იკითხე – Blog EBE https://englishbookgeorgia.com/blogebg English Book Education Thu, 01 Jul 2021 06:37:05 +0000 en-US hourly 1 https://wordpress.org/?v=7.0 https://englishbookgeorgia.com/blogebg/wp-content/uploads/2019/03/cropped-English-Book-Education-Symbol-02-32x32.png იკითხე – Blog EBE https://englishbookgeorgia.com/blogebg 32 32 Gabriel Garcia Marquez https://englishbookgeorgia.com/blogebg/gabriel-garcia-marquez-2/ Thu, 01 Jul 2021 06:37:03 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=13931

ამ ბლოგში კოლუმბიელი მწერლის, სცენარისტის და ჟურნალისტის გაბრიელ გარსია მარკესის, იგივე გაბოს წიგნების შესახაბ ვისაუბრებთ. მარკესი კოლუმბიის პატარა ქალაქ არაკატაკაში დაიბადა 1927 წელს. იგი ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა. სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება გაბოს ბავშვობის წლები და ისტორიები, რომლებმაც მის შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია. გაბო თითქმის ყოველდღიურად ისმენდა ბებიის წარმოსახვით შექმნილ უამრავ ამბავს, რაც მომავალში მისი საქმიანობის შთაგონების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა. არც ბაბუის, ყოფილი პოლკოვნიკის, მოყოლილ ისტორიებს ჰქონიათ მწერალზე ნაკლები გავლენა.

სწორედ ამ მონათხრობთა სინთეზმა ჩამოუყალიბა მწერალს უნიკალური – ჯადოსნური რეალიზმის წერის სტილი და 1982 წელს მარკესი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მისი შემოქმედებისთვის, რომელშიც ფანტასტიკა და რეალიზმი სასწაულებრივად ერთიანდება და ამასთანავე კონტინენტის ცხოვრებას და კონფლიქტს ასახავს. მისი შემოქმედების ინგლისურენოვანი თარგმანი, სრულად ინარჩუნებს თხრობის ჯადოსნურ სტილს. მარკესის წიგნები bookshop.ge-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. თუმცა, მანამდე მისი რამდენიმე წიგნის შესახებ აქ ვისაუბროთ.

მარკესის ბაბუა არმიის ოფიცერი იყო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა მწერლის პოლიტიკური იდეოლოგიის შექმნაზე. გაბოს მართლაც განსაკუთრებული გატაცება ჰქონდა ცნობილი ლიდერების მიმართ, ამას ხშირად ხსნიან ხოლმე მისი ფიდელ კასტროსთან და სხვა ცნობილ ლიდერებთან მეგობრობით. ამ მოტივით შექმნილ წიგნებს მწერლის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია, ერთ-ერთი მათგანია მარკესის შესანიშნავი რომანი ‘’გენერალი თავის ლაბირინთში.’’

ეს არის ბიოგრაფიული ნაწარმოები, რომელიც მთლიანად ეძღვნება სიმონ ბოლივარის,  დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის,  ცხოვრების უკანასკენ პერიოდს. მიუხედავად ბოლივარის ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავცე ცხოვრებისა, წიგნი ძირითადად პოსტიდან გადამდგარი პრეზიდენტის შემდგომ ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

შესანიშნავია მარკესის სტილი, რომელიც უნიკალურად აღწერს ყოფილი დიქტატორის მოგონებებს და მის შიგნით მიმდინარე ფიქრებს.  მწერალი ერთ დროს ძალაუფლების ტკობაში მყოფ მებრძოლს, თავის განცდებთან დარჩენილი ადამიანის კუთხით გვანახებს, რომელიც მარტოა თავის წარსულთან და უდიდეს სინანულს განიცდის, ეშინია საკუთარი ნაფეხურების და თავს არიდებს სარკეში ჩახედვას.

