content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170
bookshop წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე
24 – 27 ივნისს წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შევხვდებით.
მსოფლიო ბესტსელერი წიგნები, ბიზნეს ლიტერატურა და 7 სხვადასხვა ავტორის აქსესუარი, შეგიძლიათ ერთ სივრცეში 30% – იანი ფასდაკლებით შეიძინოთ.
თუკი ფესტივალზე მოსვლას ვერ მოახერხებთ, შემოგვიერთდით ონლაინ, შეგვიკვეთე თქვენთვის სასურველი წიგნი და მეორე დღესვე მოგიტანთ.
გიზიარებთ ონლაინ კატალოგს, სადაც შეგიძლიათ ნახოთ და შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ჟანრის წიგნები.
წიგნების სანახავად და შესაძენად დააჭირეთ შესაბამისი ჟანრის ღილაკს
გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს
#bookshopწიგნისფესტივალზე
]]>This content is password-protected. To view it, please enter the password below.
]]>
დაგვეთანხმებით ბოლო პერიოდში მოგზაურობა ყველას ძალიან მოგვენატრა. მიმართულების შერჩევა, ჩემოდნის ჩალაგება და თავგადასავლის დაწყება. ეს ის შეგრძნებებია, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.
რას იტყვით იაპონიაში მოგზაურობაზე?
ჩაი და ბრინჯის კულტურა, კიმონო, საბრძოლო ხელოვნება, მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურა – ასეთია ამომავალი მზის ქვეყანა.
რადგან ამჟამად მოგზაურობას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, მოდით დავიწყოთ ლიტერატურული მოგზაურობა, კონკრეტული ავტორისა და წიგნის ისტორიებით.

როგორც ამბობენ, თითოეული წიგნი ცალკეული თავგადასავალია, თავისი შინაარსით და უნიკალური ისტორიით. თუკი ერთხელ მაინც იაპონელი მწერლის წიგნი წაგიკითხავთ, ალბათ გიფიქრიათ, რომ პერსონაჟის განცდებს მთელი ემოციით აღიქვამთ. იაპონელი მწერლების მიერ გადმოცემული ამბავი მეტად შთამბეჭდავი და დიდი ზეგავლენის მატარებელია. ხშირად გვხვდება სიმბოლიკები, ისტორიული მომენტები, ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი შტრიხები და რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია დასავლური კულტურის გავლენა.

აღსანიშნავია, რომ იაპონურ ლიტერატურას მრავალსაკუნოვანი ისტორია აქვს და ერთდროულად სამი ნობელის პრემიის ლაურეატ ავტორს აერთიანებს.
მათი პოპ კულტურის ნაწილია პოეზია, ანიმე და მანგაც, რომელშიც გადმოცემულია იაპონური ისტორია, სამურაების პერიოდი ან თუნდაც ღმერთების შესახებ სხვადასხვა მითები.

მათ ლიტერატურულ სიღრმეს და სივრცეს საზღვრები არ აქვს.სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურის, ეროვნების, სქესის და რასის მკითხველი უპირობოდ ირჩევს წიგნით იაპონიაში მოგზაურობას.
დასაწყისისთვის აირჩიეთ ავტორი, ვისი სამყაროს შეცნობით გსურთ იაპონიის აღმოჩენა: ტანიზაკის, ოგავას, მურაკამის, მიშიმას და სხვა იაპონელი ავტორების წიგნები, რომელიც bookshop.ge-ის მაღაზიაში უკვე ხელმისაწვდომია.
ერთად გავიცნოთ და აღმოვაჩინოთ თითოეული მათგანი.
თქვენ რომელი ავტორის სამყაროში მოგზაურობას ირჩევთ?
იხილეთ შესაბამისი კატეგორიის ლინკი: https://bit.ly/301YPWo
]]>
უკვე 12 წელია, რაც ლიზ ჰოლი „მაინდფულნესის” (გაცნობიერებულობის) პრაქტიკას ნერგავს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ბუღალტრული კომპანია -KPMG, ბრიტანული სახელმწიფო უწყებები – NHS და Kent County Council და, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი მედია წარმომადგენელი NEWS UK.
ლიზი არის ფართოდ აღიარებული ქოუჩი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მან მოიპოვა არაერთი პრიზი ჟურნალისტიკის სფეროში: ბიზნესის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ის არის „სამუშაო გარემოს მაინდფულნესის“ საერთაშორისო სამიტის თანადამფუძნებელი.
ლიზი სწავლების მიხედვით, თანამედროვე ლიდერები ხელს უწყობენ თაივიანთ თანამშრომლებს გამოავლინონ სრული პოტენციალი.
ახალი სტილის ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ ქოუჩინგის ძალას. ამ მიდგომის გამოყენებით, მათი თანამშრომლები ყალიბდებიან სტაბილურ, შემოქმედებით და პროდუქტიულ ინდივიდებად. მაინფულნესისა და თანაგრძნობის კომბინაცია წარმოადგენს გაცნობიერებული ქოუჩინგის საზრისს, რაც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანია.
ამ პრაქტიკის შესახებ ავტორი ყოვლისმომცველად საუბრობს წიგნში Coach Your Team. მე კი გაგიზიარებთ იმ 5 მთავარ რჩევას, რასაც ლიზ ჰოლი თანამედროვე ლიდერებს მოუწოდებს
ამ და სხვა პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს ლიზ ჰოლი თავის ბესტსელერში “Coach Your Team”. თანამედროვე გამოწვევები რეალურად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში ქოუჩინგ კულტურის დანერგვა. ამ წიგნით ავტორი გვანახებს გზას ბიზნესის ორგანიზაციული განვითარებისკენ, რაც პირველ რიგში, მოცემული რეალობის გააზრებიდან მომდინარეობს.
ავტორი: ვანო ყუფარაძე
]]>
#იკითხეორიგინალში
ზაფხული საინტერესო თავგადასავლების პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე აპირებთ დროის გატარებას, მთაში ლაშქრობას თუ უბრალოდ ქალაქში დარჩენას. წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.
სწორედ ამიტომ bookshop.ge მთელი ზაფხულის პერიოდში შემოგთავაზებთ საკითხავი წიგნების რეკომენდაციას.
საზაფხულო საკითხავი დაყოფილია სამ ძირითად თემატიკად: ქალაქში, ზღვაზე და მთაში საკითხავ წიგნებად.
ქალაქში საკითხავი წიგნები ფოკუსირებულია მოტივაციაზე, თვით განვითარებასა და პიროვნული ტრანსფორმაციის საკითხებზე.
ზღვაზე საკითხავი ლიტერატურაში გაერთიანებულია მისტიკური და სასიყვარულო კატეგორიის წიგნები, რომელიც შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას.
მთაში საკითხავ წიგნებში შედის სათავგადასავლო, დეტექტიური და ისტორიული ჟანრის ნოველები, რომლის საიდუმლოებით მოცული გმირებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.
გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.
]]>