კრიტერიუმი | შესანიშნავი (5 ქულა) | კარგი (4 ქულა) | საშუალო (3 ქულა) | საჭიროებს მუშაობას (2 ქულა) | არადამაკმაყოფილებელი (1 / 0 ქულა) |
ესეს სტრუქტურა | ესე ლოგიკურად ორგანიზებული და კარგად სტრუქტურიზებულია. დასაწყისი, მთავარი ნაწილი და დასკვნა გამოკვეთილია. შესავალში წარმოდგენილია მთავარი თემა, რომლის შესაბამისი ინფორმაციაც ლოგიკური თანმიმდევრობით არის წარმოდგენილი. დასკვნა დამაჯერებელია. | ესეს შესავალი ნაწილი წარმოადგენს მთავარ თემას და უზრუნველყოფს ნაშრომის მიმოხილვას. ესე ასევე მოიცავს მთავარ ნაწილს და დასკვნას. | შესავალი ნაწილი წარმოადგენს მთავარს თემას, მაგრამ არგუმენტებს შორის არ არის ლოგიკური ბმა. | ესეში დარღვეულია სტრუქტურა და აზრის უწყვეტობა. არ ჩანს მთავარი აზრი და მისი განვითარება. | ესეს არ აქვს გამოკვეთილი შესავალი, მთავარი ნაწილი და დასკვნა. |
ესეს შინაარსი | შინაარსი მრავლისმომცველი, ზუსტი და დამაჯერებელია. საკვანძო საკითხები მკაფიოდ არის ფორმულირებული და გამყარებულია არგუმენტებით. | შინაარსი მნიშვნელოვნად ვითარდება. საკვანძო საკითხები დაფიქსირებულია და გამყარებულია მაგალითებით. | შინაარსი მოიცავს საკვანძო საკითხებს, მაგრამ არ არის გამყარებული კონკრეტული მაგალითებით. | აზრი დაუსრულებელია. ძირითადი საკითხები ბუნდოვანია. არ არის მოყვანილი კონკრეტული მაგალითები. | შინაარსი გაურკვეველია. |
გრამატიკა, წინადადებების წყობა და მართლწერა | ესე არ შეიცავს გრამატიკულ, მექანიკურ და მართლწერის შეცდომებს. წინადადებები გამართულია, აქვთ სათანადო სტრუქტურა და მოცულობა. | ესეს აქვს უმნიშვნელო გრამატიკული და მართლწერის შეცდომები, თუმცა ისინი არ ახდენენ გავლენას წინადადების შინაარსის გაგებაზე. წინადადების უმეტესობა გამართულია, გამოყენებულია სხვადასხვა გრამატიკული სტრუქტურა. | ესეს აქვს გრამატიკული, მექანიკური,მართლწერის შეცდომები, რომლებიც აფერხებენ წინადადების შინაარსის ზუსტ გაგებას, თუმცა ვხვდებით კარგად სტრუქტურირებულ წინადადებებსაც. | ესეში ბევრი გრამატიკული და მართლწერის შეცდომაა. წინადადები მეორდება და ჟღერს არაბუნებრივად. | ესეში ძალიან ბევრი გრამატიკული და მართლწერის შეცდომაა. წინადადებები რთულად გასაგებია. |
ლექსიკური მრავალფეროვნება | ესეში გამოყენებულია მრავალფეროვანი ლექსიკა. ფრაზები და გამონათქვამები ყოველთვის ერგება კონტექსტს. | ესეში გამოყენებულია სათანადო ლექსიკა. ფრაზები და გამონათქვამები უმეტესწილად სწორად ერგება კონტექსტს. | ესეში გამოყენებული სიტყვები და ფრაზები ზოგ შემთხვევაში კონტექტს ნაკლებად შეესაბამება. | გამოყენებული ლექსიკური ერთეულები არ არის მნიშვნელობას მოკლებული, მაგრამ ერთფეროვანია. | ესეში გამოყენებული ლექსიკა მწირია. |
ესეს სტილი | ესეს სტილი თანმიმდევრულია და შეესაბამება ძირითად იდეას. აზრი ზუსტად და მკაფიოდაა გამოხატული კარგად სტრქრებული წინადადებებისა და ლექსიკური ერთეულების საშუალებით. | ესეს სტილი შეესაბამება ძირითად იდეას, რომელიც ნათლად არის გამოხატული. აზრი გადმოცემულია მოკლე წინადადებებით. | ესე შეიცავს წინადადებებს, რომლებიც მხოლოდ ზოგ შემთხვევაში უკავშირდება ძირითად აზრს. | ესე მოკლებულია კრეატიულობას. აზრის გამოხატვის სტილი არათანმიმდევრულია | ესეს სტილი დამაბნეველია და რთულია აზრის გამოტანა. |