მაშასადამე, ბოლივარის პროფესიული დასასრული მარკესის ამ შესანიშნავი რომანის დასაწყისი აღმოჩნდა. სადაც ბოლივარის ცხოვრების იმ პერიოდის მეგზური გახდებით, როცა ბებერ დიქტატორს პოსტის დატოვება და ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა მოუწია სიკვდილთან შესახვედრად.

წიგნს ‘’გენერალი თავის ლაბირინთში’’ ბედად ერგო ის, რომ ხშირად ადარებენ მარკესის მეორე რომანს 1975 წელს გამოქვეყნებულ ‘’პატრიარქის შემოდგომას,’’ რომელსაც თავად ავტორმა “ძალაუფლების მარტოობის პოემა” უწოდა. ამ რომანების კვეთის ადგილი სწორედ დიქტატორული ბუნების მხილებაა, ცხადია მარკესი აქაც ინარჩუნებს წერის დამახასიათებელ სტილს და ავტოკრატიული მმართველობის ამორალურობას მაგიური და რეალისტური ენის სინთეზით გადმოსცემს. რა თქმა უნდა, წიგნის ინგლისურენოვან ვერიას bookshop.ge-ზე აღმოაჩენთ.

თუმცა, წინა რომანისგან განსხვავებით წიგნის მთავარი გმირი გამოგონილი პერსონაჟია, ას წელს მიტანებული მარტოსული გენერალი, რომელიც ისტორიის მანძილზე არაერთი დიქტატორის ხატს წარმოადგენს და ტირანთა საერთო თვისებებს, კეთროვან ბუნებას, დაუნდობლობას და ტრაგიზმს გამოხატავს. წიგნის ერთ-ერთი მთავარ ღირებულებაცდაც სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ავტორი გაურბის დეტალიზაციას და მთავარ გმირზე თითქმის არაფერს გვიმხელს, თუმცა, ეს ფაქტი, ჩვენ როგორც მკითხველს, გვაძლევს საშუალებას, ჩვენს წარმოსახვაში ზოგადი დიქტატორის ხატი შევქმნათ და საინტერესო პარალელებიც გავავლოთ საქართველოს არცთუ ისე შორეულ წარსულთან. შესაბამისად, კითხვის პროცესით სრული სიამოვნების მისაღებად არ არის აუცილებელი სამხრეთ ამერიკის ისტორიით იყოთ გატაცებული. მარკესის ჩვეული თხრობის სტილის, მისი დამახასიათებელი ირონისა თუ გადმოცემის ცოცხალი მანერის მეშვეობით წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

მარკესის შემოქმედება, სადაც ავტორმა პოლკოვნიკს მთავარი როლი არგუნა ამ წიგნებით არ შემოიფარგლება. ახლა შევეხებით წიგნს, რომელმაც 1961 წელს  მთელი ლათინური ამერიკა აალაპარაკა. სწორად გამოიცანით, მხედველობაში გაბოს უნიკალური ნაწარმოები მაქვს სახელწოდებით ‘’პოლკოვნიკს არავინ წერს.’’ თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წიგნის მთავარ გმირს, ზემოთ ხსენებულ პოლკოვნიკებთან წოდების გარდა საერთო არაფერი აქვს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს 75 წლის ომის ვეტერანთან, რომელიც ერთ დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა რესპუბლიკას, ახლა კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და თვრამეტი წელია ღირსეულად ელოდება წერილს პენსიის შესახებ, თუმცა, როგორც უკვე ვიცით – ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს.’’

ერთი შეხედვით მცირე მოთხრობა თითქოს მარკესის ყველა წიგნის სათქმელს აერთიანებს. რამდენად უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, გაბოს ინტერვიუში არაერთხელ შეუნიშნავს, რომ მისი უკვდავი რომანი ‘’მარტოობის 100 წელი,’’ იმისთვის დაწერა რომ ხალხს ‘’პოლკოვნიკს არავინ სწერს’’ წაეკითხა. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რომ საკმარისი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ მარკესის ეს უნიკალური ნაწარმოები bookshop.ge-ს პლატფორმაზე უკვე მოიძიოთ.

