content-views-query-and-display-post-page domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170js_composer domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170gravity-forms-pdf-extended domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /home2/englita2/public_html/blogebg/wp-includes/functions.php on line 6170This content is password-protected. To view it, please enter the password below.
]]>
“We achieve more when we chase the dream instead of the competition.”
სამყარო ყოველდღიურად იცვლება. თითოეული ჩვენი გადაწყევტილება გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე. სად ვიქნებით, როგორ ვიქნები, ვინ იქნება ჩვენს გარშემო. ყველას ერთხელ მაინც გვითამაშია ისეთი თამაში როგორიც არის ჭადრაკი, ფეხბურთი, ბანქო. ამ თამაშებს ერთი საერთო აქვთ, აქ განსაზღვრულია თამაშის წესები, მოთამაშეები და თამაშის სასრული წერტილი. თუმცა რა ხდება რეალურ ცხოვრებაში, როგორია ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენი ქმედებები? ვიყენებთ თამაშის სტრატეგიებს და წესებს? ვიცით ვინ არის ჩვენი მოწინააღმდეგე? მინდა თვენი ყურადღება ბოლო შეკითხვაზე გავამახვილო. სანამ საიმონ სინეკის წიგნს The infinite game გავეცნობოდი, ალბათ უსასრულო სიას გავაკეთებდი კონკურენტი კომპანიების, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მაგალითებს გადავხედავდი და ასე მოვიქცეოდი ყოველ ჯერზე, როცა მკითხავდნენ ვისთან მიმართებაში ვარ ბიზნეს თამაშში ჩაბმული.
The Infinite Game-ის წაკითხვის შემდეგ შევიცვალე დამოკიდებულება, გავაცნობიერე, რომ წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოზიტიური აზროვნება. ცხოვრება არ არის შეჯიბრი, სადაც გამარჯვებულები ან დამარცხებულები არსებობენ. ცხოვრება ეს არის უსასრულო თამაში, სადაც წესები და მოთამაშეები მუდამ ცვალებადია, ხოლო ერთადერთი კონკურენტი, ვინც შეიძლება გვყავდეს ეს არის საკუთარი თავი. ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ გვაქვს შანსი შევქმნათ რაღაც ღირებული, მნიშვნელოვანი, იდეა რომელსაც ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში ვემსახურებით.
მთავარია, ვუპასუხოთ შეკითხვას: როგორ თამაშს ვთამაშობთ სასრულს თუ უსასრულოს?! თუ თქვენი არჩევანიც უსასრულობისკენ იხრება, მაშინ გაგიზიარებთ საიმონ სინეკის რჩევებს, როგორ შევიქმნათ უსასრულო აზროვნება.
ნებისმიერ ლიდერს, რომელსაც სურს უსასრულო თამაშში ჩაბმა, წიგნი ასწავლის ხუთ მნიშვნელოვან პრაქტიკას:
რა თქმა უნდა, რთულია, რომ ყველა ლიდერმა ზედმიწევნით შეასრულოს წიგნში მოცემული რჩევები, ან თუნდაც ყველა ლიდერმა ყოველთვის შეძლოს უსასრულო თამაშისთვის საჭირო განწყობა შეინარჩუნოს, თუმცა ეს წიგნი და თითონ ავტორი ნამდვილად შეცვლის თქვენს აღქმას, აზროვნების სტილს, დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.
გისურვებთ სასიამოვნო კითხვის პროცესს.
და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ იკითხოთ ორიგინალში, ეს დაგეხმარებათ ავტორის მიერ აღწერილი ტექნიკები უფრო გასაგები გახდეს.
წიგნის სანახავად გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
