„ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში/ British University in Georgia“ უკვე მეორე წელია, რაც აქტიურად თანამშრომლობს საზაფხულო სკოლასთან. მათი ჩართულობით უკვე არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამა შევთავაზეთ მე-9-მე-12 კლასის მოსწავლეებს.
წელს ეს პროგრამა უფრო დაიხვეწა და გამრავალფეროვნდა:
- ბრიტანულმა უნივერსიტეტმა განაახლა და სტუდენტების საჭიროებებსა და ინტერესებს მოარგო სასწავლო პროგრამა;
- სწავლება მაქსიმალურად მიახლოებულია სტუდენტურ ყოფას – ლექციები არის საუნივერსიტეტო და არა სასკოლო ტიპის;
- მოსწავლეები ეცნობიან, თუ როგორ მიმდინარეობს და იმართება სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში;
- სწავლება პროექტული ტიპისაა. იგი შეიცავს სიმულაციურ სავარჯიშოებს. მოსწავლეები წყვეტენ რეალურ პრობლემებს და იღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას;
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, წლევანდელი სასწავლო პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაიღრმაონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებებსა თუ საგნებში, ესენია:
- Organizational Leadership/ორგანიზაციული ლიდერობა;
- Social Responsibility/სოციალური პასუხისმგებლობა;
- Marketing Principles/მარკეტინგის პრინციპები;
- International Marketing/საერთაშორისო მარკეტინგი;
- Environmental Analysis/გარემოს ანალიზი;
- Intercultural Communications/კულტურათშორისი კომუნიკაციები;
ლექციებსა და სემინარებს გაუძღვებიან „ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში/British University in Georgia“-ს მოწვეული ლექტორები.
თუ გაინტერესებთ ზემოთ ჩამოთვლილი საგნები და მაშინ აუცილებლად დარეგისტრირდით საზაფხულო სკოლაში და მიიღეთ დაუვიწყარი ცოდნა და გამოცდილება პროფესიონალებთან ერთად.