუშაობს და დამეგობრდებით.

  • საზაფხულო სკოლის ფარგლებში შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მიმართულება:
  • ფეხბურთის კლუბი;
  • კალათბურთი კლუბი;
  • მუსიკის კლუბი;
  • ხელოვნების კლუბი;
  • მიიღებთ  British University in Georgia-ს სერტიფიკატს და Macmillan Education -ის სერტიფიკატს.

ორ კვირიანი სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებ British University in Georgia-სა და Macmillan Education -ის სერტიფიკატს, ცოდნას შენთვის საინტერესო თემებზე და პროფესიებზე, გამოცდილებას და დაუვიწყარ მოგონებებს.

გაინტერესებთ როგორ აფასებენ საზაფხულო სკოლას ?

გიზიარებთ გასული წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეების და მშობლების შეფასებები.

დამატებითი კითხვების შემთხვევში გთხოვთ დაუკავშირდით წიგნის კლუბის
ადმინისტრაციას:

დავით წერეთელი 558143414 თაკო აბულაშვილი 577 21 31 19

მარიამ კილასონია 568 41 81 01 რუსუდან ლაშქარაშვილი 577216267

Comments are closed.

Scroll To Top