]]>
უკვე 12 წელია, რაც ლიზ ჰოლი „მაინდფულნესის” (გაცნობიერებულობის) პრაქტიკას ნერგავს ისეთ გავლენიან ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი ბუღალტრული კომპანია -KPMG, ბრიტანული სახელმწიფო უწყებები – NHS და Kent County Council და, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი მთავარი მედია წარმომადგენელი NEWS UK.
ლიზი არის ფართოდ აღიარებული ქოუჩი. ბოლო 30 წლის განმავლობაში მან მოიპოვა არაერთი პრიზი ჟურნალისტიკის სფეროში: ბიზნესის, ადამიანური რესურსების მართვისა და ჯანმრთელობის საკითხებში. ის არის „სამუშაო გარემოს მაინდფულნესის“ საერთაშორისო სამიტის თანადამფუძნებელი.
ლიზი სწავლების მიხედვით, თანამედროვე ლიდერები ხელს უწყობენ თაივიანთ თანამშრომლებს გამოავლინონ სრული პოტენციალი.
ახალი სტილის ბიზნეს ლიდერები აცნობიერებენ ქოუჩინგის ძალას. ამ მიდგომის გამოყენებით, მათი თანამშრომლები ყალიბდებიან სტაბილურ, შემოქმედებით და პროდუქტიულ ინდივიდებად. მაინფულნესისა და თანაგრძნობის კომბინაცია წარმოადგენს გაცნობიერებული ქოუჩინგის საზრისს, რაც საბოლოოდ გუნდისთვის წარმატების მომტანია.
ამ პრაქტიკის შესახებ ავტორი ყოვლისმომცველად საუბრობს წიგნში Coach Your Team. მე კი გაგიზიარებთ იმ 5 მთავარ რჩევას, რასაც ლიზ ჰოლი თანამედროვე ლიდერებს მოუწოდებს
ამ და სხვა პრაქტიკულ რჩევებზე საუბრობს ლიზ ჰოლი თავის ბესტსელერში “Coach Your Team”. თანამედროვე გამოწვევები რეალურად წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში ქოუჩინგ კულტურის დანერგვა. ამ წიგნით ავტორი გვანახებს გზას ბიზნესის ორგანიზაციული განვითარებისკენ, რაც პირველ რიგში, მოცემული რეალობის გააზრებიდან მომდინარეობს.
ავტორი: ვანო ყუფარაძე
]]>
როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი? რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები? როგორ განვითარდეთ? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც გვაწუხებს და გვაფიქრებს. ბლოგპოსტი შეეცდება, რომ რამდენიმე მათგანს მაინც გასცეს პასუხი.
პირველ რიგში, ლიტერატურა უპირობო ლიდერია. კითხვის დროს ხვდები ამბებს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გააიგივო შენს თავთან. ამბობენ, თუ წაიკითხავ შესაფერის ლიტერატურას სხვანაირად იწყებ ფიქრს და მემგონი მართალია. ბევრჯერ წამიკითხავს ლიტერატურა, რომელიც არაფრის მომცემი ყოფილა. მაგრამ არსებობს წიგნები, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო იმისთვის, რომ სხვანარიად შეხედო სამყაროს.
ცხოვრება შედგება შეხედულებებისგან და დამეთანხდებით ყველას ჩვენი აზრი გაგვაჩნია. რა არის წარმატება? ან წარმატების ფორმულა? როგორ უნდა ვიყოთ კარგი ლიდერები? ან როგორ ვმართოთ საკუთარი ცხოვრება? ან პროექტი წარმატებით? მნიშნელოვანია, რომ ეს შეკითხვები დავუსვათ საკუთარ თავს, რადგან ზუსტად ეს გვეხმარება განვითარებაში.
Bookshop-ი გთავაზობთ სამოტივაციო წიგნების ჩამონათვალს, რომელიც გაგიჩენს ბევრ შეკითხვას და დაგაფიქრებს შეხედულებებზე.
სამოტივაციო წიგნების სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს:
#იკითხეორიგინალში