]]>
Margaret Atwood https://englishbookgeorgia.com/blogebg/margaret-atwood/ Thu, 01 Jul 2021 06:26:07 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=13926

მარგარეტ ეტვუდი ერთ – ერთი გამორჩეული ქალი მწერალია, რომელმაც სიცოცხლეშივე მოიპოვა მკითხველის უდიდესი აღიარება.  

ფემინისტურ ლიტერატურაზე საუბრისას, პირველ რიგში მისი სახელი გვახსენდება. ეტვუდის რომანები თავისი თემატიკითა და აზრის გადმოცემის მრავალფეროვნებით, მკითხველის ინტერესსა და სიყვარულს იმსახურებს. მისი პერსონაჟები რეალური ცხოვრების ანალოგიით შექმნილი ხასიათებია, მათაც ისევე სტკივათ, ეშინიათ და უხარიათ, როგორც ჩვენ. თავად ავტორი აღნიშნავს, რომ წიგნი არც ადამიანის ბუნების გადაგვარებას და არც რამე ახალს იგონებს, ის ეფუძნება ადამიანთა ყოფიერების უკვე არსებულ ფორმებს.  

მიუთითებენ, რომ „მხევლის წიგნი“ ერთგვარი წინასწარმეტყველებაც არის, ისეთი მომავლის აღწერა, სადაც ქალების უფლებები და თავისუფლება შეზღუდულია, სადაც სქესთა შორის დაპირისპირება რელიგიური ფანატიზმის საბურველშია გახვეული. ეს არის წიგნი არსებული საზღვრების დაძლევასა და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაზე.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ფემინიზმი სულაც არ ნიშნავს რომ ქალები ყოველთვის მართლები არიან, მათ უბრალოდ უნდა ჰქონდეთ საკუთარი უფლებები.

მართალია ეტვუდის წიგნებს და ყველაზე მეტად „მხევლის წიგნს“ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ვეცდებით სულ სხვა კუთხით წარმოგიდგინოთ ეს ყველაფერი და რაც მთავარია მისი წაკითხვა ორიგინალში შემოგთავაზოთ. 

მთავრი და ამომავალი იდეა  ქალების თავისუფლება და მათი უფლებების დაცვლა ნებისმირიდ დროს შეიძლება გახდეს საჭირო და წიგნიც თითქოს წინასწარმეტყველებაა გლობალურ ჭრილში. რომელიც მუდმივად მოგვიწოდებს რომ არასდროს არ დავხუჭორთ თვალი ძალადობაზე, მუდმივად ავიმაღლოთ ხმა როგორც საკურარი თავისთვსი ასევე მათთვის ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

მსოფლიო ბესტსელერად აღიარების შემდეგ ეტვუდმა გადაწყვიტა რომანი გაეგრძელებინა რომელიც, რომელიც არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ბესტსელერი გახდა. ლიტერატურულმა სამყაროს კიდევ ერთი საკულტო წიგნი შეემატა. Bookshop – ი  გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ მხევლის წიგნის გაგრძელება The Testaments – როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში.

როგოროც ზემოთ აღვნიშნეთ, წიგნის შეძენა შეგიძლიათ ორიგინალში, ინგლისურ ენაზე, bookshop – ის როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში.

მონიშნე ეტვუდი შენი bookshop – ის ბიბლიოთეკაში.

]]>
Protected: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 2021 / bookshop.ge https://englishbookgeorgia.com/blogebg/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%9d/ Wed, 09 Jun 2021 11:56:56 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=13407

This content is password-protected. To view it, please enter the password below.

]]>
Self-development Blog https://englishbookgeorgia.com/blogebg/selfdevelopmentblog/ Mon, 22 Jun 2020 13:04:04 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=11697

როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი? რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორ განვითარდეთ? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც გვაწუხებს და გვაფიქრებს. ბლოგპოსტი შეეცდება, რომ რამდენიმე მათგანს მაინც გასცეს პასუხი.

