Home / Adults / დღიური,რომელმაც გააგრძელა ცხოვრება

დღიური,რომელმაც გააგრძელა ცხოვრება

ვინ გახსენდებათ იმ ადამიანებზე, რომელთა არსებობამაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა? ჩვენ ვირჩევთ ანა ფრანკს,  პატარა ებრაელ გოგონას, რომელმაც საკუთარი დღიურით ამხილა ფაშისტური რეჟიმი და ბევრისთვის მაგალითად იქცა უსამართლობასთან ბრძოლაში.

მისი არსებობა მსოფლიოში მეტად რთულ პერიოდს დაემთხვა. იგი  სამალავში იმყოფებოდა  საკუთარ ოჯახთან ერთად და  დაბადების დღეზე ნაჩუქარ დღიურში მთელ სამყაროზე წერდა, წერდა ყველაფერზე რასაც გრძნობდა და  გაუცნობიერებლად წერდა იმისთვის, რომ კაცობრიობისთვის ბევრი რამ ესწავლებინა. საზარელი ფაშისტური რეჟიმის მიუხედავად ანა მაინც  ცდილობდა დაენახა  ყველაფერში კარგი, მას სწამდა, რომ  ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რაც ანა ფრანკის ნაწერებს აქვს, არის იმ პერიოდის აღწერა, რომელშიც  მისი ტრანსფორმაციაა მოცემული, როგორ იცვლება მისი ფიქრები, დამოკიდებულებები და საკუთარი თავის აღმოჩენის საინტერესო ეტაპები.

სწორედ ანა ფრანკის დღიურები გახდა  თანამედროვე ახალგაზრდა მწერლის David Gilham ინსპირაცია დაეწერა “Annelies”, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა  ანა ფრანკის მიერ დატოვებული დღიურების მნიშვნელობა. ამ წიგნს განსაკუთრებულს ხდის  ავტორის გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს ანას სიცოცხლე და გააგრძელოს ის. წიგნი მოგვითხრობს ანას ცხოვრებაზე, საკონცენტრაციო ბანაკის შემდეგ. ის მამასთან ერთად ამსტერდამში გადადის საცხოვრებლად. სწორედ აქ იწყება ანას ბრძოლა წარსულთან. ის ცდილობს დაივიწყოს ყველაზე მახინჯი მოგონებები და დაიწყოს ახალი ცხოვრება.

New York Times  “Annelies შესახებ:

დაახლოებით 30 მილიონზე მეტ ადამიანს წარმოდგენილი ჰქონდა თუ როგორი   ტრაგიკული დასასრული ექნებოდა ანას ცხოვრებას. დევიდ  გილჰემმა კი შეძლო და ეს ისტორია გააგრძელა, მან გადაარჩინა ახალგაზრდა ებრაელი გოგონა და რასაც დღიურებში წერდა მისი ცხოვრებაც იმ მიმართულებით წაიყვანა. როდესაც კითხულობ ამ წიგნს, შენ გინდა დატოვო იმ ფიქრით, რომ ანას სიცოცხლემ მოატყუა მისი სიკვდილი, ზუსტად ეს არის ის ძირითადი აზრი, რომლითაც იგი ბოლოვდება ბოლო ფურცელზე.

იგი თავის დღიურში აღნიშნავდა: „ყველაზე რთულია–მიუხედავად დარდისა და სასოწარკვეთილებისა გამოიყურებოდე და მოიქცე ჩვეულებრივად. Ⴑაუბრობდე, ეხმარებოდე, იჯდე მათთან ერთად და რაც მთავარია იყო “ცოცხალი“.

დღეს, ანას სიცოცხლე მისმა  დღიურებმა გააგრძელეს, რომლებიც გადარჩნენ იმისთვის, რომ ჩვენ წაგვეკითხა.

აღნიშნული წიგნების სანახავად ეწვით ჩვენ ონლაინ მაღაზიას ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://bookshop.ge/product/view/-9780241367667

Comments are closed.

Scroll To Top