წიგნი New York Times-ის ყველაზე გაყიდვადი ავტორისგან, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ შეიძლება მუდმივად ცვალებად სამყაროში შევიქმნათ პოზიტიური აზროვნება და დამოკიდებულება მოვლენების მიმართ. წიგნს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული დასაწყისი და დასასრული ნათლად გადმოგვცემს, რომ ბიზნესის სამყაროში, ყველამ უარი უნდა თქვას თუ ვინ არის გამარჯვებული ან დამარცხებული და ყველამ ერთიანად შექმნას ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დროს გაუძლებს.
BUY NOW
ჩვენ ირგვლივ ყველაფერს გააჩნია კითხვა რატომ? ეს არის შეკითხვა, რომელსაც ვსვამთ როგორც საკუთარი თავის წინაშე ასევე იმ გუნდთან თუ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც ვართ. საიმონ სინეკმა შექმნა ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც პირველ რიგში საკუთარ თავთან გვეხმარება გავცეთ პასუხი კითხვას „რატომ“ და შემდეგ გამოვიყენოთ ეს მთავარი შეკითხვა გუნდის ფორმირებისას, პროექტის მართვისას ან უბრალოდ მეგობართან საუბრისას.


ცნობილი კანადელი პუბლიცისტი მალკოლმ გლედველი, რომელიც არაერთი წიგნის ავტორია, ყოველთვის ცდილობს ჩაწვდეს ადამიანის ღრმა ფსიქოლოგიურ პორტრეტს და სამყარო ისეთი დაგვანახოს, როგორზეც ადამიანებს არც კი გვიფიქრია. წიგნი,რომელიც დაგისვამთ ძალიან ბევრ შეკითხვას საკუთარ თავთან და პასუხსაც თქვენგანვე მიიღებს.
გიფიქრიათ რა არის „ბედნიერების განტოლება“ ? ბედნიერება შეიძლება იმალებოდეს ჩვენს ირგვლივ არსებულ ნებისმიერ წვრილმანში და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად შეგვიძლია ამის დანახვა. Google- ის ყოფილი ბიზნეს ოფიცერი Mo Gawdat ამ ყველაფერზე დაფიქრდა მაშინ, როდესაც გაანალიზა, რომ ჰქონდა ყველაფერი: ფინანსური კეთილდღეობა, აღიარება, თუმცა არ იყო ბედნიერი. სწორედ ამ წიგნის მეშვეობით Mo Gawdat მსოფლიოს უზიარებს ბედნიერების პრინციპებს და ცდილობს დაეხმაროს მილიონობით ადამიანს მის შექმნაში.
BUY NOW


წიგნი ერთგვარ რევოლუციურ სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რომელიც მკითხველს კონცენტრაციის შენარჩუნებაში, ეჭვების დაძლევასა და ნებისმიერი მიზნის წარმატებით დასრულებაში ეხმარება.თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომლის აღმოჩენაშიც ეს წიგნი დაგვეხმარება.
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი მოგვითხრობს როდის ხდება წესების დარღვევა საჭირო და რატომ არის აუცილებელი შემოქმედებითი აჯანყება სამსახურსა და ცხოვრებაში. წიგნი დაგვაფიქრებს, რატომ არიან ჩვენ შორის ყველაზე წარმატებული ისინი, ვინც გარკვეულ წესებს არღვევს.


No Is Not Enough is the absolute must-read book of the Trump era. ასე აფასებენ ნაუმი კლეინის წიგნს, რომელშიც ავტორი აღწერს ჩვენთვის საინტერესო დეტალებს, თუ როგორ აღმოვჩნდით არსებულ რეალობაში და მთავრდება მოწოდებით, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს.
BUY NOW
წიგნი ფოკუსირებულია იშვიათი და არაპროგნოზირებადი მოვლენების გავლენაზე და ადამიანების მუდმივ მცდელობაზე იპოვონ ამ მოვლენების მარტივი განმარტებები. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომლის პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის დასაწყისი მოიცავს ფსიქოლოგიურ თემებს და ამ ჭრილში დანახულ მოვლენების განვითარებას. ხოლო მეორე ნაწილის ბოლოში და მესამე ნაწილში ავტორი საუბრობს მეცნიერებისა და ბიზნესზე და ბოლო ნაწილი მოიცავს რჩევას თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მოულოდნელობებსა და მომავალ გაურკვევლობებს ისე რომ ვისიამოვნოთ ცხოვრებით.


წიგნი საინტერესო ილუსტრაციებით და პრაქტიკული მაგალითებით გვვასწავლისს, თუ როგორ ვმართოთ დღევანდელ დროში ჩვენი ემოციები, იმისთვის რომ ნებისმიერ სამუშაო პროცესში პროდუქტიულობა გავზარდოთ და წარმოვაჩინოთ ჩვენი საუკეთესო მხარე.
ბედნიერი და კომფორტული სამუშაო გარემო ხომ ყველა დასაქმებულისთვის სასურველი ადგილია? Coach Your Team პრაქტიკული სახელმძღვანელოა მათთვის, ვისაც უნდა, რომ შეიმუშაოს ეფექტური ორგანიზაციული კულტურა არსებული გამოწვევების მისაღებად.

შეიქმენით პოზიტიური განწყობა და იკითხეთ ორიგინალში.
]]>
#იკითხეორიგინალში
ზაფხული საინტერესო თავგადასავლების პერიოდია. არ აქვს მნიშვნელობა ზღვაზე აპირებთ დროის გატარებას, მთაში ლაშქრობას თუ უბრალოდ ქალაქში დარჩენას. წიგნი საუკეთესო მეგზურობას გაგიწევთ.
სწორედ ამიტომ bookshop.ge მთელი ზაფხულის პერიოდში შემოგთავაზებთ საკითხავი წიგნების რეკომენდაციას.
საზაფხულო საკითხავი დაყოფილია სამ ძირითად თემატიკად: ქალაქში, ზღვაზე და მთაში საკითხავ წიგნებად.
ქალაქში საკითხავი წიგნები ფოკუსირებულია მოტივაციაზე, თვით განვითარებასა და პიროვნული ტრანსფორმაციის საკითხებზე.
ზღვაზე საკითხავი ლიტერატურაში გაერთიანებულია მისტიკური და სასიყვარულო კატეგორიის წიგნები, რომელიც შეგიქმნით რომანტიკულ განწყობას.
მთაში საკითხავ წიგნებში შედის სათავგადასავლო, დეტექტიური და ისტორიული ჟანრის ნოველები, რომლის საიდუმლოებით მოცული გმირებიც თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დატოვებს.
გისურვებთ სასიამოვნო კითხვას.
]]>