content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
მარკ ტვენმა „ჰეკლბერი ფინის თავგადასავლით“, ფაქტობრივად, დროს გაუსწრო და შემოგვთავაზა სრულიად ახალი, ჯანსაღი ხედვა სამყაროს მიმართ. მან რასიზმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პრობლემად მიიჩნია და შექმნა ლიტერატურული პერსონაჟი, ჰეკლბერი ფინი, რომლის ბავშვური, კეთილი ბუნება გულწრფელად წუხდა და ეწინააღმდეგებოდა ყველანაირ ჩაგვრასა და უთანასწორო მოპყრობას ადამიანების მიმართ.
როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებდა ჰეკლბერი თანამედროვე სამყაროში, სადაც უთანასწორობის პრობლემა ორი საუკუნის შემდეგაც აქტუალურია?
წარმოიდგინეთ ჰეკის სრულიად უმანკო, კეთილი, სათნო და სამართლიანი ბუნება 21-ე საუკუნის დაუნდობელ სამყაროში. როგორ მოიქცეოდა ის? ადამიანთა უფლებებს სახალხოდ დაიცავდა? უამრავ ადამიანთან ერთად იბრძოლებდა?
ალბათ, მისი ჩუმი სიკეთე ყველაზე დიდი საჩუქარი იქნებოდა თანამედროვე სამყაროსთვის და ის კვლავ გააგრძელებდა ზრუნვას კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა პიროვნული თავისუფლება ყველაზე დიდ დაცვასა და გაფრთხილებას მოითხოვს. ჰეკმა ზუსტად იცის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მილიონის და ასე, თავისთვის გააკეთებდა დიდ, თუმცა გაუხმაურებელ სიკეთეებს და ნაცრისფერ სამყაროს სიკეთის ფერებს, თავისებურ ტონებს შემატებდა.
ჰეკლბერი ფინი იქნებოდა ჩვენი მეზობელი, მეგობარი, პარტნიორი წრეში ბურთში და ეზოში „დიდი ბიჭების“ მიერ დაჩაგრული პატარა და უმწერო გოგო-ბიჭების დამცველი. ის იქნებოდა ჩვენ გვერდით მაშინ, როცა ეს დაგვჭირდებოდა და ყოველ წამს გაგვახსენებდა, რომ მანამ იარსებებს სამყარო, სანამ ადამიანებს სიკეთის კეთება შეგვეძლება.
]]>
ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ავტორის, მარკ ტვენის შემოქმედებიდან, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი თავისი ხასიათითა და ჩვეულებებით გახლავთ ტომ სოიერი, რომლის ადგილას ყოფნა არაერთ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვინატრია. 12 წლის ბიჭის მეამბოხე, თავისუფალი და თავგადასავლების მოყვარული ხასიათი ყველა ჩვენგანის ნატვრად და ლიტერატურული სამყაროს განუყოფელ ნაწილად იქცა.
მარკ ტვენი მე-19 საუკუნის მწერალია, რომელიც „ტომ სოიერის თავგადასავალს“ სწორედ ამ ეპოქის გადმოსახედიდან მოგვითხრობს, თუმცა საინტერესოა, როგორი იქნებოდა ტომი თანამედროვე სამყაროში?
ყველა ბიჭსა თუ კაცს ერთხელ მაინც „უთამაშია“ ტომის როლი – ანტაგონისტი, მეამბოხე, მამაცი და მომხიბვლელი ტომისა, რომელსაც, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არც ერთ ეპოქასთან შეგუება არ გაუჭირდებოდა. ალბათ, მისი წარმოსახვა 21-ე საუკუნის პროგრესსაც გაუსწრებდა და სახლიდან გაქცევის ნაცვლად, ახლა რომელიმე პლანეტაზე გაქცევას მოისურვებდა. იქნებ, მისი სიმამაცე „Marvel”-ის სამყაროსთვისაც საინტერესო ყოფილიყო? წარმოიდგინეთ, ჩალისქუდიანი, თავგადასავლების მოყვარული ტომი, რომელიც Avanger-ებთან ერთად სამყაროს გადასარჩენად იბრძვის. New York-ის ქუჩებში მოსიარულე ბოროტმოქმედების მთავარი მტერი და ადამიანი ობობას ნომერ პირველი მეგობარი.
წარმოიდგინეთ, ტომ სოიერის, როგორც თანამედროვე გმირის, პოსტერები ყველა ქუჩის კუთხეში, მაღაზიის ვიტრინებში, ბილბორდებსა და ტაიმზ-სკვერის უშველებელ მონიტორებზე. ტომი – ბიჭი, რომელმაც ბავშვური ეგოიზმიდან თანამედროვე მეამბოხე, თავისუფლად განწყობილი ინდივიდუალისტი შექმნა, რომლის თვალთახედვა მსოფლიოს ყველა კუთხეს სწვდება და ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც თანამედროვე სამყარო უმზადებს.
ტომი დღევანდელ დღეს მოუტანდა იმ ინდივიდუალიზმსა და თავისუფლებას, რომელიც სასიცოცხლოდ საჭირო და მნიშვნელოვანია.
და შენ როგორ ფიქრობ, რას მოიმოქმედებდა ტომი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებთან გასამკლავებლად?
]]>