პირველ რიგში, ლიტერატურა უპირობო ლიდერია. კითხვის დროს ხვდები ამბებს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გააიგივო შენს თავთან. ამბობენ, თუ წაიკითხავ შესაფერის ლიტერატურას სხვანაირად იწყებ ფიქრს და მემგონი მართალია. ბევრჯერ წამიკითხავს ლიტერატურა, რომელიც არაფრის მომცემი ყოფილა. მაგრამ არსებობს წიგნები, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო იმისთვის, რომ სხვანარიად შეხედო სამყაროს.

ცხოვრება შედგება შეხედულებებისგან და დამეთანხდებით ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია. რა არის წარმატება? ან წარმატების ფორმულა? როგორ უნდა ვიყოთ კარგი ლიდერები? ან როგორ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება? ან პროექტი წარმატებით? მნიშნელოვანია, რომ ეს შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, რადგან ზუსტად ეს გვეხმარება განვითარებაში.

Bookshop-ი გთავაზობთ სამოტივაციო წიგნების ჩამონათვალს, რომელიც გაგიჩენს ბევრ შეკითხვას და დაგაფიქრებს შეხედულებებზე.

სამოტივაციო წიგნების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:

SELF-DEVELOPMENT BOOKS

#იკითხეორიგინალში

]]>
Self-development books https://englishbookgeorgia.com/blogebg/self-development-books/ Mon, 22 Jun 2020 12:46:11 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=11705

წიგნი New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი  ავტორისგან, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ შეიძლება მუდმივად ცვალებად სამყაროში შევიქმნათ პოზიტიური აზროვნება და დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. წიგნს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დასაწყისი და დასასრული ნათლად გადმოგვცემს, რომ ბიზნესის სამყაროში, ყველამ უარი უნდა თქვას თუ ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული და ყველამ ერთიანად შექმნას ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დროს გაუძლებს.

BUY NOW

ჩვენ ირგვლივ ყველაფერს გააჩნია კითხვა რატომ?  ეს არის შეკითხვა, რომელსაც ვსვამთ როგორც საკუთარი თავის წინაშე ასევე იმ გუნდთან თუ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც ვართ. საიმონ სინეკმა შექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავთან გვეხმარება გავცეთ პასუხი კითხვას „რატომ“ და შემდეგ გამოვიყენოთ ეს  მთავარი შეკითხვა გუნდის ფორმირებისას, პროექტის მართვისას ან უბრალოდ მეგობართან საუბრისას.

BUY NOW

ცნობილი კანადელი პუბლიცისტი მალკოლმ გლედველი, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, ყოველთვის ცდილობს ჩაწვდეს ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს და სამყარო ისეთი დაგვანახოს, როგორზეც ადამიანებს არც კი გვიფიქრია. წიგნი,რომელიც დაგისვამთ ძალიან ბევრ შეკითხვას საკუთარ თავთან და პასუხსაც თქვენგანვე მიიღებს.

BUY NOW

გიფიქრიათ რა არის „ბედნიერების განტოლება“ ? ბედნიერება შეიძლება იმალებოდეს  ჩვენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ წვრილმანში და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შეგვიძლია ამის დანახვა. Google- ის ყოფილი ბიზნეს ოფიცერი Mo Gawdat ამ ყველაფერზე დაფიქრდა მაშინ, როდესაც გაანალიზა, რომ ჰქონდა ყველაფერი: ფინანსური კეთილდღეობა, აღიარება, თუმცა არ იყო ბედნიერი. სწორედ ამ წიგნის მეშვეობით Mo Gawdat მსოფლიოს უზიარებს  ბედნიერების პრინციპებს და ცდილობს დაეხმაროს მილიონობით ადამიანს მის შექმნაში. 

