Home / Adults / ბრიტანული უნივერსიტეტის ჩართულობა საზაფხულო სკოლაში

ბრიტანული უნივერსიტეტის ჩართულობა საზაფხულო სკოლაში

„ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში/ British University in Georgia“ უკვე მეორე წელია, რაც აქტიურად თანამშრომლობს საზაფხულო სკოლასთან. მათი ჩართულობით უკვე არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა შევთავაზეთ მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს.

წელს ეს პროგრამა უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა:

  • ბრიტანულმა უნივერსიტეტმა განაახლა  და სტუდენტების საჭიროებებსა და ინტერესებს მოარგო სასწავლო პროგრამა;
  • სწავლება მაქსიმალურად მიახლოებულია სტუდენტურ ყოფას – ლექციები არის საუნივერსიტეტო და არა სასკოლო ტიპის;
  • მოსწავლეები ეცნობიან, თუ როგორ მიმდინარეობს და იმართება სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში;
  • სწავლება პროექტული ტიპისაა. იგი შეიცავს სიმულაციურ სავარჯიშოებს. მოსწავლეები წყვეტენ რეალურ პრობლემებს და იღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას;

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, წლევანდელი სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებებსა თუ საგნებში, ესენია:

  • Organizational Leadership/ორგანიზაციული ლიდერობა;
  • Social Responsibility/სოციალური პასუხისმგებლობა;
  • Marketing Principles/მარკეტინგის პრინციპები;
  • International Marketing/საერთაშორისო მარკეტინგი;
  • Environmental Analysis/გარემოს ანალიზი;
  • Intercultural Communications/კულტურათშორისი კომუნიკაციები;

ლექციებსა და სემინარებს გაუძღვებიან „ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში/British University in Georgia“-ს მოწვეული ლექტორები.

თუ გაინტერესებთ ზემოთ ჩამოთვლილი საგნები და მაშინ აუცილებლად დარეგისტრირდით საზაფხულო სკოლაში და მიიღეთ დაუვიწყარი ცოდნა და გამოცდილება პროფესიონალებთან ერთად.

Comments are closed.

Scroll To Top