content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
“Little Women” იმაზე მეტია, ვიდრე თაროზე შემოდებული, დამტვერილი წიგნი. ეს არის პარალელური სამყარო, რომელში ყოფნასაც, ალბათ, ბევრი ჩვენგანი ყოველი წაკითხვის შემდეგ მეგისთან, ჯოსთან, ბეტსა და ეიმისთან ერთად ისურვებდა.
დები მარჩები განსაკუთრებული ნიჭითა და ხასიათით გამოირჩევიან. თითოეული პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი განსხვავებულად ვითარდება, თუმცა, საბოლოოდ, ყველა ჩვენგანის მთავარი შთაგონება მაინც ჯო მარჩია. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ის გოგონებისთვის ყველაზე მისაბაძი „პატარა ქალბატონი“?
ალბათ იმიტომ, რომ ყველა გოგონას ბავშვობის ოცნებაა, იყოს კრეატიული, მტკიცე, დამოუკიდებელი ადამიანი, რომლის ზღაპარსაც ბედნიერი დასასრული ექნება. სწორედ ასეთია ჯო – ჯიუტი, მახვილგონიერი, წიგნიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალი, რომელიც რთულ სავალ გზას ირჩევს და სრულიად მარტო, დამოუკიდებლად მიუყვება მას. ჯოსთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება, სოციალური ნორმა, რომელიც მისთვის მიზნისკენ სწრაფვას შეაფერხებს. დამეთანხმებით, ყველას გვინდა, ასეთები ვიყოთ მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ გარშემო არსებული რეალობა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.
როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებოდა ჯო მარჩი თანამედროვე სამყაროში? ალბათ, უცვლელი სახით ის, ვინც Louisa May Alcott – ს თავის რომანში ჰყავს აღწერილი. ჯო მარჩის ხასიათი ნებისმიერი ეპოქისთვის შესაბამისი იქნებოდა, რადგან ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებისთვისაც ჯო შთაგონების წყარო იქნება და ყოველთვის იქნება ამბავი, რომლის გადმოცემაც მხოლოდ გენიალური კალმით შეიძლება.
ბოლოსთვის კი გეტყოდით, რომ „ჯოობისკენ“ მიმავალი გზა პრინციპულობაზე, მიზანდასახულობასა და საკუთარი თავის რწმენაზე გადის.
]]>