BUY NOW

წიგნი ერთგვარ რევოლუციურ  სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც მკითხველს კონცენტრაციის  შენარჩუნებაში, ეჭვების დაძლევასა და ნებისმიერი მიზნის წარმატებით დასრულებაში ეხმარება.თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომლის აღმოჩენაშიც ეს წიგნი დაგვეხმარება.

BUY NOW

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი მოგვითხრობს როდის ხდება წესების დარღვევა საჭირო და რატომ არის აუცილებელი შემოქმედებითი აჯანყება სამსახურსა და ცხოვრებაში. წიგნი დაგვაფიქრებს, რატომ არიან ჩვენ შორის ყველაზე წარმატებული ისინი, ვინც გარკვეულ  წესებს არღვევს.

BUY NOW

No Is Not Enough is the absolute must-read book of the Trump era. ასე აფასებენ ნაუმი კლეინის წიგნს, რომელშიც ავტორი აღწერს ჩვენთვის საინტერესო დეტალებს, თუ როგორ აღმოვჩნდით არსებულ რეალობაში და მთავრდება მოწოდებით, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს.   

BUY NOW

წიგნი ფოკუსირებულია იშვიათი და არაპროგნოზირებადი მოვლენების გავლენაზე და ადამიანების მუდმივ მცდელობაზე იპოვონ ამ მოვლენების მარტივი განმარტებები. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის დასაწყისი მოიცავს ფსიქოლოგიურ თემებს და ამ ჭრილში დანახულ მოვლენების განვითარებას. ხოლო  მეორე ნაწილის ბოლოში და მესამე ნაწილში ავტორი საუბრობს მეცნიერებისა და ბიზნესზე და ბოლო ნაწილი მოიცავს რჩევას თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოულოდნელობებსა და მომავალ გაურკვევლობებს ისე რომ ვისიამოვნოთ ცხოვრებით.

BUY NOW

წიგნი საინტერესო ილუსტრაციებით და პრაქტიკული მაგალითებით გვვასწავლისს, თუ როგორ ვმართოთ დღევანდელ დროში ჩვენი ემოციები, იმისთვის რომ ნებისმიერ სამუშაო პროცესში პროდუქტიულობა გავზარდოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.

BUY NOW

ბედნიერი და კომფორტული სამუშაო გარემო ხომ ყველა დასაქმებულისთვის სასურველი ადგილია? Coach Your Team პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც უნდა, რომ შეიმუშაოს ეფექტური ორგანიზაციული კულტურა არსებული გამოწვევების მისაღებად.

BUY NOW

შეიქმენით პოზიტიური განწყობა და იკითხეთ ორიგინალში.

]]>
Summer Reads https://englishbookgeorgia.com/blogebg/summer-reading-2/ Thu, 11 Jun 2020 08:22:14 +0000 http://englishbookgeorgia.com/blogebg/?p=11469

#იკითხეორიგინალში

ზაფხული საინტერესო თავგადასავლების პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე აპირებთ დროის გატარებას, მთაში ლაშქრობას თუ უბრალოდ ქალაქში დარჩენას. წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.

სწორედ ამიტომ bookshop.ge მთელი ზაფხულის პერიოდში შემოგთავაზებთ საკითხავი წიგნების რეკომენდაციას.
საზაფხულო საკითხავი დაყოფილია სამ ძირითად თემატიკად: ქალაქში, ზღვაზე და მთაში საკითხავ წიგნებად. 

ქალაქში საკითხავი წიგნები ფოკუსირებულია მოტივაციაზე, თვით განვითარებასა და პიროვნული ტრანსფორმაციის საკითხებზე.

ზღვაზე საკითხავი ლიტერატურაში გაერთიანებულია მისტიკური და სასიყვარულო კატეგორიის წიგნები, რომელიც შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას.

მთაში საკითხავ წიგნებში შედის სათავგადასავლო, დეტექტიური და ისტორიული ჟანრის ნოველები, რომლის საიდუმლოებით მოცული გმირებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.

გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.

]]>